ჯანმრთელობა • 1664439721 303
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა არის შესაძლებელი.
დაწესებულების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ საიტზე:
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შესაძლებელია როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.
"ვაქცინაციის პროცესში, ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე სამედიცინო დაწესებულება არის ჩართული. 21 სექტემბერს დაიწყო გრიპის საწინააღმდეგო ოთხ -კომპონენტიანი ვაქცინით აცრა. საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რეგიონებში. პირველ რიგში იცრებიან ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ასევე ხანდაზმულები. აცრის წერტილი ყველა იმ დაწესებულებაშია, სადაც მიეწოდება პირველადი ჯანდაცვის სერვისი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. ამ დაწესებულებებს გაგზავნილი აქვთ ვაქცინების მარაგი. უმჯობესია, პაციენტმა მიმართოს იმ დაწესებულებას, სადაც ის იმყოფება აღრიცხვაზე პირველადი ჯანდაცვის სერვისისთვის. თუ პაციენტი მიდის სხვა დაწესებულებაში და არ აქვს ფორმა ასი, რთულია იდენტიფიცირება დიაბეტი აქვს, ქრონიკული დაავადება თუ სხვა, ასევე რამდენად ექვემდებარება აცრას კონკრეტული კრიტერიუმების შესაბამისად.
უმჯობესია, თუ მივლენ იქ, სადაც მისი ოჯახის ექიმია და იცის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ ვერ მოახერხებენ იქ მისვლას, მაშინ თან უნდა იქონიონ ფორმა ასი. აცრები საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, ჯერ გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაწყებულა, უფრო მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყოს, კარგია აცრები, რომ დავიწყეთ, რადგან მომზადებული შეხვდება მოსახლეობა. პროცესი მიმდინარეობს და შეფერხებები არსად არ არის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყოველდღე მიყვება პროცესს, საინფორმაციო კამპანიაც გაფართოვდება, მოსახლეობას ექნება აცრის შესაძლებლობა“, - აღნიშნავს გაბუნია.
"მზად ვართ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის", - ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთობლივ განცხადებაშია საუბარი. განცხადებაში წერია, რომ "სომხეთის რესპუ...
მსოფლიო • 1702009800
ტემპერატურული კომფორტის გარეშე სახლში ზედმეტად თბილი ტანსაცმლით სიარული ან პლედების მომარაგება გიწევთ, რაც სასიამოვნო ნამდვილად არ არის. ამიტომ მაღალი ხარისხის გათბობის სისტემების მონტაჟზე დროულად უნდ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1702009515
იატაკის გათბობა დღითი დღე უფრო მოთხოვნადი ხდება. მისი მთავარი უპირატესობაა ტემპერატურის თანაბარი გადანაწილება ოთახის მთელ ფართობზე. არსებობს წყალზე და ელექტრო სისტემაზე მომუშავე თბილი იატაკები. წყლი...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1702009391
"რა შეცდომები იყო დაშვებული პირველ რიგში პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო, რატომ გაჭიანურდა უკრაინის ომი. მე ვფიქრობ რომ შეცდომა იყო, ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე, განსაკუთრებით აღმოსავლეთის მიმართულ...
სოცმედია • 1702008900
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსკოვში ირანის პრეზიდენტს, ებრაჰიმ რაისს შეხვდა. უცხოური მედიის ცნობით, მათ ქვეყნებს შორის ვაჭრობა განიხილეს, რომელიც თავდასხმითი თვითმფრინავებით ვაჭრობის ფონზე, გა...
მსოფლიო • 1702008869
რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა, რომელიც ბოლო პერიოდში კვიპროსში ცხოვრობდა, ადგილობრივ მოდის ბუტიკს ესტუმრა. შოპინგის დროს ის მოულოდნელად ცუდად გახდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. თვითმხილველებზე და...
შოუბიზნესი • 1702008537
ეს საინტერესოა • 1701977520
8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი