ვარიკოზის მოვლის მაღალი ხარისხის საშუალებები

ჯანმრთელობა 1652960916    88

ვარიკოსი

ვარიკოზს იწვევს სარქველების ფუნქციის მოშლა და ვენური კედლების დათხელება. ამ პრობლემის წარმოქმნის სხვადასხვა მიზეზი არსებობს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია გენეტიკური ფაქტორი, პროფესიული საქმიანობა, დატვირთვა, ტრავმები, მეორე და ყოველი შემდგომი ორსულობა. ამ დაავადების თანმხლები სიმპტომებია ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ ფეხების შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება და წვა.  პრობლემის გაჩენის რისკი მატულობს ასაკთან და ჭარბ წონასთან ერთად. ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზის სამკურნალოდ ყველაზე გავრცელებულია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, სკლეროთერაპია, მედიკამენტების გამოყენება და კომპრესიული თერაპია. ვარიკოზის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით სტატიას

რას გთავაზობთ “ახალი ხედვა“ ?

კომპრესიული წინდების გამოყენება არის ვარიკოზის მოვლის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება, რომელსაც მომხმარებლები აქტიურად მიმართავს. ამ პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს ამ მიმართულებით უმაღლესი ხარისხის პროდუქციას 2012 წლიდან სთავაზობს. ვარიკოზის წინდები ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის. ზოგიერთი მათგანი გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე მისი გამოყენება ეფექტურია ხანგრძლივი მგზავრობის დროსაც. აღსანიშნავია, რომ “ახალი ხედვა” არის შვეიცარიული პრემიუმ ბრენდის, Sigvaris-ის ექსკლუზიური ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. Sigvaris-ს აქვს 150 წლიანი გამოცდილების ისტორია და არის გლობალური ბაზრის ლიდერი კომპანია კომპრესიული ტრიკოტაჟის წარმოებაში. ელასტიური წინდებისა და კოლგოტების შეძენა შესაძლებელია კომპანია” ახალი ხედვის” მაღაზიათა ქსელში, რომელიც თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში მდებარეობს. სასურველი ნივთის გამოწერა ხდება ონლაინ მეთოდითაც, კომპანია “ახალი ხედვის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირებისა და შეკვეთის გაფორმების შემდეგ შერჩეულ პროდუქტს კურიერი უმოკლეს დროში მოგიტანთ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქბანკი სასტუმრო
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ბაკურიანში სასტუმრო შენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 30,000 ლარს შეადგენს. სასტუმრო სრ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1657035184

თბს
თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

1 ივლისს თიბისიმ აჭარაში, ქალაქ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა, რომელშიც 200-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისი...

ბიზნესი & ეკონომიკა 1657035104

საბურთალო
საბურთალოს რაიონში 71  სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა

საბურთალოს გამგეობამ 71 სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელა. აღნიშნული სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან...

საზოგადოება 1657034970

საქბანკი პლუს
PLUS- ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებელი საინტერესო შეთავაზებებს და საჩუქრებს მიიღებს

5 ივლისი, 2022- 5 ივლისს PLUS- ის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის ის მომხმარებელი, რომელსაც  დაგროვილი აქვს PLUS ქულები და ამ ქულებით გადაიხდის საქართველოს ბანკის 100-ზე მეტ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1657034850

პუტინის საათი
პუტინური ჯოჯოხეთი - გაეროს მონაცემებით, რაშისტებმა 4 889 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში, დაახლოებით 4900 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისია ავრცელებს - "4 ივლისის მდგომარეობით...

რუსეთ-უკრაინის ომი 1657033418

ბათუმის პორტი
რუსული დროშით მცურავი გემები ბათუმის პორტში - შემოსავლების სამსახურის განცხადება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ბათუმის ნავსადგურში შესული გემები დასანქცირებული არაა. მათივე ინფორმაციით, ერთი გენი დატვირთულია სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი ტრ...

პოლიტიკა 1657032798