ბესარიონ ხარძიანის მკვლელობა - მსჯავრდადებული თურქეთმა საქართველოს გადმოსცა

ბესიკ ხარძიან

პროკურატურის ინფორმაციით, ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობაში მსჯავრდადებულის ფარიდ გურბანოვის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა.

უწყებაში ამბობენ, რომ ფარიდ გურბანოვი ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ინტერპოლის საერთაშორისო არხებით 2015 წლის 28 აპრილიდან იძებნებოდა.

პროკურატურის ცნობით, დადგენილია, რომ ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის მიზნით, 2015 წლის 13 იანვარს, ფარიდ გურბანოვი, ოლექსანდრ დამეტოვის სახელზე შედგენილი უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით, თანამზრახველთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა.

"ჩამოსვლისთანავე დამნაშავეებმა მკვლელობისთვის მომზადება დაიწყეს და ამ მიზნით თბილისში, პეკინის გამზირზე ხანგრძლივი ვადით, საცხოვრებელი ბინა იქირავეს. მათ სპეციალურად შეიძინეს "ჰონდას" მარკის ისეთი მოპედი (სკუტერი), რომელსაც რეგისტრაცია არ ესაჭიროებოდა, გადაადგილდებოდნენ ჩაფხუტით და ორმხრივი ქურთუკით. მკვლელობისთვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად, ფარიდ გურბანოვმა და მისმა თანამზრახველმა მორიგეობით დაიწყეს ბესარიონ ხარძიანის გადაადგილების კონტროლი.

დამნაშავეები თვალთვალისას და ნაქირავებ ბინაში ცხოვრებისას მაქსიმალურად ინარჩუნებდნენ კონსპირაციას. ისინი სისტემატურად იცვლიდნენ ტანისამოსს, ცვლიდნენ გადაადგილებისას მარშრუტის გზებს და საშუალებებს. 2015 წლის 28 მარტს, შუადღის საათებში, ბესარიონ ხარძიანი, რომელსაც ფარიდ გურბანოვი  უთვალთვალებდა, თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მივიდა. სადარბაზოში შესვლისას მას შეჰყვა ფარიდ გურბანოვი და "მაკაროვის" სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ბესარიონ ხარძიანის მიმართულებით 3 გასროლა, მათ შორის თავის არეში ერთი საკონტროლო გასროლა განახორციელა.

აღნიშნულის შედეგად, ბესარიონ ხარძიანი ადგილზე გარდაიცვალა. იმავე დღეს,  ფარიდ გურბანოვმა და მისმა თანამზრახველმა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველო დატოვეს", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი კალანდარიშვილი
ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

„არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მა...

საზოგადოება 1728469283

მიხეილ სააკაშვილი
„ჩემს ადვოკატს აუკრძალეს დოკუმენტების შემოტანა, თუ წინასწარ არ გაივლის მათ ცენზურას“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის ადვოკატს ადმინისტრაციამ მასთან დოკუმენტების შეტანა აუკრძალა, თუ წინასწარ ცენზურას არ გაივლიან.   "გუშინ ევროპარ...

პოლიტიკა 1728467766

სასამართლოო საკონს
რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.   მოსამართლეთა კოლეგიამ კანონის ამოქმედება არ შეაჩერა და საქმე...

პოლიტიკა 1728465140

პოლიტიკა
„ევროპარლამენტი ითხოვს, დასანქცირდეს მშვიდობის გარანტი, გათავისუფლდეს ომის გარანტი, გაუქმდეს გამჭვირვალობის კანონი, დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, დავუწესოთ სანქციები რუსეთს“ - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ევროპარლამენტში დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციით, საქართველოსგან ითხოვენ ქველმოქმედი...

პოლიტიკა 1728464809

ისრაელია
საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს

საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით კეთდება. საარჩევნო უბნის დახურვის მოთხოვნა საგარეო საქმეთა სამ...

პოლიტიკა 1728464459

ცეკვის მასწავლებელი  ცემა
ბავშვის ცემაში ბრალდებული ცეკვის მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

ბათუმში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის თამარ მესხიძის განცხადებით, ცეკვის მასწავლებელი, რომელმაც 12 წლის მოზარდს სცემა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. "პედაგოგმა იძალადა მოსწავლეზე. ეს ფაქტი ი...

საზოგადოება 1728463798