"ნოყიერი საუზმე ზედმეტ კილოგრამებს დაგაკლებინებთ“ - ენდოკრინოლოგი

ჯანმრთელობა 1631802987    87

ენდოკრინოლოგი

ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის საუზმის მნიშვნელობაზე ​ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

მან განმარტა,რომ საუზმობისთვის საუკეთესო დრო დილის ექვსიდან 10- საათამდეა.

„​საუზმისთვის ყველაზე კარგი პერიოდი არის დილის ექვსი საათიდან ათ საათამდე. საკმაოდ დიდი შუალედია. თუ ადამიანი უფრო გვიან იღვიძებს, ეს, სამწუხაროდ, უკვე საუზმედ არ ითვლება. ეს უკვე ლანჩია და მეორე კვებაზე გადავდივართ. გაღვიძებიდან ნახევარი საათის შემდეგ არის მიზანშეწონილი, რომ საკვები მივიღოთ. ორგანიზმს სჭირდება გაღვიძება. სისხლით მომარაგება უნდა გადაანაწილოს ორგანიზმმა. ჩვენ რომ მოსვენებულ მდგომარეობაში ვართ, კუნთებიც მოდუნებულია.“

ენდოკრინოლოგის თქმით, საუზმემდე სასურველია სითხის მიღება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ლიმონიანი წყალი.

„​საუზმემდე სითხის მიღება სასურველია. წყლის მიღება პრობლემას არ წარმოადგენს. ლიმონიანი წყალი არაა დიდად რეკომენდებული, მით უმეტეს, ვისაც მჟავიანობა აწუხებს. თაფლიანი წყალი და ჩვეულებრივი წყალი არანაირად არ არის აკრძალული. დღეისთვის საუზმის ჩამნაცვლებელი არაფერი არ არის. თუ დილას ადრე ვიწყებთ და არ ვსაუზმობთ, ვიტამინებით მაინც უნდა გავამდიდროთ ორგანიზმი.

​ნოყიერი საუზმე ზედმეტ კილოგრამებს დაგაკლებინებთ. ეს ნამდვილად ასეა. ჩვენი ორგანიზმი ინსულინის გამოყოფის რიტმებზეა აწყობილი. როდესაც ჩვენ ვაწვდით ორგანიზმს საკვებ პროდუქტს, ამით კმაყოფილდება ორგანიზმი და არ ავლენს ინსულინრეზისტენტობისკენ მიდრეკილებას. რაციონალურ კვებაში გათვალისწინებულია დაყოფილი კვების პერიოდები, სადაც საუზმე აუცილებელია. 16-18 საათიანი შიმშილის დროს, სჯობს, რომ უფრო დილის პერიოდი იყოს დატვირთული და არა საღამოსი. უმეტესობა ხშირად აკეთებს სამიდან საღამოს ცხრამდე ან თორმეტიდან ექვსამდე, სჯობს ვიკვებოთ ათიდან ოთხ საათამდე. დილის პერიოდი არის მნიშვნელოვანი ასეთ შემთხვევაში,“ - თქვა შოთა ჯანჯღავამ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტრანსპორტი
"ავტობუსის მძღოლის ტყვეობაში?!" - რას წერს "ჩემი ქალაქი მკლავს"

"ავტობუსის მძღოლის ტყვეობაში?! ბევრმა თქვენგანმა მოგვწერეთ რომ როდესაც ავტობუსი საცობში დგას თან ეს დიდი ხანია გრძელდება, მძღოლები არ აღებენ კარებს რომ ფეხით მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე ან უბრალოდ...

სოცმედია 1702066800

პოლიცია
სცემეს, ქალის ტანსაცმელი ჩააცვეს, ვიდეო გადაუღეს და მანქანის გადაფორმება აიძულეს - უმძიმესი დანაშაული ციხისძირში (ვიდეო)

ახალგაზრდა თურქ მამაკაცს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, თოკით დააბეს, სასტიკად სცემეს და ღირსების შემლახავი ვიდეო ტელეფონით გადაუღეს. „კურიერის“ ინფორმაციით, თურქეთის ორმა მოქალაქემ, მსხვერპლი სოფელ...

კრიმინალი 1702066500

ყინვა
ტრაგედია რუსეთში - წლინახევრის ბიჭუნამ დახურული კარი ვეღარ გააღო და დერეფანში გაიყინა

სვერდლოვსკის ოლქში, წელიწად-ნახევრის ბავშვი გაიყინა და გარდაიცვალა. ამის შესახებ Ura.ru სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ამბავი 6 დეკემბერს მოხდა, ალაპაევსკის მახლობლად მდებარე ს...

შემთხვევა 1702066200

ეძებენ
ოჯახის წევრები 27 წლის ნოდარ ლებანიძეს ეძებენ

თბი­ლის­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი 27 წლის ნო­დარ ლე­ბა­ნი­ძეს ეძე­ბენ. რო­გორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდას დამ, ქეთი ლე­ბა­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მისი ძმა სახ­ლი­დან გუ­ში...

საზოგადოება 1702065900

ახალი წელი საათი
როგორ ჩავიფიქროთ საახალწლო სურვილი სწორად — ეზოთერიკოსის რჩევები (ვიდეო)

როგორ ჩავიფიქროთ საახალწლო სურვილი სწორად — ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვას რჩევები და რეკომენდაციები გადაცემაში „დილა ფორმულაზე.

ეს საინტერესოა 1702065300

საქართველო ნაძვისხე
საქართველო, როგორც ჯადოსნური ქვეყანა - CNN-მა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც მოგზაურობა საახალწლოდ განსაკუთრებით ჯადოსნურია

საქართველო, როგორც ჯადოსნური ქვეყანა - CNN-მა ევროპის იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც მოგზაურობა საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით ჯადოსნურია. ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო ისეთ ქვეყნებთან ერთა...

საზოგადოება 1702064744