ჯანმრთელობა • 1631878682 121
„ახალი ხედვა“ არის სამედიცინო ჯგუფი,რომელიც 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებელს ფართო სპექტრის ორთოპედიულ და ტრავმატოლოგიურ პროდუქციას სთავაზობს.კომპანია წარმატებით ახორციელებს პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას,ასევე მუშაობს ინდივიდუალური,სპეციალიზირებული შეკვეთების მიმართულებით.ის არის Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის , Bauerfeind-ის, Berger-ის და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.”ახალი ხედვა” მომხმარებელში დიდი ნდობით სარგებლობს,რაშიც მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად,პროდუქტების მაღალ ხარისხს,მაღალი დონის მომსახურებასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისს მიუძღვის წვლილი.
რა ორთოპედიულ პროდუქტებს გვთავაზობს “ახალი ხედვა”?
კომპანია „ახალი ხედვის“ ორთოპედიულ პროდუქტებს შორისაა: ფიქსატორები, წელის ქამრები,კორსეტები და სუპინატორები. ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სამედიცინო ნივთებს ასევე მიეკუთვნება ორთოპედიული ბალიშები, რომელთაც მომხმარებლები ეფექტურად იყენებენ მგზავრობის, ძილის, მუშაობისა თუ კისრისა და წელის ტკივილის დროს.როგორც აღვნიშნეთ, კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს სხვადასხვა დანიშნულების მქონე ფიქსატორებს სთავაზობს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● ტერფის ფიქსატორი - ტერფის ან წვივის ტრავმების, სხვადასხვა დაავადების გაჩენისგან პრევენციისა და ბრტყელტერფიანობის დროს გამოიყენება. ამ პროდუქტის გამოყენება ეფექტურია წვივის ტრავმებისა და ქუსლის დეზის დროს და ბურსიტის საწინააღმდეგოდაც.
● მხრის ფიქსატორი - ამ სამედიცინო პროდუქტის გამოყენება რეკომენდებულია მხრისა და წინამხრის მოტეხილობისას,ასევე მხრის ამოვარდნილობის შემთხვევაში. ის ასევე ეფექტურია ბურსიტის,ართრიტისა და რბილი ქსოვილების დაზიანების დროს.რაც შეეხება მხრების ქამარს,მას ძირითადად მხრებში გასაშლელად,სქოლიოზის პროფილაქტიკისა და მისი მსუბუქი ფორმის მკურნალობის პროცესში იყენებენ.
● მენჯ-ბარძაყის ფიქსატორი - იცავს მენჯ-ბარძაყის სახსარს და მის გარშემო არსებულ რბილ ქსოვილებს დაზიანებისგან.ის ასევე გამოიყენება პოსტოპერაციულ პერიოდში რეაბილიტაციისთვის და ტკივილების შესამცირებლად. პაციენტები მას ბარძაყის კუნთების სხვადასხვა სახის დაზიანების დროსაც ატარებენ.
● იდაყვის ფიქსატორი - სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ორთოპედიული პროდუქტია,რომელიც იცავს იდაყვს დამატებითი მექანიკური დაზიანებისგან,ასევე ინარჩუნებს სითბოს სახსარში და ამცირებს ტკივილს. აღნიშნული ფიქსატორი აქტიურად გამოიყენება ჩოგბურთელის იდაყვის სინდრომისა და ეპიკონდილიტის დროს.
● თითის ფიქსატორი - მოტეხილობის, ამოვარდნილობის, ნერვული ქსოვილების დაზიანებისა და სხვადასხვა ტრავმის დროს გამოიყენება. ამ პროდუქტის გამოყენება ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდშიც საკმაოდ ეფექტურია.
როგორ უნდა შევიძინოთ ორთოპედიული პროდუქტები?
კომპანია „ახალი ხედვის“ ორთოპედიული მაღაზია თბილისის გარდა, გორში,ქუთაისში,ზუგდიდსა და ბათუმში 14 საფირმო ფილიალით არის წარმოდგენილი. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს ექსკლუზიური ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად
სთავაზობს. პროდუქტების შესაძენად ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანია „ახალი ხედვის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს და სასურველი ნივთი მარტივად შეუკვეთოთ.პროდუქტს საკურიერო მომსახურებით ან ფოსტის მეშვეობით უმოკლეს ვადაში მიიღებთ.
„ევროოპტიმისტების“ დეპუტატის ხატია დეკანოიძის მიერ „პალიტრანიუსის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ხაბეიშვილი იყო და ვაშაძე დაასვეს თავზე“, „სტრატეგ...
პოლიტიკა • 1702101948
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ „ევროკომისიის ისტორიული რეკომენდაცია საქართ...
პოლიტიკა • 1702101814
საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს - STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში მომ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1702101625
საქართველოს ბანკი, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, “გრიინ საიდმა“ გონიოში 4 ვარსკვლავიანი აპარტ ოტელი გახსნა. ა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1702101551
მთელ მსოფლიოში წელის პრობლემები უამრავ ადამიანს აწუხებს. წელის პრობლემების გამომწვევი მიზეზები ხშირად დაკავშირებულია როგორც ცხოვრების წესთან, ასევე სხვადასხვა დაავადებასა და პათოლოგიასთან. ამ დროს საკ...
ჯანმრთელობა • 1702101450
კისრის ტკივილი, დაჭიმულობისა და დაღლილობის შეგრძნება ართულებს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას. როგორც წესი, ეს დისკომფორტი თავისთავად გადის. თუმცა, თუ კისრის ტკივილი გაგრძელდება ოთხი ან ხუთი დღის განმავ...
ჯანმრთელობა • 1702101278
ეს საინტერესოა • 1702063920
9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი