სასიკვდილოა თუ არა მაიმუნის ყვავილი - ფაქტები დაავადებათა კოტროლის ცენტრისგან
ჯანმრთელობა • 1653306061 1934

"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი" მაიმუნის ყვავილის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს ავრცელებს. დაავადების პირველი შემთხვევა 1970 წელს, კონგოს რესპუბლიკაში აღწერეს.
NCDC წერს, რომ მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას. გადაცემის შემთხვევები ასევე აღწერილია არასაკმარისად დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას.
2022 წლის 22 მაისის მდგომარეობით, მსოფლიოში იდენტიფიცირებულია მაიმუნის ყვავილის 92 დადასტურებული და 28 სავარაუდო შემთხვევა (უპირატესად ევროპაში), რომლებშიც ჯერჯერობით არ ვლინდება მოგზაურობის ისტორია დაავადების ენდემურ ქვეყნებში.
მაიმუნის ყვავილით გამოწვეული გარდაცვალების არცერთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.
მაიმუნის ყვავილის კლინიკა უპირატესად ყვავილის კლინიკის მსგავსია, თუმცა გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. ინკუბაციური პერიოდი 5-დან 21-დღემდეა (უპირატესად 7-14 დღე). ვირუსისგან ეფექტურად იცავს ნატურალური ყვავილის წინააღმდეგ აცრა, მკურნალობა შესაძლებელია ყვავილის საწინააღმდეგო პრეპარატებით.
ჯანმო-ს მიერ შემუშავებულია მაიმუნის ყვავილის შემთხვევის განსაზღვრების სამუშაო ვერსია:
შესაძლო შემთხვევა
ცხელებით (>38.3⁰C) მიმდინარე მწვავე დაავადება, რომელსაც თან ახლავს თავის ძლიერი ტკივილი, ლიმფოადენოპათია, წელის ტკივილი, მიალგია, ძლიერი სისუსტე და 1-3 დღის შემდეგ განვითარებული პროგრესული გამონაყარი, რომელიც ხშირად სახიდან იწყება და შემდეგ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე, მ.შ. ფეხის ტერფებსა და ხელის გულებზე. გამონაყარი იწყება მაკულებით, რომლებიც გარდაიქმნება პაპულებად, ვეზიკულებად, პუსტულებად და შემდეგ ქერქად.
სავარაუდო შემთხვევა
შესაძლო შემთხვევის განსაზღვრებასთან თავსებადი შემთხვევა, რომელიც არ არის ლაბორატორიულად დადასტურებული, მაგრამ გააჩნია ეპიდემიოლოგიური კავშირი დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან.
დადასტურებული შემთხვევა
კლინიკურად თავსებადი შემთხვევა, რომელიც დადასტურებულია ლაბორატორიული კვლევის შედეგად.
NCDC წერს, რომ ევროპის ქვეყნებში დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა ჰომო- ან ბისექსუალია, რის გამოც დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემთხვევის სექსუალური ორიენტაციის დადგენას. მათ ნაწილს აღენიშნება გამონაყარი გენიტალურ ან / და პერიანალურ არეებში. შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევების აღმოჩენის შემთხვევაში, კონტაქტებისა და დაავადების წყაროს დადგენის გარდა, აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოზის გატარება ჩუტყვავილასთან, წითელასთან, მარტივ ჰერპესვირუსულ ინფექციასთან, სიფილისთან და სამკურნალო პრეპარატების მოხმარებით გამოწვეულ ალერგიასთან.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ბათუმის ნავსადგურში შესული გემები დასანქცირებული არაა. მათივე ინფორმაციით, ერთი გენი დატვირთულია სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი ტრ...
პოლიტიკა • 1657032798

უკრაინულმა სასამართლომ უკრაინის კომუნისტური პარტია აკრძალა- გადაწყვეტილება ლვოვის ადმინისტრაციულმა სააპელაციო სასამართლომ მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, რეგიონული, საქალაქო და რაიონული ორგანიზა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1657032351

ქალაქ სლავიანსკის დაბომბვის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ქალაქის ადმინისტრაცია წერს. წინასწარი მონაცემებით, ქალაქის დღევანდელი მასიური დაბომბ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1657032235

ზუგდიდის სოფელ შამგონაში პროფესიული სასწავლებლის ძველი შენობის ჭერი ჩამოინგრა და ერთი ადამიანი დაშავდა. შენობაში, რომელიც წლებია მიტოვებული და უფუნქციოა გალიდან დევნილი ოჯახი ცხოვრობდა. ისინი წლებია ს...
შემთხვევა • 1657031161

ოკუპირებულ მელიტოპოლში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ, მტრის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 200-ზე მეტი ოკუპანტი განადგურდა და 300-ზე მეტი დაშავდა - ამის შესახებ ქალაქის მერმა, ივან ფედოროვმა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1657030016

ძალადობრივი და პრორუსული ,,ალტ-ინფოს“ პარტიის მთვრალი წევრები და მხარდამჭერები ,,ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ შიდა ქართლის ტელეკომპანია თავად ავრცელებს. შ...
პოლიტიკა • 1657027922