იყავით ძალიან ფრთხილად: მსოფლიოში ახალი დაავადება - მაიმუნის ჩუტყვავილა ვრცელდება
ჯანმრთელობა • 1653041544 5934

ჯანდაცვის ორგანოებისა და მედიის ცნობით, სპეციალისტები ევროპის რიგ ქვეყნებში (აშშ, კანადა, დიდ ბრიტანეთი) მაიმუნის ჩუტყვავილას სავარაუდო შემთხვევებს იკვლევენ, - წერს BBC.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული დაავადება ყველაზე მეტად გავრცელებულია ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის შორეულ ნაწილებში. დაავადების შემთხვევების რეგიონის გარეთ გავრცელება ხშირად დაკავშირებულია რეგიონში მოგზაურობასთან.
მაიმუნის ჩუტყვავილას ახალი შემთხვევები საფრანგეთში, იტალიაში, შვედეთსა და ავსტრალიაშიც დაფიქსირდა, რასაც წინ უძღოდა აშშ-ში, ესპანეთსა და პორტუგალიაში შემთხვევების დადასტურება, ასევე კანადაში 13 საეჭვო შემთხვევის გამოკვლევა.
საწყისი სიმპტომები მოიცავს ცხელებას, თავის ტკივილს, შეშუპებას, ზურგის ტკივილს, კუნთების ტკივილს და საერთო სისუსტეს.
ცხელების შემდეგ შესაძლოა, განვითარდეს გამონაყარი, რომელიც ხშირად იწყება სახეზე, შემდეგ გავრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე, ყველაზე ხშირად ხელის გულებსა და ტერფებზე.
გამონაყარს ახასიათებს ქავილი. იგი სხვადასხვა ეტაპს გადის და საბოლოოდ ისეთ ფორმას იღებს, როგორც ქერცლი, რომელიც მოგვიანებით ცვივა. დაზიანებებმა შეიძლება დატოვოს ნაწიბურები.
ინფექცია ჩვეულებრივ ქრება თავისით და გრძელდება 14-დან 21 დღემდე.
მაიმუნის ჩუტყვავილა ვირუსების იმავე ოჯახის წევრია, როგორც ჩვეულებრივი ჩუტყვავილა, თუმცა ის ნაკლებად მძიმეა და ექსპერტები ამბობენ, რომ ინფექციის შანსები დაბალია.
ვირუსი ადვილად არ ვრცელდება ადამიანებს შორის და ფართო საზოგადოებისთვის რისკი ძალიან დაბალია.

სალომე ზურაბიშვილი კოვიდინფიცირებულის კონტაქტია, - ამის შესახებ ინფრომაციას პრეზიდენტის ოფიციალური ფეისბუქგვერდი ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ პრეზიდენტი არის კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტი.მაქსიმალური...
პოლიტიკა • 1656650364

თამარ ლეკვეიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს აზიარებს, სადაც ჩანს, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილი ფინეთის წარმომადგენლის ადგილას ზის და წერს: „აგე ჩემი პრემიერი ფინეთის პრემიერიც...
სოცმედია • 1656649304

პიარსპეციალისტი ლალი მოროშკინა სოცქსელში წერს: „დილიდან ზეიმი აქვთ ნაცებს, ბიძინა ივანიშვილი ბათუმის საავადმყოფოშიაო!ახლა კარგად მომისმინეთ სვავებო!ბიძინა ივანიშვილი ხორციელი ადამიანია და არა კერპი, ც...
სოცმედია • 1656648581

"#ჩვენიმხარდაჭერაანრის ანრი გახლავთ ჩვენი გუნდის ღირსეული პიროვნება და მებრძოლი!! ასეთი გაწონასწორებული ადამიანის წყობიდან გამოყვანა მხოლოდ შესაძლებელი იყო უბინძურესი პროვოკაციით!!! ჩვენი უპირობო მხარ...
სოცმედია • 1656648397

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის "რკინის ფარდა" ეშვება. მისი თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია და რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა აღარ ა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1656648312

როგორ ფიქრობთ, ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრები მივედით მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე და იქ სპეციალურად გაილახა ვატო წერეთელი? ეს ხომ აბსურდია, – ამ...
პოლიტიკა • 1656648153