რომელი მედიკამენტია ე.წ. მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო და არსებობს თუ არა ეფექტური ვაქცინა - არჩილ მარშანია ახალი დაავადების მითებსა და რეალობაზე

ჯანმრთელობა 1653391845    312

არჩილ მარშანია

ექიმი არჩილ მარშანია ე.წ. მაიმუნის ყვავილის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს და სოციალურ ქსელში პოსტს აზიარებს:

"მითები მაიმუნის ყვავილის შესახებ:

მითი: ''მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო მედიკამენტი არ არსებობს'';

რეალობა: არსებობს, მაგალითად ტეკოვირიმატი, რომელიც ლიცენზირებულია მაიმუნის ყვავილის სამკურნალოდ.

მითი: ''მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგოდ ეფექტურია ჩუტყვავილას ვაქცინა'';

რეალობა: მაიმუნის ყვავილი და ჩუტყვავილა სხვადასხვა დაავადება და ჩუტყვავილას ვაქცინა არ არის ეფექტური მის წინააღმდეგ.
მის წინააღმდეგ ეფექტურია ყვავილის ვაქცინა.
დაბნეულობა გამოიწვია არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანებში ტერმინების არევამ:
მაიმუნის ყვავილი - Monkeypox;
ჩუტყვავილა - Chickenpox;
ყვავილი - Smallpox.

მითი: ''მაიმუნის ყვავილი სექსუალური უმცირესობების და 'ფერადკანიანი' ადამიანების დაავადებაა'';

რეალობა: არა, ის უბრალოდ ენდემურია აფრიკაში და ზოგადად კი პათოგენი არ ასხვავებს მასპინძელს სექსუალური ორიენტაციით, მისი გადაგების გზა არის ახლო/პირდაპირი კონტაქტი და შესაძლოა გადაედოს ყველას, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, მუსიკალური მონაცემებისა თუ პოლიტიკური იდეოლოგიის მიუხედავად.

მითი: ''მნიშვნელობა ენიჭება სექსუალური ორიენტაციის დადგენას'';

რეალობა: არანაირი მნიშვნელობა სექსუალური ორიენტაციის კვლევას და დადგენას არ ენიჭება.

ჯერ მხოლოდ საუბარია რამდენიმე ათეულ შემთხვევაზე მთლიანად.
მიუხედავად იმისა, რომ მწვავე შემთხვევებში სიკვდილიანობა მაღალია, ზოგადად დაავადება როგორც წესი თვითგანკურნებადია შესაბამისად ის, რომ უმეტესობა (და არა ყველა) შემთხვევების ჯერჯერობით* დაფიქსირებულია გეი ან ბისექსუალებში, ეს შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ მაგალითად სექსუალური უმცირესობები უფრო მეტად იჩენენ ყურადღებას ჯანმრთელობის სკრინინგის და/ან ექიმთან ვიზიტის მიმართ და არ ნიშნავს, რომ ორიენტაციის დადგენაა მნიშვნელოვანი მაიმუნის ყვავილის სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის და არც იმას, რომ ის (კლასიკურად)სქესობრივად გადამდები დაავადებაა.

ეს არის რისკების კომუნიკაციის წესების დარღვევა და ოფიციალური დოკუმენტების არასწორი თარგმანი, ჯანმოს ოფიციალურ დოკუმენტში სადაც სტატისტიკაა მოცემული, იქვე ხაზგასმით არის ნათქვამი რომ ეს ''უმეტესობა'' არ ნიშნავს ''ექსკლუზივობას'' და ინფორმაციის გავრცელების მანერა უნდა იყოს ზუსტი და რისკების კომუნიკაციის დაცვით, რათა თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ფორმის სტიგმატიზაცია და დეზინფრომაცია.

მითი: ''ეს ახალი პანდემიაა და ისევ ჩაგვკეტავენ, მეორე კოვიდი იწყება''.

რეალობა: ამის ალბათობა უკიდურესად მინიმალურია, რადგან მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგოდ არსებობს ვაქცინაც, მკურნალობაც, ის არც ისე სწრაფად ვრცელდება როგორც კოვიდი და არ ისე სწრაფად განიცდის მუტაციას.
ის დნმ ვირუსია, რაც გამოირჩევა სტაბილურობით.

ცხადია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად მაიმუნის ყვავილი არ არის საყურადღებო.თუმცა ნამდვილად ნიშნავს იმას რომ Do not panic" - წერს არჩილ მარშანია.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქბანკი სასტუმრო
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ბაკურიანში სასტუმრო შენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 30,000 ლარს შეადგენს. სასტუმრო სრ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1657035184

თბს
თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

1 ივლისს თიბისიმ აჭარაში, ქალაქ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა, რომელშიც 200-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისი...

ბიზნესი & ეკონომიკა 1657035104

საბურთალო
საბურთალოს რაიონში 71  სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა

საბურთალოს გამგეობამ 71 სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელა. აღნიშნული სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან...

საზოგადოება 1657034970

საქბანკი პლუს
PLUS- ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებელი საინტერესო შეთავაზებებს და საჩუქრებს მიიღებს

5 ივლისი, 2022- 5 ივლისს PLUS- ის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის ის მომხმარებელი, რომელსაც  დაგროვილი აქვს PLUS ქულები და ამ ქულებით გადაიხდის საქართველოს ბანკის 100-ზე მეტ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1657034850

პუტინის საათი
პუტინური ჯოჯოხეთი - გაეროს მონაცემებით, რაშისტებმა 4 889 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში, დაახლოებით 4900 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისია ავრცელებს - "4 ივლისის მდგომარეობით...

რუსეთ-უკრაინის ომი 1657033418

ბათუმის პორტი
რუსული დროშით მცურავი გემები ბათუმის პორტში - შემოსავლების სამსახურის განცხადება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ბათუმის ნავსადგურში შესული გემები დასანქცირებული არაა. მათივე ინფორმაციით, ერთი გენი დატვირთულია სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი ტრ...

პოლიტიკა 1657032798