"იზრდება ღვიძლის დაზიანების, სისხლში თრომბის წარმოქმნის რისკი..." - რას წერს ზაზა თელია

ჯანმრთელობა 1662282694    1997

ინტრავენური

დერმატოლოგი, ზაზა თელია ინტრავენური კვების შესახებ დადებითი ეფექტისა და რისკების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.

“ინტრავენური კვება (Intravenous Nutrition – IV) – ეფექტურობა და რისკები

მოსახლეობაში ბოლო პერიოდია ძალიან პოპულარული გახდა “ინტრავენური კვება” ე.წ ვენაში გადასხმა, რა დროსაც გამოიყენება სხვადასხვა პოლივიტამინებით, მინერალებით, მიკროელემენტებით მდიდარი ხსნარები, რომლებიც პირდაპირ სისხლის მიმოქცევაში ხვდება, იმის მიუხედავად რომ დღეისათვის მათი სარგებლის და უსაფრთხოების სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს.


ასევე ბოლო პერიოდია სპორტსმენებში და გუნდებში ხშირია IV კვების გამოყენება პრაქტიკულად ყოველკვირეულად, როგორც პრე- და პოსტ-თამაშის რუტინა.

ე.წ “drip bars” და სხვა IV კვების სერვისები მრავლადაა ინტერნეტში, ისინი ირწმუნებიან (claims) რომ შეუძლიათ: იმუნიტეტის, ჯანმრთელობის და “პერფორმანსის” ბუსტირება, ჰიდრატაციის ხელშეწყობა, აღდგენის დაჩქარება.

ამ ყველაფრისთვის კი იყენებენ:

B ჯგუფის ვიტამინებს, ამინო მჟავებს, გლუთათიონს, C ვიტამინს და ელექტროლიტებს – რასაც პოტენციურად აქვს ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინების და ელექტროლიტების ორგანიზმში ნორმაზე მეტად მომატების პოტენციური შედეგი (მაგალითად ჰიპერვიტამინოზი)

ტრადიციულად IV nutrition როგორც ინტერვენცია გამოიყენება ჯანმრთელობის სერიოზული კლინიკური მდგომარეობების დროს, როგორებიცაა – ანემია, მიკროელემენტების დეფიციტის სიმპტომების დროს, ან რთული და მძიმე დეჰიდრატაციული მდგომარეობის შემთხვევაში, როდესაც პერორალურად სითხეების მიღება ვერ ხერხდება.

სამეცნიერო მტკიცებულება იმის თაობაზე რომ IV კვება ეფექტურია – დაღლილობის, იმუნური სისტემის გაუმჯობესების, აღდგენის თუ პერფორმანსის გაუმჯობესების მიზნით დღეისათვის არ არსებობს

რა რისკები არსებობს??

1. IV კვებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ორგანიზმის დეტოქსიკაციის და იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას
კერძოდ:

ღვიძლ-ნაწლავის ინტეგრაციული კავშირის (gut-liver axis) გვერდის ავლით შეუძლებელი ხდება ღვიძლის მიერ ტოქსინების მოშორება რითაც ისინი პოტენციურად ხვდებიან პირდაპირ სისხლის მიმოქცევაში, ასევე ნაწლავის მიკრობიომის (gut microbiota) მოქმედების მექანიზმი პოტენციურად ირღვევა – მისი გამართული მუშაობა კრიტიკულ როლს თამაშობს ორგანიზმში მრავალი დაავადებების განვითარების პრევენციის კუთხით, მათ შორის სხვადასხვა იმუნური დაავადებების განვითარების

2. IV კვებით მატულობს ინექციის ადგილზე ინფექციის განვითარების, ასევე სისხლში თრომბის წარმოქმნის რისკი

3. B6 ვიტამინის ძალიან მაღალი დონე ორგანიზმში ასოცირებულია პერიფერიული ნეიროპათიის განვითარებასთან

4. ადამიანები რომლებიც რეგულარულად იტარებენ ინტრავენურად რკინის გადასხმას ეზრდებათ ღვიძლის დაზიანება რისკი

5. ასევე უცნობია B ვიტამინების და სხვა მიკროელემენტების სუპრათერაპიული დოზების გრძელვადიანი (long-term) ეფექტი ორგანიზმზე”.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სააკაშვილი ალასანია
„ჯდომის სურვილიც არ აქვს, იწვა და იმ წოლის დროსაც იყო უსიცოცხლოდ ძალიან“ - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

კლინიკა "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილთან პალატაში ამ წუთებში მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია იმყოფება. მან კლინიკაში შესვლამდე "მთავარი არხის" მიერ ამერიკელი ექიმის, დევიდ სმიტის დასკვნაზე ისა...

პოლიტიკა 1670059307

საბერძნეთის პოლიცია
შემზარავი დანაშაული - რისთვის დააკავეს საბერძნეთში ქართველი ქალი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ათენში 31 წლის ქართველი ქალი დააკავა. საქართველოს მოქალაქე ძებნილი იყო. ის ათენში იტალიიდან გაიქცა. ბერძნული მედიის ცნობით, ახალგაზრდა ქალს იტალიაში ჩადენილ დანაშ...

კრიმინალი 1670056335

კრიმინალი
84 წლის ქალს ბასრი საგნით ყელზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს - რა მოხდა ოზურგეთში

ოზურგეთში, 84 წლის ქალი, ყელზე მრავლობითი დაზიანებებით საკუთარ საწოლში იპოვეს. "ტვ პირველის" ინფორმაციით ქალს ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. შემთხვევა ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მოხდა, სადაც ამ დროი...

კრიმინალი 1670055714

ღარიბაშვილი
„სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს“ - რას ამბობს პრემიერი შშმ პირებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოში კონსტიტუციურ დონეზე განისაზღ...

პოლიტიკა 1670055468

აქცია
„ოცნების“ ოფისთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან

"მიშა უნდა გადარჩეს!" - დღეს,  15:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, "ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციას საქარათველოს სხვადასხვა რეგიო...

პოლიტიკა 1670054343

ევროკავშირი
„განზრახ ძირს უთხრის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის რეფორმებს“ - ვისზე ავრცელებს განცხადებას ევროკავშირი

ევროპარლამენტი უნგრელი ევროკომისრის ოლივერ ვარჰეისთან დაკავშირებით, გამოძიებას ითხოვს - ამის შესახებ Twitter-ზე ინფორმაციას ჰოლანდიელი პარლამენტარი, თეის რეტენი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ...

მსოფლიო 1670053419