შიდსის ვაქცინა - ექსპერიმენტმა დადებითი შედეგი აჩვენა

აივ შიდსი

აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ დადებითი ადრეული შედეგები აჩვენა - აცრილთა 97 პროცენტში აღძრა ადამიანის იმუნური პასუხის კრიტიკული კომპონენტი.

 

კლინიკური ცდების პირველ ფაზაში, პატარა ცდაში გატესტეს ვაქცინა, რომელიც დამზადებულია აივ ვირუსში არსებული ცილის ინჟინრული ვერსიით. ეს ნაწილაკი იმისათვის შექმნეს, რომ სხეული მოამზადოს ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულების გამოსამუშავებლად, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია აივ ინფექციის წინააღმდეგ იმუნიტეტის წარმოსაქმნელად. კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

ფართოდ გამანეიტრალებელმა ანტისხეულებმა აივ ინფექციის მრავალი ქვეტიპი უნდა ამოიცნოს, რაც საჭიროა იმუნიტეტის წარმოსაქმნელად, რადგან აივ ვირუსი მუტაციებს ხშირად განიცდის.

ცდაში 48 ადამიანი მონაწილეობდა. ზოგს კანდიდატი ვაქცინა გაუკეთეს, ზოგს კი პლაცებო; ვაქცინამიღებული 36 ადამიანიდან 35-ს აღენიშნა ფართოდ გამანეიტრალებელ ანტისხეულთა წინამორბედების, B-ლიმფოციტების გააქტიურება, რამაც შეიძლება მოამზადოს პირველი ნაბიჯი იმუნიტეტისკენ.

„აივ ინფექციის გამონაშვერ წვეტებზე მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთია ისეთი, რომელიც იგივე ან შედარებით იგივეა სხვადასხვა იზოლატებში. ვცდილობთ, აღვძრათ ძლიერ სპეციფიკური ანტისხეულები, რომლებსაც ისეთი ძლიერ სპეციფიკური თვისებები აქვთ, რომ მათი საშუალებით ამ ზუსტ მონაკვეთებს ბოჭავენ“,- ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

კლინიკური ცდების პირველ ფაზაში, არც ერთ მონაწილეს არ აღენიშნა რაიმე სახის სერიოზული გვერდითი ეფექტი; მსუბუქი ან საშუალო იყო ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორებიცაა ნანემსარი ადგილის ტკივილი ან თავის ტკივილი, რაც ერთ ან ორ დღეში თავისით გაქრა.

 

აივ ინფექციის ვაქცინის შექმნას მეცნიერები უკვე 40 წელიწადია ცდილობენ. კვლევებზე დაყრდნობით, საკუთარ ვაქცინაზე ასევე მუშაობს კომპანია Moderna. კვლევის ავტორის განცხადებით, მე-2 ფაზის დაწყებას დრო სჭირდება და არც იმის გარანტია არსებობს, რომ საბოლოოდ ვაქცინა იმუშავებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამინდი
ჰაერის ტემპერატურა +33 გრადუსამდე მოიმატებს - ამინდის პროგნოზი

 გარემოს ეროვნული სააგენტო 16-18 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: 16 აპრილიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება. თბილისში თბილ...

საზოგადოება 1713240978

ასტროპროგნოზი
რა გელით დღეს – მიხეილ ცაგარელის 16 აპრილის ასტროპროგნოზი

მაქსიმალურად შეამცირეთ საქმიანი კონტაქტები, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას. ეცადეთ გაიაროთ დღე შეცდომების გარეშე, რადგან დღეს დაშვებული შეცდომა აუცილებლად ბუმერანგის პ...

ეს საინტერესოა 1713239975

ეკა კვესიტაძე
„გავლექსე ფაქტობრივად“ - რა ვიდეოს აქვეყნეს ეკა კვესიტაძე

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოცქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს: „მაგრამ დღევანდელი დღიდან ეს ყველაზე სახალისო ვიდეოა   ვერ მიმითითებთ ვერაფერს, კანონი მიმითითებს ყველაფერს   გავლექსე ფაქტობრივად “  

სოცმედია 1713239826

თსუ - ქართული ხორბალი1
ჯაბა სამუშიამ თსუ-ში სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ქართული მარცვლეული კულტურისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ღონისძიება გახსნა. სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა: „ტრადიციული ქართული ს...

განათლება 1713238806

თსუ - გამოფენა (1)
ჯაბა სამუშიამ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გახსნა.   ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დ...

განათლება 1713238708

ელისაშვილი ცემა
„სახლში მოვარდნენ, მთაწმინდაზე, ნიღბებით – მეზობლებმა გაყარეს, ველოდები ყველაფერს, რადგან ყველაფერზე წამსვლელები არიან“ - ალეკო ელისაშვილი

„ეგრევე სახლში მოვარდნენ, ნიღბებით, 3-4 ვიღაცა ბავშვი იყო. ძალიან ცუდი, რომ ასეთ ასაკში ასეთ რამეს ასრულებენ. დაიწყეს მოხატავა და რეაქციაც კი ვერ მოვასწარი, მეზობლებმა კინწისკვრით გაყარეს,“ – ამის შეს...

პოლიტიკა 1713238159