რატომ უნდა გამოიყენო REDMED?

ჯანმრთელობა 1652684976    35

რედმედი

REDMED-ი  არის სამედიცინო პლატფორმა, რომელიც პაციენტებს აძლევს საშუალებას პროფესიონალი ექიმებისგან აუდიო ან ვიდეო კონსულტაცია მიიღონ. საიტზე საქართველოდან, გერმანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ავსტრიიდან 20 სპეციალობის 300-მდე ექიმია წარმოდგენილი.  შესაბამისად, ეს ახალ შესაძლებლობებს აძლევს მათ, ვისაც  გადატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვთ ან რაიმე სხვა მიზეზით ვერ ახერხებენ ფიზიკურად ექიმთან მისვლას.

რა სერვისებს გთავაზობთ REDMED?

REDMED სამედიცინო სერვისების ფართო არჩევანს გთავაზობს. განვიხილოთ ისინი:

● ონლაინ კონსულტაცია -  დაახლოებით 15 წუთი მიმდინარეობს. კონსულტაციამდე ან კონსულტაციის დროს შესაძლებელია ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების პასუხების გაგზავნა ექიმთან. ეს, მათ  ზუსტი დიაგნოზის დასმაში ეხმარებათ. ამასთანავე, დანიშნულებისა და დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციასაც ექიმი REDMED-ის პორტალზე გამოგიგზავნით. მომდევნო 1 კვირის განმავლობაში კი განმეორებითი კონსულტაცია ექიმთან უფასოა.

● covid19 კლინიკა - ინფექციის დადასტურების შემთხვევაში, ექიმი ვიდეოკონსულტაციის საშუალებით თქვენს  მდგომარეობას შეაფასებს და მკურნალობის ადგილისა და მეთოდების შესახებ რეკომენდაციებსაც მოგცემთ. COVID-19 კლინიკის ოჯახის ექიმები კოვიდის შემდგომი სიმპტომების შეფასებასა და მართვაშიც დაგეხმარებიან. გართულებების შემთხვევაში, კი საჭირო კვლევებს ჩაგიტარებენ.

● ექიმები საზღვარგარეთ - მათთან კონსულტაცია შესაძლებელია შემდეგი მიმართულებით: გინეკოლოგია, რადიოლოგია, უროლოგია, ნევროლოგია, ინფექციური დაავადებები და ნევროლოგია. ამ სპეციალობების ქართველი ექიმები REDMED-ზე ხელმისაწვდომია ამერიკიდან, გერმანიიდან და ავსტრიიდან. საზღვარგარეთ  მოღვაწე ექიმებს აქვთ მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება და თქვენ მათ სახლიდან გაუსვლელად REDMED-ის აპლიკაციით დაუკავშირდებით.

● ლაბორატორია - შეგიძლიათ, თქვენთვის საჭირო ანალიზი  შეარჩიოთ და  დაჯავშნოთ სასურველი კლინიკა, სადაც გსურთ სერვისის მიღება.

● კლინიკაში ჩაწერა - შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი კლინიკა, ნახოთ თქვენთვის მისაღები დრო და ღირებულება. მარტივად  დაჯავშნოთ კლინიკის სერვისები, მანიპულაციები და კვლევები.

● ონლაინ აფთიაქი - REDMED-ზე სააფთიაქო პროდუქტების გამოწერა მარტივი და მოსახერხებელია. სამედიცინო პორტალზე შეკვეთილ წამალს კურიერის დახმარებით  ოპერატიულად მიიღებთ და ამით აფთიაქში არსებულ რიგებს  თავიდან აიცილებთ.

● ექიმის გამოძახება სახლში - შესაძლებელია სასურველი მიმართულების სპეციალისტის სახლში გამოძახება. თქვენ შეგიძლიათ საიტზე  200-მდე ექიმი შეარჩიოთ; გადახედოთ მათ თავისუფალ გრაფიკს, სამუშაო გამოცდილებას, განათლების დონეს და ვებ-გვერდზე მიღებულ შეფასებას. დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციას ექიმი საიტზევე გამოგიგზავნის. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ვიზიტიდან 7 დღის განმავლობაში შეგიძლია ექიმს აპლიკაციის დახმარებით დაუკავშირდე.

ეწვიეთ REDMED-ის საიტს: www.redmed.ge , დარეგისტრირდით და მიიღეთ თქვენთვის საჭირო სამედიცინო სერვისები.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქბანკი სასტუმრო
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ბაკურიანში სასტუმრო შენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 30,000 ლარს შეადგენს. სასტუმრო სრ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1657035184

თბს
თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

1 ივლისს თიბისიმ აჭარაში, ქალაქ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა, რომელშიც 200-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისი...

ბიზნესი & ეკონომიკა 1657035104

საბურთალო
საბურთალოს რაიონში 71  სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა

საბურთალოს გამგეობამ 71 სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელა. აღნიშნული სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან...

საზოგადოება 1657034970

საქბანკი პლუს
PLUS- ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებელი საინტერესო შეთავაზებებს და საჩუქრებს მიიღებს

5 ივლისი, 2022- 5 ივლისს PLUS- ის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის ის მომხმარებელი, რომელსაც  დაგროვილი აქვს PLUS ქულები და ამ ქულებით გადაიხდის საქართველოს ბანკის 100-ზე მეტ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1657034850

პუტინის საათი
პუტინური ჯოჯოხეთი - გაეროს მონაცემებით, რაშისტებმა 4 889 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში, დაახლოებით 4900 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისია ავრცელებს - "4 ივლისის მდგომარეობით...

რუსეთ-უკრაინის ომი 1657033418

ბათუმის პორტი
რუსული დროშით მცურავი გემები ბათუმის პორტში - შემოსავლების სამსახურის განცხადება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ბათუმის ნავსადგურში შესული გემები დასანქცირებული არაა. მათივე ინფორმაციით, ერთი გენი დატვირთულია სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი ტრ...

პოლიტიკა 1657032798