დაკავებულია ექთანი - ბრალდებული მოქალაქეებს აცრილთა ბაზაში მოსახვედრად 300 ლარს ართმევდა

კრიმინალი 1657020842    664

აცრა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე სამეგრელოში მედდა დააკავეს. უწყების განცხადებით, ის მოქალაქეებს კლინიკაში მიუსვლელად აფიქსირებდა  იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში როგორც ვაქცინირებულ პირებს, რის სანაცვლოდაც თანხას იღებდა.

უკვე მხილებულია 15 მოქალაქე, რომლებმაც 300 ლარამდე გადაიხადეს აცრილთა ბაზაში მოხვედრის სანაცვლოდ.

"სამეგრელოს რეგიონში დაკავებულ იქნა სამედიცინო დაწესებულების მედდა, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, დაინტერესებულ მოქალაქეებს, კლინიკაში მიუსვლელად აფიქსირებდა იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში როგორც ვაქცინირებულ პირს, რის სანაცვლოდაც, პირადი სარგებლის სახით, იღებდა მათგან გარკვეულ თანხას.

დანაშაულში უკვე მხილებულია თხუთმეტი მოქალაქე, რომლებიც თავის მხრივ, ხსენებული ბრალდებულისათვის თანხის - 300 ლარამდე გადახდის სანაცვლოდ, დარღვევით დარეგისტრირდნენ როგორც ვაქცინირებული პირები.

წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული დანაშაულებრივი გზით, იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში დარეგისტრირებულია დამატებით ათეულობით პირი, რომელთა დადგენა-მხილების მიზნითაც ტარდება შესაბამისი ღონისძიებები", - წერია განცხადებაში. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ 220-ე და 221-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გაქირავება
რა რუსები, თქვენ არ ინდობთ თქვენს ერს... როგორც ჩამოვედი თბილისში, ისე ვბრუნდები უკან - რას წერს პირველკურსელი სტუდენტი

პირველკურსელი სტუდენტი, ნინიკო დვალი თბილისში გასაქირავებელი ბინების სიძვირესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს: "ესეიგი, ვიწვალე, ვიშრომე იმისთვის, რომ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, ცხოვრების ახალ...

სოცმედია 1660159852

ასტროპროგნოზი
11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი გადაწყვეტილების მიღებისას ნუ იჩქარებთ, კარგად დაფიქრდით მის შედეგებზე. პროფესიულ საქმიანობაში განვითარების კარგი შესაძლებლობა მოგეცემათ. ფინანსური კუთხით იღბლიანი დღე გაქვთ. მეგობრებთან ერთად უფ...

ეს საინტერესოა 1660159125

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 11 აგვისტოს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მ...

საზოგადოება 1660157119

კახოვკას ხიდი
გამანადგურებელი დარტყმა რაშისტებს - უკრაინელებმა კახოვკას ხიდს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კახოვკას ხიდს დაარტყეს - ინფორმაციას ხერსონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ჰესის მახლობლად მდებარე ხიდი მნიშვნელოვანი იყო ოკუპანტებისთვის ლოჯისტიკურად - დარტყმა იყო...

რუსეთ-უკრაინის ომი 1660150800

დაპირისპირება
ყოფილი დეპუტატისა და პოლიციის მაღალჩინოსნის დაპირისპირება ახალქალაქის ცენტრში

დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში ერთმანეთს სოფელ კუმურდოს ყოფილი დეპუტატი, აშოტ საარიანი და პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, ანდრანიკ პ...

სამართალი 1660150631

რუსი მამაო ქათმები
ეს ვიდეო აუცილებლად ნახეთ - რუსმა მღვდელმთავარმა ქათმები დალოცა

უკრაინის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარმა, ოდესელმა მიტროპოლიტმა აგათანგელოზმა ეპარქიის საქათმე მოინახულა და ქათმები დალოცა.  

მსოფლიო 1660147344