“ახალი ხედვის” ავადმყოფის მოვლის საშუალებები
ჯანმრთელობა • 1693294080 95

კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს პაციენტის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფი ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და წარმატებით ახორციელებს 1000-ზე მეტი დასახელების პაციენტის მოვლის საშუალების იმპორტსა და რეალიზაციას. მათ შორის არის: ნაწოლების ლეიბი, იღლიის ყავარჯენი, კინეზიო ტეიპი, თვითგადასაადგილებელი საშუალებები, შშმ პირთა ეტლები და კოლოსტომის ჩანთები. ფილიალებში წარმოდგენილი პროდუქტები ისეთი ცნობილი ბრენდებისაა, როგორიცაა: მორსა/MorsaCyberg, ბერგერი/Berger, ბაუერფეინდი/Bauerfeind, დარკო/Darco და სიგვარისი/Sigvaris. პროდუქციის სანახავად და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს.
“ახალი ხედვის” უპირატესობები
“ახალი ხედვა” ქართულ ბაზარზე 10 წელზე მეტია არსებობს.. ამ დროის განმავლობაში კი კომპანია პროდუქციის იმპორტს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული უმაღლესი ხარისხის თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან აწარმოებს. ავადმყოფის მოვლის პროცესში კი მაღალი ხარისხის დამხმარე საშუალებების გამოყენებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს სამედიცინო დანიშნულების მქონე ნივთები შეიძლება იყოს როგორც თვითგადასაადგილებელი საშუალებები, ასევე ეტლები, ყავარჯნები და სხვა. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● თვითგადასაადგილებელი საშუალებები - პაციენტს მოძრაობაში ეხმარება. გამოიყენება რეაბილიტაციის პერიოდში, მაგალითად მენჯ-ბარძაყის ოპერაციის შემდგომ, ინსულტის, ცერებრალური დამბლის დროს და იმ ხანდაზმული პაციენტებისთვის, რომლებსაც დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირთ.
● ყავარჯენი - არსებობს იდაყვის და იღლიის, რომლებსაც აქვთ პლასტმასის ან სილიკონის საყრდენები. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მათი სიმაღლეში რეგულირება.
● ეტლები - განსხვავდება მასალით, ზომებით, წონითი დატვირთვით, ფუნქციებითა და შეირჩევა პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე.
● ნაწოლების ლეიბი - ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია პაციენტის მოვლის პროცესში, რადგან ის ხელს უშლის ნაწოლების გაჩენას მწოლიარე ავადმყოფებში. ამასთანავე, ნაწოლების ლეიბს აქვს კომპრესორიც, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის ცირკულაციას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას განსაკუთრებით იმ წერტილებში, რომლებიც განიცდიან ზეწოლას ხანგრძლივი წოლის პროცესში. შესაბამისად, ნაწოლების მატრასი არის საშუალება, რომლის გამოყენებაც აუცილებელია კანის ატროფიისა და წყლულების ჩამოყალიბების პრევენციისთვის.
კომპანია „ახალი ხედვა“ საქართველოს მასშტაბით, თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში 12 ფილიალითაა წარმოდგენილი. მაღაზიების გარდა, პროდუქციის შეძენა ასევე შეგიძლიათ ონლაინ, კომპანიის ვებ-გვერდზე. სასურველ ნივთს, კი ადგილზე კურიერი უმოკლეს ვადაში მოგიტანთ.

საქართველოს ბანკი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე” კიდევ ერთი ნაკადის გადამზადების პროცესს აგრძელებს. მისი მიზანი,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1695897141

ეს ნამცეცა გოგო ლიკა მოსაშვილია თელავის რაიონიდან ოპერაციისთვის ემზადება. 2700 ლარი სჭირდება სასწრაფოდ. დაბადებიდან დღემდე უამრავი ტკივილი გადაიტანა. გაკეთებული აქვს გულის სარქველის ოპერაცია, პერიოდულ...
საზოგადოება • 1695895320

ლიკა ტოკლიკიშვილის პირველი განმარტება ხმაურიანი კინოჩვენების შემდეგ - ფილმ "იარე ლიზას" სცენარისტი ფიქრობს, რომ მისი თვალით დანახულ რეალობაში პრობლემა არ არსებობს. ტოკლიკიშვილი მაყურებლის რეაქციას "ა...
საზოგადოება • 1695895231

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 სექტემბრის გადაწყვეტილებას - საპროტესტო ბანერებზე/მაისურზე წარწერა"ირაყლის" გამო დაკავებული უფლებადამცველების მიმართ ადმინი...
პოლიტიკა • 1695894881

ჟურალისტი თენგო გოგოტიშვილი სოცქსელში წერს: "ეს არის ტყუილი და ნარატივი"(ქოცი დეპუტატი ბექა დავითულიანი).ამ ღლეს "ნარატივი" ცუდი სიტყვა ჰგონია“
სოცმედია • 1695894739

ჩვენ არასდროს გვქონია ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენ მართლა გვიყვარს ქართველი ხალხი, როგორც, ფაქტობრივად, ამიერკავკასიის ყველა ერი. ხოლო რუსეთის ისტორიაში და საბჭოთა კავშირის ის...
პოლიტიკა • 1695894633