ვორქშოფი საერთაშორისო სისხლის სამართალში

თსუ-სირაკუზა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის ვორქშოფს მასპინძლობს, რომლის ფარგლებში ქართველ პროკურორებსა და გამომძიებლებს შესაძლებლობა აქვთ სფეროს უცხოელი ექსპერტებისგან მიიღონ პრაქტიკული ცოდნა საერთაშორისო სისხლის სამართალში, კერძოდ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის კუთხით.

 

საპილოტე სასწავლო პროგრამა (REACT)  თსუ იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტსა და სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტს (სირაკუზის ინსტიტუტს) შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს სირაკუზის ინსტიტუტის ინიციატივას, რომელიც საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით ხორციელდება და ეხება საპილოტე სასწავლო პროგრამას ქართველი გამომძიებლებისა და პროკურორებისათვის.

 

სასწავლო პროგრამა მოიცავს პროკურორებისა და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განსჯად ისეთ დანაშაულებზე, როგორებიცაა ომის დანაშაული, აგრესია, გენოციდი და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.

 

ღონისძიების გახსნას თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გიორგი დგებუაძე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა, სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლები, ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორები, დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ესწრებოდნენ.

 

სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ჟან-ფრანსუა ტონიმ სემინარის მონაწილეებთან საპილოტე სასწავლო პროგრამის მნიშვნელობაზე, ასევე,  საერთაშორისო სისხლის სამართლის გამოწვევების შესახებ ისაუბრა და მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, REACT სასწავლო პლატფორმა პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს გაუზიარონ გამოცდილება ერთმანეთის. ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს კოლეგებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

 

ქართველი და უცხოელი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით სესიები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  18-დან 27 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხუხაშვილი
„ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბაშში” კარგად ჩანდა“ - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოცქსელში წერს: ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბაშში” კარგად ჩანდა.1. როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია აღიარებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი.გა...

პოლიტიკა 1721189573

ქალთა ნაკრები
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, ირის ანტმანის გუნდმა ლიეტუვის ნაკრების სტუმრად, მინიმალური ანგარიშ...

სპორტი 1721188625

კოიძე
ვიდეო: „უაიმე, ჩვენი მადო რა დღეშია... ჩემს ცხოვრებაში რომ ამის მატლებიან ვიდეოებს აღარ ჩავრთავ, ეგ უკვე ცხადია“

ბლოგერი დომენიკ მანგოუაიმე ჩვენი მადო რა დღეშია თურმე    დიდი არაფერი მადონა რას ფიქრობს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში რომ ამის მატლებიან ვიდეოებს აღარ ჩავრთავ, ეგ უკვე ცხადია.  

სოცმედია 1721188545

ზარქუა
„190 მეტრზე როგორ აიტანა თინეიჯერმა იარაღი და ისროლა 7-ჯერ? - ამ კითხვაზე პასუხს რომ გასცემს ბატონი მილერი, შემდეგ ჩვენც შევეცდებით, არგუმენტირებულად ვუპასუხოთ“ - ირაკლი ზარქუა

190 მეტრზე თინეიჯერმა როგორ აიტანა იარაღი და როგორ ისროლა 7-ჯერ, ამ კითხვაზე პასუხს რომ გასცემს ბატონი მილერი, შემდეგ უკვე ჩვენც შევეცდებით, რომ არგუმენტირებულად ვუპასუხოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნ...

პოლიტიკა 1721187422

ხაზრაძე და ცოლი
„იმ უბაფთო, მაღალ გოგოს, ირინა ხიდეშელს და მე დღეს უკვე ხუთი შვილი გვყავს“ - მამუკა ხაზარაძის სიყვარულის ამბავი

მამუკა ხაზარაძე თავისი წიგნიდან ,,ფეისბუქზე” კიდევ ერთ ნაწყვეტს აქვეყნებს:ყველაზე მაღალი გოგო მეხუთე კლასში თანაკლასელ ბიჭებში ყველაზე დაბალი ვიყავი. დილაობით სკოლაში დილის გამამხნევებელი ვარჯიშები ტა...

სოცმედია 1721186996

ნანუკა ჟორჟოლიანი
,ოლიმპიელებმა რა დაგვიშავეს? რატომ ვქენით ეს“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ოლიმპიელების ჩაცმულობას სოციალურ ქსელში გამოხმაურებები მოჰყვა. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს: ,,ოლიმპიელებმა რა დაგვიშავეს 😔 რატომ ვქენით ეს:( ფეხბურთელების “შეფუთვაზე” ვინც იზრუნა მათთვის რომ მი...

სოცმედია 1721186765