საქართველოში ახლა A ტიპის ვირუსი ჭარბობს, რასაც „ღორის გრიპს“ ვეძახით - ივანე ჩხაიძე

გრიპი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ახლა A ტიპის ვირუსი ჭარბობს, რასაც „ღორის გრიპს“ ვეძახით.

როგორც მან ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, კორონავირუსი გრიპთან ერთად განიხილება, როგორც ვირუსი, რომელიც ყველაზე მეტად ცირკულირებს. მისივე განმარტებით, პირველ ადგილზე გრიპის ვირუსია 37%-ით, მეორე ადგილზე კი სწორედ კორონავირუსი, რომლის გავრცელების სიხშირე 30%-ს შეადგენს. 

„კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც ახლა შეშფოთებას იწვევს, ჩინეთში ახალი ტალღის გამომწვევი ვარიანტია. ის თავისი ბუნებით, საქართველოში გავრცელებული მეხუთე ვარიანტის ერთ-ერთი სახეობაა. საქართველოში, ისევე როგორც ჩინეთსა და დანარჩენ მსოფლიოში, ძირითადად კორონავირუსის მეხუთე ქვევარიანტი ცირკულირებს. შესაბამისად, თუ გლობალურად შევხედავთ, ეს არ არის ახალი მუტაცია. ეს ისევ „ომიკრონია“, „ომიკრონის“ მუტაციის ქვევარიანტი. აქედან გამომდინარე, მას რადიკალური ცვლილება ინფიცირების მაჩვენებელში არ შეუძლია. კითხვაზე - „შეუძლია თუ არა, აღნიშნულ ვარიანტს გლობალურად კორონავირუსის ზრდა გამოიწვიოს?“- ამაზე ექსპერტებს ნეგატიური პასუხი აქვთ - არა.

მეხუთე ვარიანის მიმართ იმუნიტეტი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აქვს, განსაკუთრებით, მათ, ვისაც „ბუსტერი“ აქვს გაკეთებული, ის კარგად არის დაცული ამ შტამისგან, ამიტომ, ეს ვარიანტი არ განიხილება, როგორც საფრთხის შემცველი, ჯანმოს მისთვის ახალი შეშფოთების კლასიფიკაცია არ აქვს მინიჭებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, იმას, რაც ჩინეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს, თავისი მიზეზები აქვს. კერძოდ, აქ საუბარია იმაზე, რომ ჩინეთში ძალიან დაბალია მოსახლეობის მესამე დოზით ვაქცინაციის მაჩვენებელი, რამაც ხელი შეუწყო ინფექციის გავრცელებას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩინეთი ნულოვანი კოვიდის პოლიტიკას ატარებდა, როდესაც თითოეულ შემთხვევას განიხილავდა საფრთხის შემცველად, ახლა კი გადავიდნენ შემდეგ პრინციპზე - ვიცხოვროთ კორონავირუსთან ერთად.

ჯანმოს მოსაზრება, რომ კორონავირუსი სეზონური ვირუსის მსგავსი გახდება, შეიძლება ითქვას, რომ ამ მონაცემებით გამართლებულია. კორონავირუსის სეზონური მატება გვაქვს. სეზონის დაწყების წინ კორონავირუსის ხვედრითი წილი არ აღემატებოდა 9%-ს, ახლა 2-ჯერ მეტი გვაქვს“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

რაც შეეხება გრიპის ვირუსების განაწილებას, როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, ახლა ქვეყანაში ძირითადად ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი ჭარბობს.

„ახლა ჭარბობს ძირითადად A ტიპის ვირუსი, რასაც „ღორის გრიპს“ ვეძახით. თუ წინა კვირას H3N2 ტიპის ვირუსი ჭარბობდა, ახლა უფრო მეტად „ღორის ტიპის“ ვირუსია გავრცელებული“,- განაცხადა ჩხაიძემ

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
"ხალხის ღალატი" და "ევროპული მომავლისთვის ძირის გამოთხრა" - ლატვიის პარლამენტის წევრი რუსულ კანონზე

ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მოწინააღმდეგეთათვის "ლაგამის ამოდებად...

პოლიტიკა 1713506162

მახალდიანის დედა
„უკვე 4 წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, როცა მოგისწრაფეს სიცოცხლე, ჩემო ერთადერთო დე“ – თიკა მახალდიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალი თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი დედის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. თიკა მახალდიანს სჯერა, რომ „მოვა დრო და ყველა პასუხს აგებს თავის დანაშაულზე...

სოცმედია 1713504727

ჭოლა
ვიდეო - „არა რუსულ კანონს“ - ჭოლა პრემიერის შემდეგ

"არა რუსულ კანონს!" - მსახიობები და ცნობილი რეჟისორები რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტენ.   პრემიერის შემდეგ რეჟისორმა ლევან (ჭოლა) წულაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სოლიდარობა გამოუც...

საზოგადოება 1713504553

ლომჯარია აქციიდან
,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში პარლამენტთან, აქციაზე გადაღებულ კადრს გვიზიარებს. ,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!”, -წერს ნინო ლომჯარია. შეგა...

სოცმედია 1713498911

რასა იუკნევიჩიენე
დებიძინიზაციის გარეშე, ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნებით – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზე საუბრისას, ამბობს თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ეს გადამწყვეტი...

პოლიტიკა 1713496347

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
“ირონიულია, რომ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია” – კელი დეგნანის უმწვავესი გზავნილები

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც მან ბოლონიაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გააკეთა, ჟურნალისტი დემნა დევდარიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს: კელ...

პოლიტიკა 1713496163