ფრთხილად: მაიმუნის ყვავილი სექსით გადაედება
ჯანმრთელობა • 1653372944 5120

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) განცხადებით, მაიმუნის ყვავილის გადაცემის რისკი ძალიან დაბალია ზოგად პოპულაციაში, თუმცა მაღალია იმ პირებში, რომლებსაც ბევრი სექსუალური პარტნიორი ჰყავთ.
„მაიმუნის ყვავილი ადამიანებს შორის ადვილად არ ვრცელდება. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ხდება ინფექციურ მასალასთან მჭიდრო კონტაქტით ინფიცირებული ადამიანის კანის დაზიანებებიდან, ხანგრძლივი პირისპირ კონტაქტის დროს რესპირატორული წვეთებით და ფომიტების მეშვეობით. ამჟამინდელი ეპიდემიის დროს მაიმუნის ყვავილის დიაგნოზირებული შემთხვევების უმეტესობა მამაკაცებშია, რომლებსაც სქესობრივი კავშირი აქვთ მამაკაცებთან და ზოგიერთ შემთხვევაში, დაზიანებების ბუნება ვარაუდობს, რომ გადაცემა სქესობრივი აქტის დროს მოხდა. ECDC-ის ეპიდემიოლოგიური შეფასების საფუძველზე, მაიმუნის ყვავილის გავრცელების ალბათობა ადამიანებში, რომლებსაც ბევრი სექსუალური პარტნიორი ჰყავთ, მაღალია“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი შემთხვევების უმეტესობა მსუბუქი ფორმით ვითარდება, მაიმუნის ყვავილის ვირუსმა შეიძლება მძიმე დაავადება გამოიწვიოს პოპულაციის გარკვეულ ჯგუფებში (მცირეწლოვანი ბავშვები, ორსული ქალები, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირები), თუმცა მძიმე ავადობის შემთხვევების ალბათობა ჯერ ზუსტად ვერ შეფასდება.
გასული კვირის მდგომარეობით, ჯანმოს 12 წევრ სახელმწიფოში მაიმუნის ყვავილის 92 დადასტურებული და 28 საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა.
მაიმუნის ყვავილი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ჩვეულებრივ მსუბუქი ფორმისაა და ენდემურია დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში. იგი ვრცელდება მჭიდრო კონტაქტით, ამიტომ მისი შეკავება შედარებით ადვილად შესაძლებელია ისეთი ღონისძიებების საშუალებით, როგორიცაა თვითიზოლაცია და ჰიგიენა.

რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ჭიათურის საპატიო მოქალაქე და ღ...
საზოგადოება • 1657037232

საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ბაკურიანში სასტუმრო შენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 30,000 ლარს შეადგენს. სასტუმრო სრ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1657035184

1 ივლისს თიბისიმ აჭარაში, ქალაქ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა, რომელშიც 200-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისი...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1657035104

საბურთალოს გამგეობამ 71 სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელა. აღნიშნული სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან...
საზოგადოება • 1657034970

5 ივლისი, 2022- 5 ივლისს PLUS- ის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის ის მომხმარებელი, რომელსაც დაგროვილი აქვს PLUS ქულები და ამ ქულებით გადაიხდის საქართველოს ბანკის 100-ზე მეტ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1657034850

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში, დაახლოებით 4900 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისია ავრცელებს - "4 ივლისის მდგომარეობით...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1657033418