ავტობუსში ქმრის მიერ მოკლული ქალის დედას, ამ ამბის გაგების შემდეგ, ინსულტი დაემართა - რას საუბრობენ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცის შესახებ ზუგდიდში?

სოფო კვარაცხელია

თბილისში, ავტობუსში ქმრის მიერ მოკლული 27 წლის სოფო კვარაცხელიას ცხედარი ზუგდიდში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

როგორც ცნობილი გახდა, ქალს ქმარმა დანა სხეულის სხვადასხვა მიდამოში რამდენჯერმე დაარტყა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

სოფო კვარაცხელიას და მის მეუღლეს 2 შვილი ჰყავთ. ოჯახი სამეგრელოდან თბილისში საცხოვრებლად მცირეწლოვანი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 3 წლის წინ გადავიდა.

გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, რომ ცოლის მკვლელობის გამო დაკავებულ ბ.მ. ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და ფსიქოტროპულ პრეპარატებსაც იღებდა, თუმცა არა ექიმის დანიშნულებით.

ისინი მკვლელობის მთავარ მიზეზად სწორედ ქმრის მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას ასახელებენ. ამბობენ, რომ დაკავებული აგრესიას მანამდეც იჩენდა, მაგრამ არა საკუთარი მეუღლის მიმართ.  მათივე ცნობით, კაცი აგრესიას მაშინ ავლენდა, როდესაც წამლის ზემოქმედება გაივლიდა.

მკვლელობის დღეს სოფო კვარაცხელია დასთან ერთად იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მათ ბავშვები ჰყავდათ სასეირნოდ გაყვანილი.

მძიმეა მოკლული 27 წლის ქალის დედის მდგომარეობა, რომელსაც ამ ამბის გაგების შემდეგ, ინსულტი განუვითარდა. ის თბილისში, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

რაც შეეხება ბავშვებს, ისინი მამის ოჯახში, ბებიასთან არიან. როგორც ცნობილია, სოციალურ სამსახურში ამბობენ, რომ ამ საქმეში ჩაერთვებიან. 

წყარო: მთავარი არხი

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნიკო კვარაცხელია
„ნუ დაგვიხოცავთ შვილებს, ნუ წაართმევთ მომავალს! არა რუსულ კანონს!“ - ნიკო კვარაცხელიას დედა

ნუ დაგვიხოცავთ შვილებს, ნუ წაართმევთ მომავალს!!! არა რუსულ კანონს!!! წერს მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე Facebook-ზე თბილისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტთან დაკავშირებით. 

საზოგადოება 1713297165

ერჰოფსტადტი
"ქართველები ხმამაღლა და გარკვევით ამბობენ: არა რუსულ ჩარევას! და ისინი მართლები არიან!" - ევროპარლამენტარი

"ქართველები ხმამაღლა და გარკვევით ამბობენ: არა რუსულ ჩარევას! და ისინი მართლები არიან!", - ამის შესახებ ბელგიელი ევროპარლამენტარი გი ვერჰოფსტადტი სოციალურ ქსელში წერს და რუსული კანონის საწინააღმდეგოდ...

პოლიტიკა 1713296933

ხარებაა
ხალხი გაუფრთხილებლად, "ხარებას" გამო სცემეს - როგორ დაიწყო დაპირისპირება

დაპირისპირება "ხარებას" ხსენებას მოჰყვა - ამის შესახებ "გიორჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ცოტნე კობერიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.   მისი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმს წევრები ადამიანებს ფიზიკ...

პოლიტიკა 1713296842

ასტროპროგნოზი
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დინების მიმართულებით ცურვა ვერ აგიყვანთ იმ სიმაღლემდე, რისი მიღწევის პოტენციალიც გაქვთ. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი შესაძლებლობები ფხიზელი თვალით შეაფასოთ და შესაბამისად იმოქმედოთ. მა...

ეს საინტერესოა 1713296400

რამიშვილი მიშიკო
„ერთი ბალონი დამაცალეს თავზე, ახლაც ვერაფერს ვერ ვხედავ“ - მიხეილ რამიშვილი

"ერთი ბალონი დამაცალეს თავზე, ახლაც ვერაფერს ვერ ვხედავ თვალებში" - ამ განცხადებას ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აკეთებს და იხსენებს, როგორ გადაამეტეს ძალას სამართალდამცავებმა და როგორ გამოიყენეს მშვიდობ...

პოლიტიკა 1713296076

გიგა სოფრომაძე
„ამ კანონის ამ ფორმით მიღების იდეაა მტრული საქმე“ - თბილისის მერიის მაღალჩინოსანი რუსული კანონის წინააღმდეგ

საჯარო მოხელე რუსული კანონის წინააღმდეგ - თბილისის მერიის მომედი თანამშრომელი წერს, რომ "ამ კანონის ამ ფორმით მიღების იდეაა მტრული საქმე" „როდესაც კითხვას სვამთ, ამ კანონში რას ხედავთ რუსულსო, პასუხად...

პოლიტიკა 1713295813