თსუ სპორტული და შემოქმედებითი გუნდების წარმატებებით გამორჩეულია რეგიონში - რა გეგმები აქვს უნივერსიტეტს 2022 წელს

განათლება 1649060477    42

თსუ

ორგზის საქართველოს ჩემპიონი, ევროპის ვერცხლის პრიზიორი ფუტსალის საფეხბურთო კლუბი „თსუ“, ქორქია-საკანდელიძის თასის 2019 წლის გამარჯვებული კალათბურთის გუნდი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის გამოკვეთილი ლიდერია და 2021-22 წლის სეზონში სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეა,  ათეულობით ოქროს მედლის მფლობელი ათლეტები, რომლებმაც არაერთხელ გაიმარჯვეს ევროპის ღია ჩემპიონატზე თუ სხვა საერთაშორისო ტურნირებში, ოქროსა და ვერცხლის მედლის მფლობელები უნივერსიადაზე მშვილდოსნობაში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, რაგბიში, ასწლოვანი საუნივერსიტეტო თეატრალური დასი „სხვენი“ საუკეთესო დადგმებით, გამორჩეული სტუდენტური კაპელა საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების პრიზებით, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „უნივერსიტეტი“, რომელმაც თავის დროზე „ქართულ ხმებს“ დაუდო სათავე, ქართული ცეკვის ანსამბლები, ალპინისტთა კლუბი და სხვა - ეს ის მოკლე ჩამონათვალია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტული და შემოქმედებითი გუნდების წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც კულტურისა და სპორტის დეპარტამენტმა 2021 წლის ანგარიში და 2022 წლის გეგმები წარმოადგინა.

„სამწლიანი პანდემიის პერიოდში ჩვენი კულტურული და სპორტული ღონისძიებების დიდი ნაწილი გაუქმდა, ნაწილი ვერ განხორციელდა. თუმცა, ყველასთვის ცნობილია რომ  2 მაისიდან უნივერსიტეტში სრულად აღდგება სასწავლო პროცესი და შესაბამისად, სრულად აღდგება სტუდენტური ცხოვრება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის კულტურის და სპორტის მიმართულების გუნდები აქტიურად მონაწილეობენ  საქართველოს ჩემპიონატებსა თუ კულტურის მიმართულებით გარკვეულ ღონისძიებებში“,- განაცხადა თსუ კანცლერმა ლაშა საღინაძემ. მისივე თქმით, ძალიან ბევრი სტუდენტია ჩართული თსუ-ს კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში, რითაც უნივერსიტეტი გამორჩეულია არამარტო საქართველოში, არამედ რეგიონის მასშტაბით.

შეხვედრაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამწვრთნელო საქმიანობისთვის, საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, თსუ-ის საკალათბურთო გუნდის დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ნუგზარ ჭეიშვილი დაჯილდოვდა უნივერსიტეტის ოქროს მედლით.

თსუ კულტურის და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ხარჯავანიძემ მადლობა გადაუხადა სპორტული გუნდების მწვრთნელებს და მოთამაშეებს, შემოქმედებითი ანსამბლების და სტუდენტური დასის ხელმძღვანელებს და სტუდენტებს, რომლებიც პანდემიის მიუხედავად აქტიურად ვარჯიშობდნენ, რეპეტიციებს ატარებდნენ და წარმატებებსაც მიაღწიეს. „ჩვენ როგორც მთლიანი ერთი გუნდი ვიკრიბებით დღეს, რომ ისევ შევხვდეთ და მადლობა გადავუხადოთ ერთმანეთს. ჩვენი სამომავლო გეგმები კი ის არის, რომ მხოლოდ და მხოლოდ განვავითაროთ ჩვენი გუნდები, სტუდენტური თეატრი, ანსამბლები იმისათვის, რომ უნივერსიტეტმა მიიღოს საუკეთესო შედეგები, იყოს პირველი ყველაფერში,“-აღნიშნა ირაკლი ხარჯავანიძემ.

ახალი წარმატებებისთვის ემზადებიან პროფესიონალები, რომლებიც სტუდენტურ გუნდებთან წლებია მუშაობენ. „ამჟამად ყველაზე გადამწყვეტ სტადიაში შევდივართ, ფუტსალის პირველი გუნდითაც და სტუდენტური გუნდითაც, ფლეი ოფები გვეწყება. შესაბამისად, აქტიური მზადება მიდის და კიდევ ერთხელ ვეცდებით, ჩვენი უნივერსიტეტი გავახაროთ, რასაც მივაჩვიეთ ჩვენი მაყურებელი და ჩვენი ერთგული გულშემატკივარი“, - განაცხადა თსუ ფუტსალის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დავით ბობოხიძემ.

თსუ სტუდენტის შალვა ცხადაძის თქმით, კულტურის და სპორტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამომავლო გეგმები ახალ პერსპექტივებს უსახავს ახალგაზრდებს: „ძალიან საჭირო ინფორმაცია მივიღე. ვთვლი, რომ ასეთი სახის ღონისძიებები პირდაპირპროპორციულია ამ სფეროს განვითარებისა და წარმატებისთვის. ვიმედოვნებ, რომ მომავალში ამ ყველაფერს მიეცემა სისტემატიური სახე, რაც შემდგომ აისახება ჩვენს საქმიანობაში.“

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვატო წერეთელი
„მოუახლოვდა ანრი ოხანაშვილი, შუბლი შუბლზე მიადო, რაღაცას ეუბნებოდა ძალიან დაძაბული სახით და მოუქნია, სახეში სთხლიშა, გამოჩნდა ოდიშარია, ზარქუა“ - ვატო წერეთელზე თავდასხმის თვითმხილველი

"ტვ პირველის" ფინანსური დირექტორი, ნანა აბურჯანიძე, რომელიც გუშინ აშშ-ს სალჩოში მიღებას ესწრებოდა ვატო წერეთელზე მომხდარ თავდასხმას იხსენებს. ის ყვება, რომ "ტვ პირველის" დამფუძნებლის მხირდან პროვოცირე...

პოლიტიკა 1656650657

ზურაბიშვილი
„გაცნობებთ, რომ...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს პრეზიდენტის ფეისბუქგვერდი სალომე ზურაბიშვილის ჯანმრთელობაზე

სალომე ზურაბიშვილი კოვიდინფიცირებულის კონტაქტია, - ამის შესახებ ინფრომაციას პრეზიდენტის ოფიციალური ფეისბუქგვერდი ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ პრეზიდენტი არის კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტი.მაქსიმალური...

პოლიტიკა 1656650364

ღარიბაშვილი ფინეთი
„ჩემი პრემიერი ფინეთის პრემიერიც გამხდარა“ - თამარ ლეკვეიშვილი

თამარ ლეკვეიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს აზიარებს, სადაც ჩანს, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილი ფინეთის წარმომადგენლის ადგილას ზის და წერს: „აგე ჩემი პრემიერი ფინეთის პრემიერიც...

სოცმედია 1656649304

მოროსკინა ივანიშვილი
„ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ...“ - ლალი მოროშკინა ივანიშვილის ბათუმის კლინიკაში გამოკვლევების ჩატარებაზე

პიარსპეციალისტი ლალი მოროშკინა სოცქსელში წერს: „დილიდან ზეიმი აქვთ ნაცებს, ბიძინა ივანიშვილი ბათუმის საავადმყოფოშიაო!ახლა კარგად მომისმინეთ სვავებო!ბიძინა ივანიშვილი ხორციელი ადამიანია და არა კერპი, ც...

სოცმედია 1656648581

ელისო ბოლქვაძე
„ღირსეული პიროვნება“ - ელისო ბოლქვაძე ვატო წერეთელზე თავდამსხმელ ანრი ოხანაშვილს იცავს

"#ჩვენიმხარდაჭერაანრის ანრი გახლავთ ჩვენი გუნდის ღირსეული პიროვნება და მებრძოლი!! ასეთი გაწონასწორებული ადამიანის წყობიდან გამოყვანა მხოლოდ შესაძლებელი იყო უბინძურესი პროვოკაციით!!! ჩვენი უპირობო მხარ...

სოცმედია 1656648397

ლავროვი
„რუსეთსა და დასავლეთს შორის რკინის ფარდა ეშვება“ - ლავროვი ევროკავშირს ბრალს სდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის "რკინის ფარდა" ეშვება. მისი თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია და რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა აღარ ა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1656648312