დაჭრა თბილისში - პოლიციამ ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავა

კრიმინალი 1659958272    553

დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ბ.მ. თბილისში დააკავეს. მას ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ედება.დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, რიყეზე მდებარე ერთ-ერთ ბარში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ამავე ბარის დაცვის 5 თანამშრომელსა და მათ ერთ მეგობარს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება დაეწიათ. ამჟამად ისინი სახლში განაგრძობენ მკურნალობას.პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ენმ
„მე და შენს შორის პროვოკატორის დედაც“ - ჩხუბი ენმ-ს ოფისში

რა მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში - მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ პარტიის ოფისში თანამებრძოლებთან ერთად, იმ ბრალდებების გასარკვევად მივიდა, რომლ...

პოლიტიკა 1664171884

ზელენსკი
„კატასტროფული ვითარება ოკუპირებულ ყირიმში“ - ზელენსკი

სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ფრონტის ბევრ სექტორში, რომელთა საერთო სიგრძე 2 000 კილომეტრზე მეტია, .ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „კატასტროფული ვითა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664170336

დაღესტანიი
შეტაკებები დაღესტანში - ხალხი პუტინის ნაწილობრივ მობილიზაციას აპროტესტებს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ წინააღმდეგ დაღესტანში, ქუჩებში გამოსულ მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ BBC წერს. გ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664170147

ინგა გრიგოლია
„ჩემი ოცნებები საშიშია, ყველა ვარიანტში ხდება, სულ რომ ხელი არ გავანძრიო“ - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგლია სოცქსელში წერს: „ჰაჰაჰაჰჰაჰა  კარგია  ტყუილად კი არ ვთქვი, ჩემი ოცნებები საშიშია, ყველა ვარიანტში ხდებათქო. სულ რომ ხელი არ გავანძრიო, ადრე თუ გვიან, მაინც მისრულდება,თუ ძალიან...

სოცმედია 1664168812

ოკუპანტები
დიდი უკმაყოფილება პუტინის ჯარში - ჯარისკაცი სამხედრო ნაწილიდან კამაზით გაიქცა

რუსეთის პოლიციამ დააკავა ჯარისკაცი, რომელიც ბელგოროდის ოლქის სამხედრო ნაწილიდან სატვირთო მანქანით გაიქცა, ინფორმაციას BAZA ავრცელებს.   მოსკოველი ვიქტორ პერეკიპსკი კონტრაქტორი ჯარისკაცია. მისი ახლობლე...

მსოფლიო 1664168553

ზეიკიძე კუმ დეო
უყურეთ ვიდეოს, დაიმახსოვრეთ ეს სახელები და გვარები და მათზე ყველას მოუყევით - „კუმ დეოს“ რაჭული ქრონიკა

ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ჯანმრთელობის გარეშე ყველაფერი არაფერია - სოკრატეს ამ სიბრძნეში ადრე შესაძლოა, ეჭვი შემეტანა, მაგრამ მას შემდეგ, რაც „კუმ დეო მედიქალის“ გუნდი სოფელ-სოფელ დადის და...

საზოგადოება 1664168276