დაკავებულია 32 წლის პედოფილი მამაკაცი - „უკავშირდებოდა 10-დან 18 წლამდე ასაკის ათეულობით გოგოს“

ბავშვები ძალადობა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილი პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 8 ფაქტი გამოავლინეს. დაკავებული სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები 32 წლის კაცი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რ. ქ. -მ გამიზნულად შექმნა ყალბი „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის ანგარიშები, რისი მეშვეობითაც სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ 10 წლიდან 18 წლამდე ასაკის ათეულობით გოგონას, მათ უგზავნიდა 15 წლის ასაკის ბიჭის ფოტოსურათებს, ეცნობოდა როგორც მათი თანატოლი, მოიპოვებდა ნდობას და აიძულებდა მათი ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების და ვიდეოების გამოგზავნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა ოჯახის წევრების მოკვლით. ასევე აშანტაჟებდა, რომ მეგობრებთან და ნათესავებთან გაავრცელებდა მათ შიშველ ფოტოსურათებს, რომელთაც შექმნიდა მათი საჯაროდ განთავსებული ფოტოების მონტაჟის გზით.

შიშის ქვეშ მყოფი მსხვერპლი ბავშვებისგან, ინტიმური ფოტოსურათების და ვიდეოების მოპოვების შემდეგ, ამავე ფოტოების გავრცელების მუქარით, ბრალდებული არასრულწლოვანებს აიძულებდა მათი სხეულის ინტიმურ ნაწილებზე სექსუალური ხასიათის მოქმედებასა და სხეულის შიგნით სექსუალური ხასიათის შეღწევას, ამ მოქმედებების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაღებას და მასთან გადაგზავნას", - წერია განცხადებაში.
გამოძიებამ პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის 8 დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოავლინა:

2024 წლის მარტში, ბრალდებულმა სოციალურ ქსელ ,,ინსტაგრამის“ საშუალებით, ყალბი მომხმარებლის გვერდიდან ,,xvicha232” საკუთარ ნათესავს, დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ არასრულწლოვან 15 წლის გოგოს მისწერა, რომელსაც თავისი ვინაობა დაუმალა და თანატოლად გაეცნო. მოგვიანებით მიმოწერისას ბრალდებულმა 15 წლის გოგოს, მცირეწლოვანი - 13 წლის დისთვის, შიშველ მდგომარეობაში ფოტოების გადაღება და მასთან გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა მისი მოკვლით. მუქარით შეშინებულმა არასრულწლოვანმა დის ნაცვლად ბრალდებულს საკუთარი შიშველი სხეულის ფოტოები გადაუგზავნა, რის შემდეგაც მამაკაცი სისტემატურად სთხოვდა მას ახალი ფოტო, ვიდეო მასალის გაგზავნას. სოციალურ ქსელში ბრალდებულის დაბლოკვის შემდეგ, მამაკაცმა საკუთარ 15 წლის ნათესავ გოგოს, შიშველი სხეულის ფოტოები, სოფელში არასრულწლოვნის მეზობლებთან, მეგობრებთან და ნაცნობებთან გაუვრცელა.
2023 წლის დეკემბრის თვეში ბრალდებულმა ყალბი “ინსტაგრამ” გვერდიდან გაცნობის მიზნით მისწერა აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ 11 წლის გოგოს, მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მასთან კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაციის ნათესავებთან გავრცელების მუქარით, ბავშვს ინტიმური შიშველი სხეულის ფოტოები გადააღებინა და გადააგზავნინა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა სოციალური ქსელის მეშვეობით ფოტოები ბავშვის სრულწლოვან დას გაუგზავნა და გავრცელების მუქარით მისი სურვილების შესრულება მოსთხოვა. დაზარალებულმა დებმა იმის შიშით, რომ მცირეწლოვანის ფოტოსურათები არ გავრცელებულიყო, ბრალდებულის მითითებისამებრ ერთმანეთის სხეულის ინტიმურ ნაწილებზე სექსუალური ხასიათის მოქმედება და სხეულის შიგნით სექსუალური ხასიათის შეღწევა სცადეს და ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ბრალდებულს გადაუგზავნეს.
2023 წლის ივნისის თვეში ბრალდებულმა მის მიერ დარეგისტრირებული ყალბი “ფეისბუქ” და “ინსტაგრამ” მომხმარებლების მეშვეობით გაცნობის მიზნით მისწერა ქვემო ქართლში მცხოვრებ 13 წლის ბავშვს, მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მასთან კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით მოიპოვა მისი შიშველი სხეულის ფოტოსურათები, რის შემდგომაც ბრალდებული ბავშვს სისტემატურად, შემდგომი რამდენიმე თვის განმავლობაში მუქარით და შანტაჟით აიძულებდა მის შიშველ სხეულზე სექსუალური ხასიათის მოქმედებას და იძულებით აგზავნინებდა ამის ამსახველ ვიდეოჩანაწერებს და სასქესო ორგანოს ფოტოსურათებს.
2023-2024 წლებში, ბრალდებულმა ანალოგიური დანაშაულებრივი სქემით მოატყუა აჭარაში, ქუთაისსა და რუსთავში მცხოვრები მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი 4 გოგონა, რომელთაც შანტაჟით გამოსძალა შიშველი სხეულის ფოტოები, ვიდეოკამერის წინ აიძულა სექსუალური ხასიათის მოქმედებები და ამის ამსახველი ჩანაწერები გადააგზავნინა, რასაც თან ერთოდა ბავშვებზე სისტემატური მუქარა.
ბრალდებული 2024 წლის 16 ივნისს დააკავეს. დაკავებამდე, ჩხრეკის დაწყებისას, უწყების ცნობით, რ. ქ.-მ დააზიანა საკუთარი მობილური ტელეფონი, თუმცა, ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის შედეგად, აღდგენილი იქნა პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის სოციალური ქსელების ყალბი ანგარიშები, რის შემდგომაც ნანახი იქნა პირად „ჩათებში“ არსებული ინტიმური შინაარსის, მუქარისა და იძულების შემცველი კერძო კომუნიკაციის ისტორია, მათ შორის ათეულობით არასრულწლოვან პირთან მიმოწერის ამსახველი „ჩათები“.

ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ასევე ამოღებული იქნა სამხედრო დანიშნულების ვაზნები.

ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილი ინფორმაციის ანალიზის და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იდენტიფიცირდა დამატებით 7 არასრულწლოვანი დაზარალებული, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები, რის შემდეგაც, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2024 წლის 02 სექტემბერს საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილებით, მამაკაცს ბრალდება სექსუალური გამოძალვის, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების და გარყვნილი ქმედებისთვის დაუმძიმდა.

მამაკაცს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹ -ე მუხლის 1-ლ ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 141-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ჩადენა

დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჰელსინკის კომისია
„MEGOBARI აქტი შექმნილია, რომ ქართველ ხალხს, ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში, მხარი დაუჭიროს“ - ჰელსინკის კომისია

 "MEGOBARI აქტი შექმნილია, რომ ქართველ ხალხს ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში მხარი დაუჭიროს", - ამის შესახებ შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია X-ზე წერს. ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით...

პოლიტიკა 1725808634

ივანიშვილი
„კონსტიტუციაში ეკლესიის როლს ავსახავთ იმ ფორმით, როგორსაც იმსახურებს“ - ბიძინა ივანიშვილი

გამარჯვებისთანავე გადავდგამთ ნაბიჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერებისა და დაცვის მიზნით. ჩვენ ავსახავთ კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლს, სწორედ იმ ფორმით, როგორსა...

პოლიტიკა 1725808293

ივანიშვილი-ღარიბაშვილი
"რომ არა ბატონი ბიძინა დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა" - ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ლანძღავს პრეზიდენტს და ტრადიციულად აქებს ბიძინა ივანიშვილს -  ირაკლი ღარიბაშვილმა ახალციხეში საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით განოსვლისას სალომე ზურაბიშვ...

პოლიტიკა 1725807825

მონა ჩიგოგიძე
ვიდეო: "რუსის მონა" - მოქალაქე დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს

ხალხი რუსული კანონის მიმღები დეპუტატების წინააღმდეგ - "ქართული ოცნების" დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს "მოღალატე" და "რუსის" მონა ეძახეს.   ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.   ვიდეოში ისმის უცენზურო მიმართვებ...

პოლიტიკა 1725807332

ენმ
რაჭაში, ენმ-ს წევრს ავტომობილი დაუზიანეს

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ამბროლაურის ორგანიზაციის წევრს, ბესო ქართველიშვილს ავტომობილი დაუზიანეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მოხდა. კოალიციაში "ქართული ოცნების" პასუხ...

პოლიტიკა 1725806071

ცესკო
ცესკო: 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება

საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორი...

საზოგადოება 1725804776