ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობაზე ახალი, სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი

კაჭარავა

გუშინ, ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მანქანას ბაგები-წყნეთის გზის მოსახვევში მინიმუმ 20-ჯერ ესროლეს. ლევან კაჭარავა ადგილზე გარდაიცვალა, გადარჩა მისი მძღოლი, რომელიც თავდასხმის ერთადერთი თვითმხილველია.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, კაჭარავას ჩასაფრება სამმა ადამიანმა მოუწყო. ბიზნესმენის ტოიოტა ქემრის უკან კიდევ ერთი მანქანა მიჰყვებოდა, რომლიდანაც ჩასაფრების ადგილას მყოფებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მათ კაჭარავა მიუახლოვდა.

 მკვლელობის ადგილი - შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ნაფეტვრების მიმართულებით დატოვეს. შაბათის ფორმულას ცნობით, გამოძიება პროფესიონალ სამხედროს ან სამხედროებს ეძებს. ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობის ადგილზე ორი სხვადასხვა ტიპის იარაღიდან გაისროლეს.

შაბათის ფორმულას სანდო წყაროს უყვება, რომ ლევან კაჭარავას დაპირისპირება ოთარ ფაცხალაძესთან და ძმებ მიქაძეებთან ჰქონდა. საქმე ეხებოდა მიწის ნაკვეთს ბაგებში, რომლის დათმობასაც ქართულ ოცნებასთან ახლო კავშირში მყოფი კრიმინალური დაჯგუფება მისგან ითხოვდა.

მკვლელობის შემდეგ მალევე, სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გავრცელდა კიდევ ერთი ვერსია, რომ შესაძლოა ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ნიკო კვარაცხელიას შეკვეთილი მკვლელობის გამო ჩაეცხრილათ. ვერსიის თანახმად ის კვარაცხელიას მკვლელობის სავარაუდო დამკვეთებს, ძმებ კაკულიებს დამალვასა და დანაშაულის დაფარვაში ეხმარებოდა. ნიკო კვარაცხელიას ოჯახი მალევე გამოეხმაურა ამ ვერსიას და კატეგორიულად გამორიცხა კვარაცხელიას ოჯახის კავშირი შურისძიებასთან და კაჭარავას კავშირი მათ ოჯახთან.

ლევან კაჭარავა ჯორჯიან ტრანზოილის დამფუძნებელი იყო. მან წლების წინ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან იგივე ზარალასთან ერთად Silk Road Group დააფუძნა, თუმცა მოგვიანებით მან და რამიშვილმა ბიზნესები გაიყვეს და კაჭარავა სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებელი გახდა, მათ შორისაა ჯგუფი MULTIPLEX, რომლის ძირითადი საქმიანობა ენერგეტიკა და ლოჯისტიკა იყო. ბოლო წლების განმავლობაში ლევან კაჭარავა საფრანგეთში ცხოვრობდა და თბილისში მცირე ხნით ჩამოდიოდა. ახლაც ის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა თბილისში და ქვეყანა ერთ კვირაში უნდა დაეტოვებინა.

ლევან კაჭარავას სახელი 1992 წელს ძმები თორაძეების მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებდა. მაშინ მხედრიონთან დაპირისპირებული ძმები ვერის  სასაფლაოზე ჩაცხრილეს. მკვლელობას თორაძეების არასრულწლოვანი დაც ესწრებოდა, რომელმაც გუშინ ლევან კაჭარავას მკვლელობის შემდეგ ფეისბუქზე სტატუსი გამოაქვეყნებინათ, სადაც წერს, რომ მისი ოჯახის წევრების მკვლელობასთან კაჭარავაც კავშირში იყო.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქალების მარში
"არა რუსულ კანონს" - თბილისში ქალების მშვიდობიანი მარში დაიწყო

თბილისში ქალების მშვიდობიანი მარში იმართება - მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. "არა რუსულ კანონს, კი ევროპას - ეს არის ასობით იმ აქტივისტი ქალის  მთავარი სათქმელი, ვინც დღეს ქუჩაში გასვლა გადაწ...

პოლიტიკა 1713620758

კოკო როინიშვილი
"ოცნებამ" შავი ნაჭერი აიფარა სახეზე და არ უნდათ, რაიმე დაინახონ“ - კოკო როინიშვილი

რუსული კანონის წინააღმდეგ ხელოვანების მწვავე პროტესტი არ წყდება - ამჯერად "ოცნების" ინიციატივას კოკო როინიშვილი ემიჯნება. "შავი ნაჭერი აიფარეს თვალებზე და არ უნდათ, რომ რაიმე დაინახონ" - აღნიშნავს მსა...

პოლიტიკა 1713619992

მდინარაძე
"ქართულ იდენტობას ებრძვის" - მამუკა მდინარაძე გმირთა მემორიალთან ახალგაზრდების მიერ დადებულ ფიცზე

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ გმირთა მემორიალთან დადებული ფიცი ქართულ იდენტობას ებრძვის. მდინარაძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის ტექსტი, რომელიც გმირთა მემორიალთან შეკრებილმა აქციის...

პოლიტიკა 1713619863

ორბანი
„დასავლეთს უკრაინაში სამხედროების გაგზავნისგან ერთი ნაბიჯი აშორებს“ - ორბანი

დასავლეთს უკრაინაში სამხედროების გაგზავნისგან ერთი ნაბიჯი აშორებს - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარტია ფიდესის მომხრეების შეკრებისას განაცხადა. ამასთან, უნგრეთის პრემიერი ამ...

მსოფლიო 1713619771

ნატალია ყიფშიძე
„დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ეტაპზე ქალები სხვანაირ, დაცულ და კარგ საქართველოში იცხოვრებენ“ - ნატალია ყიფშიძე

დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ეტაპზე ქალები სხვანაირ, დაცულ და კარგ საქართველოში იცხოვრებენ - ნატალია ყიფშიძექალების მარშს, რომელიც სტარტს, დღეს 5 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან აიღებს, მსახიობი ნატალია ყ...

საზოგადოება 1713618530

ოფშორი ივანიშვილი
როგორ უადვილებს ოფშორების ჩანაწერი შავ კაპიტალს ევროპული რეგულაციებსა და სანქციებიდან გაქცევას - დეტალები

 "ფლანგვის დეტექტორის" განცხადებით, ოფშორების ჩანაწერი შავ კაპიტალს უადვილებს, ევროპულ რეგულაციებსა და სანქციებს გაექცეს. ორგანიზაცია ამბობს,  აღნიშნული ცვლილება ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი...

პოლიტიკა 1713617438