ჯანმრთელობა • 1630138578 503
სუპინატორებს ადამიანები ტერფზე არსებული პრობლემების დროს იყენებენ. ბრტყელტერფიანობის გარდა ეს პროდუქტი ეფექტურია ისეთი დაავადებების არსებობის შემთხვევაში, როგორიცაა: მაღალი თაღი,ვალგუსური და ვარუსული ტერფი,საყრდენი სახსრების პრობლემები,დიაბეტური ტერფი, ქუსლის დეზი, აქილევსის მყესის დაზიანება და სხვა მსგავსი პათოლოგიები. ორთოპედიული სუპინატორები სიარულის კორექციას უზრუნველყოფს და ტერფის არასწორი ფუნქციით გამოწვეულ პრობლემებს აწესრიგებს. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები მას სხვადასხვა მიზნით ატარებენ ამ პროდუქტით სარგებლობის პერიოდიც ინდივიდუალურია და მისი წინასწარ განსაზღვრა რთულია. გარდა ამისა, სუპინატორი ტერფს სწორ პოზიციაში აფიქისირებს და ეს პროდუქტი ტკივილის შემცირებასაც უწყობს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრტყელტერფიანობას ან ტერფთან დაკავშირებულ ნებისმიერ პათოლოგიას ბავშვობიდანვე მიექცეს ყურადღება, რადგან ტერფი და მისგან გამოწვეული დავადებები ხშირად საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემებს და სხვა ტიპის გართულებებს იწვევს.
როგორ შევარჩიოთ სასურველი სუპინატორი?
როგორც ვთქვით, სუპინატორებს მრავალმხრივი დანიშნულება აქვს. მისი ერთ-ერთი ფუნქციაა ტერფის არეში ტკივილის შემსუბუქება,თაღის ანატომიურ მდგომარეობაში შენარჩუნება, ტერფის სტაბილიზაცია და ზეწოლის სწორი გადანაწილება ტერფზე. ორთოპედიულ სუპინატორებს როგორც სამკურნალო, ასევე საპროფილაქტიკო დანიშნულება აქვთ. თუ სუპინატორის გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით გსურთ,შეგიძლიათ, გამოიყენოთ სილიკონის სუპინატორები,რომელიც ტერფზე დატვირთვასაც ამცირებს.თუ უკვე გამოხატული ბრტყელი ტერფი გაქვთ,ექიმი მყარ სუპინატორს შეგირჩევთ, რათა სუპინატორმა მოახდინოს თაღის სტაბილიზაცია და სიარულის და ფიზიკური აქტივობის პროცესი უფრო კომფორტული იყოს თქვენთვის. საბავშვო ორთოპედიული სუპინატორი გამოიყენება ბავშვებში ბრტყელტერფიანობის დროს. ის თაღს ასწორებს და უზრუნველყოფს ტერფის ჯანსაღ ჩამოყალიბებას. ორთოპედიული სუპინატორების ტარება ასევე ეფექტურია ქუსლში გამოხატული ტკივილის, ვენური დაავადების და ნეიროპათიის დროს. ორთოპედიული სუპინატორი ( comfort business) აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ვენებში და აქრობს ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას. მისი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია მათთვის, ვისაც დიდხანს უწევს ფეხზე დგომა.
სუპინატორი აუცილებლად უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად,პაციენტის პრობლემის შესაბამისად,რათა გამოყენების პროცესი იყოს როგორც ეფექტური,ასევე კომფორტული თქვენთვის .
"ავტობუსის მძღოლის ტყვეობაში?! ბევრმა თქვენგანმა მოგვწერეთ რომ როდესაც ავტობუსი საცობში დგას თან ეს დიდი ხანია გრძელდება, მძღოლები არ აღებენ კარებს რომ ფეხით მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე ან უბრალოდ...
სოცმედია • 1702066800
ახალგაზრდა თურქ მამაკაცს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, თოკით დააბეს, სასტიკად სცემეს და ღირსების შემლახავი ვიდეო ტელეფონით გადაუღეს. „კურიერის“ ინფორმაციით, თურქეთის ორმა მოქალაქემ, მსხვერპლი სოფელ...
კრიმინალი • 1702066500
სვერდლოვსკის ოლქში, წელიწად-ნახევრის ბავშვი გაიყინა და გარდაიცვალა. ამის შესახებ Ura.ru სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ამბავი 6 დეკემბერს მოხდა, ალაპაევსკის მახლობლად მდებარე ს...
შემთხვევა • 1702066200
თბილისში ოჯახის წევრები 27 წლის ნოდარ ლებანიძეს ეძებენ. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაკარგული ახალგაზრდას დამ, ქეთი ლებანიძემ განუცხადა, მისი ძმა სახლიდან გუში...
საზოგადოება • 1702065900
როგორ ჩავიფიქროთ საახალწლო სურვილი სწორად — ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვას რჩევები და რეკომენდაციები გადაცემაში „დილა ფორმულაზე.
ეს საინტერესოა • 1702065300
საქართველო, როგორც ჯადოსნური ქვეყანა - CNN-მა ევროპის იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც მოგზაურობა საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით ჯადოსნურია. ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო ისეთ ქვეყნებთან ერთა...
საზოგადოება • 1702064744
ეს საინტერესოა • 1702063920
9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი