ანასტასია შატალოვას საქმის ახალი დეტალები - საქალაქო სასამართლოს დღეს ზურაბ ბერიძისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერაზე უნდა ემსჯელა

ბერიძე შატალოვა

,,კომუნიკაცია გუშინ გვქონდა საღამოს" - ანასტასია შატალოვას ადვოკატის პაატა შავაძის განცხადებით, მასსა და მოკლულ შატალოვას შორის ბოლო კომუნიკაცია გუშინ 17 ოქტომბერს საღამოს შედგა. 

შავაძის განცხადებით, დღეს 18 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს, ბათუმის ყოფილი ვიცე მერისთვის ზურაბ ბერიძისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერაზე უნდა ემსჯელა.

,,დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სასამართლო პროცესის სხდომა უნდა გამართულიყო, მისი და ვაჟის სახელით დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით. რატომღაც, მოხდა ისე, რომ გადაიდო სხდომა მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის მოთხოვნით, ავადმყოფობის მოტივით. ისინი ერთი პერიოდი შერიგდნენ, თუმცა ეს შერიგება არ იყო რეალურად. ზაფხულში დამიკავშირდა თბილისიდან და მითხრა, რომ პაატა მოხდა ჩემზე და ბავშვზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა. შემდეგ ვერ მიაგნეს ამ ადამიანს, რატომღაც. მერე იმავე მოსამართლემ, რომელმაც დაკავების განჩინება გასცა, 50-ათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. გამოძიების ფარგლებში შემაკავებელი 30 დღიანი ორდერიც კი გაიცა. გავიდა ეს ვადა და შატალოვამ მე, როგორც მის ადვოკატს დამავალა, რომ მაქსიმალური, 9-თვიანი ვადით გამოცემულიყო ორდერი“, – აცხადებს შავაძე.

შეგახსენებთ, ანასტასია შატალოვა საკუთარი სახლის სადარბაზოსთან წუხელ ცეცხლსასროლი იარაღით სასტიკად მოკლეს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თაკო ჩარკვიანი
„ბავშვებს დაშლით? – დედა გეტირებათ! ხომ ჩემზე უკეთ იცით?!“ – თაკო ჩარკვიანი

პარლამენტის დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი პლენალურ სხდომაზე აცხადებს: „ცუდი სანახაობაა ყოველთვის ასეთი ცემა-ტყეპა. მე განმიცდია ეს ყველაფერი ქუთაისის აეროპორტში. მე და ჩემი შვილი ვიყავით და მეუღლე გვახლდა....

პოლიტიკა 1713267140

ჩერგოლეიშვილი თამარ
„ელისაშვილი ჩაარტყამს მდინარაძეს, მიშა შემოაგელვებს რძის პროდუქტების კონტეინერს, სტატუსს მივიღებთ, ძაღლის წამების ვიდეო გავრცელდება…“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „პოლიტიკურ ცხოვრებას ახასიათებს ეიფორიის ტალღები.რაღაც მოხდება, მაგალითად – ელისაშვილი ჩაარტყამს მდინარაძეს, მიშა შემოაგელვებს რ...

სოცმედია 1713267058

წაქაძე
„ყველგან დავრეკე ჩემს რეგიონებში, არავინ ყოფილა...მაქსიმუმ 3 000 კაცი იყო აქციაზე“ - ბეჟან წაქაძე

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი იმერეთის რეგიონში, ბეჟან წაქაძე თავებს ითვლის და ამტკიცებს, რომ გუშინ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მხოლოდ 3 ათასი ადამიანი იყო. როგორც ირკვევა წაქაძე მის...

პოლიტიკა 1713266997

გლდანის ტბა
გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციული სივრცე ეწყობა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეც...

საზოგადოება 1713266932

ანრი ბასილაია
ანდრია ბასილაია პროექტის - „თბილისში მდგრადი ურბანული მობილობა“ ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენას ესწრება

თბილისის მუნიციპალიტეტი, დედაქალაქში ურბანული სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარებისთვის, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) დაფინანსებით, პროექტს - „თბილისში მდგრადი ურბანული...

საზოგადოება 1713266864

თსუ-მემორანდუმი
ჯაბა სამუშიამ ებერტის ფონდთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორთან ია თიკანაძესთან ერთად ურთიერთთა...

განათლება 1713266784