როდის უნდა გამოვიყენოთ წელის ორთოპედიული ქამრები

ჯანმრთელობა 1702101450    74

ორთოპედიული ქამარი

მთელ მსოფლიოში წელის პრობლემები უამრავ ადამიანს აწუხებს. წელის პრობლემების გამომწვევი მიზეზები ხშირად დაკავშირებულია როგორც ცხოვრების წესთან, ასევე სხვადასხვა დაავადებასა და პათოლოგიასთან. ამ დროს საკმაოდ ეფექტურია წელის ორთოპედიული ქამრებისა და კორსეტების გამოყენება პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. წელის ორთოპედიული ქამრები არსებობს სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების. ისინი ძირითადად ჰაერგამტარი ნეოპრინის ან ელასტიური ბამბის ქსოვილისგან არის დამზადებული. ამ ორთოპედიულ პროდუქტებს აქვთ სპეციალური დამატებითი ჩანართები და ღვედები, რომლებიც სრულფასოვან სტაბილიზაციასა და ფიქსაციის უწყობს ხელს.  თუმცა მათ შორის არის ფუნქციური განსხვავებები, მაგალითად:

● ხერხემლის, ე.წ გულ-მკედრ-წელის კორსეტი -  ხერხემლის მთლიან სვეტს იცავს და სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, შესაბამისად, მრავლობითი მოტეხილობის, კიფოზის, რთული სქოლიოზის ან მრავლობითი თიაქრის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული კორსეტის ტარება რეკომენდებულია.

● ჰიპერექსტენზიის კორსეტი - ახდენს ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას მალების კომპრესიული მოტეხილობების დროს. მისი წინა მხარე შედგება ალუმინისაგან, ხოლო უკანა მხარე ლამინირებული პლასტაზოტისაგან.

 

● ზურგის კორსეტი - ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა  და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს არის ეფექტური.

● ორსულობის ქამრები - ხელს უწყობს  კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, წელის ტკივილის შემცირებასა და ზედმეტი გართულებების პრევენციას.

ორთოპედიული ქამრების გამოყენება ასევე ეფექტურია წელის ტკივილის დროს.  ეს პროდუქტი ინიშნება ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის მრავალი დაავადების მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში. ორთოპედიული ქამარი ხელს უწყობს ხერხემლისა და კონკრეტულად წელის იმობილიზაციას და შესაბამის არეში დატვირთვის შემსუბუქებას, რის ხარჯზეც მცირდება ტკივილი. წელის ორთოპედიულ ქამარს შეიძლება ჰქონდეს პლასტმასის ან მეტალის ჩანართი, რაც  ფიქსაციას შესაბამისი ხარისხით უზრუნველყოფს. გამოყენებამდე აუცილებლად სწორად შეარჩიეთ ზომა, რომ ორთოპედიული ქამარი იყოს მაქსიმალურად თქვენზე მორგებული. ადამიანები უმეტესად სახლის პირობებში იწყებენ მკურნალობას, თუმცა ხანგრძლივი და ინტენსიური ტკივილის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რათა წელის ტკივილის გამომწვევი მიზეზი დადგინდეს და  შესაბამისი მკურნალობის გეგმა შემუშავდეს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სადღობელაშვილი
“ცდილობენ სხვა პატიმრების სახელით ციხიდან დორბლიანი მიშა გამოიყვანონ!” – ლადო სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი:   იაგო ხვიჩის და მეგრელიშვილის ამნისტიის კანონი სრულიად ერგება სააკაშვილს! ამ ავანტიურისტული და პროვოკაციული ნაბიჭით ეს გაყიდულები ცდილობენ სხვა პატიმრების ს...

სოცმედია 1709150936

ზურაბიშვილი ივანიშვილი
“ეს ოლიგარქიის დასასრულს ნიშნავს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის თქვა:   “ბიძინა ივანიშვილი საჯარო სივრცეში და...

პოლიტიკა 1709150882

დაკარგული მამაკაცი
დიდ დიღომში 37 წლის მამაკაცს ეძებენ

დიდ დიღომში 37 წლის დავით ბერაიას ეძებენ.     ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.   „ყურს ქვევით აქვს საკმაოდ დიდად "13". სავარაუდოდ, იქნება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, სახლში არ ყოფილა რამდენიმე დ...

საზოგადოება 1709150793

მოკლული გოგო
"დასახიჩრებული იყოო, ამბობენ... ფულს სძალავდა ის ბიჭი მგონი" - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლი­ლოს და­სახ­ლე­ბა­ში, წი­ნუ­ბან­ში მოკ­ლულ 21 წლის ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვილს ხე­ლე­ბი მავ­თუ­ლით ჰქონ­და შეკ­რუ­ლი. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ად­...

კრიმინალი 1709150631

თაგარტი
გალტ & თაგარტმა  საქართველოში სეკურიტიზაციის პერსპექტივებზე კონფერენციას უმასპინძლა

გალტ & თაგარტმა,  USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში სეკურიტიზაციის განვითარების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საინვესტიციო ფონდებ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1709150529

ავტობუსები
2 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად სხვადასხვა მარშრუტზე გავა

2 მარტიდან ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   მისი თქმით,...

საზოგადოება 1709150372