„დაწერეთ, ყველგან დაწერეთ, რომ...“ - რას ჰყვება ყოფილი ქმრის მიერ სასტიკად მოკლული 27 წლის ქალის და

კრიმინალი 1686230316    651

ცოლი მკვლელობა

ნიკოლოზ ლაჩაშვილს, რომელსაც ყოფილი ცოლის, 27 წლის მარიტა მაზიაშვილის, განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„რადიო თავისუფლება“ მარიტა მაზიაშვილის უფროს დას, მაია მაზიაშვილს ესაუბრა.

 

მისი თქმით, ბრალდებული მის დას შერიგებას სთხოვდა და ემუქრებოდა.

„მარის არ უნდოდა მასთან შერიგება და ამის გამო ემუქრებოდა. მარი რომ დაიკარგა, მატყუებდა, ცოცხალია, რა გატირებსო. მიცნობდა, ისარგებლა იმით, რომ აქ არ ვიყავი და ეს გააკეთა. იცოდა, რისი გამკეთებელიც ვიყავი და იცოდა, რა გავუკეთე, როცა 15 წლის და მომტაცა და გამიუბედურა“.

მაია მაზიაშვილი უარყოფს ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ყოფილ სიძეს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მისი თქმით, ბრალდებული წამალდამოკიდებულია და მკურნალობის კურსს კლინიკაში სწორედ ამიტომ გადიოდა.

„ტყუილია, ტყუილია. კი იწვა, მაგრამ იწვა იმიტომ, რომ წამალს იკეთებდა. ამიტომ გაშორდა ჩემი დაც, რომ ხელს არ ანძრევდა, არ მუშაობდა, რომ ცოლ-შვილი გამოეკვება და სულ გაშტერებული დადიოდა. ჩემი გაზრდილი იყო ეგეც და ჩემი დაც. ორივე. დაწერეთ, ყველგან დაწერეთ, რომ მკვლელია და უმკაცრესად უნდა დაისაჯოს“.

მოკლული ქალის და ამბობს, რომ მარიტას ყოფილი ქმრის მუქარის თაობაზე სამართალდამცველებისთვის არ მიუმართავს.

ცნობისთვის, მარიტა მაზიაშვილის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მისმა მეგობარმა, სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში გაავრცელა. გოგო წერდა, რომ მის მეგობარს ვერსად აგნებდნენ და ჯგუფის წევრებს რჩევას სთხოვდა.

გამოძიება მარიტა მაზიაშვილის მკვლელობის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) მიმდინარეობს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 ივლისს გაიმართება.

27 წლის მოკლულ ქალს 11 წლის შვილი დარჩა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
შალვა ნათელაშვილი
„იმდენი გაგისივდათ ცხვირი...“ - ვის მიმართავს შალვა ნათელაშვილი

დღეს Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით კვლევის ავტორებს მიმართავს: ედისონ რისერჩის ს...

სოცმედია 1695958174

ხუხაშვილი
„ღია კარგების დაგინება და... გულში დედის დაგინება“ - რაზე საუბრობს გია ხუხაშვილი

პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის - ღია კენჭისყრის ნაცვლად, ღია კარგების დაგინება ჩატარდება, - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.    „პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებ...

სოცმედია 1695957898

გიორგი თავდგირიძე
"არა ფარცხალაძესო, არა ჩარტერულ კრუიზებსო, არა ფასადურ დემოკრატიასო" - რას წერს სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე

სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე Edison Research-ის კვლევას ეხმაურება და წერს: “მე მგონი ყველა კითხვაზე პასუხია: არა შოვის ტრაგედიის გამეორებასო, არა ფარცხალაძესო, არა ჩარტერულ კრუიზებსო, არა ფასა...

სოცმედია 1695932700

არჩილ გამზარდია
"ოდესმე აუცილებლად დავჯდები და კვარაცხელიას ერთ თამაშს მაინც ვუყურებ" - რას წერს არჩილ გამზარდია

"ოდესმე აუცილებლად დავჯდები და კვარაცხელიას ერთ თამაშს მაინც ვუყურებ. ფეხბურთს ბოლოს რამდენიმე წლის წინ ვუყურე, ისიც იმის ხათრით, სტუდენტთან ნიძლავი მქონდა დადებული.  სტუდენტმა წააგო, თავანი საგნის შე...

სოცმედია 1695932400

ბიჭი
"მიწამ როგორ უნდა მიგიღოს... მზე, სიკეთის ბიჭი მოგვიკლეს..." - გურიაში მოკლული ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია

გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში 23 წლის ბიჭი მოკლეს. ახალგაზრდის შესახებ სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე წერს და ფოტოს ავრცელებს. მისი ინფორმაციითვე, მოკლული ბიჭი ავთო სიხარულიძეა. "გლ...

სოცმედია 1695931800

სოხუმი
„გაეძრობა მერე შენივე "ტრ**იპერო" ქართველი და - სეპარატისტებთან დიალოგი გვჭირდებაო“ - ბესო ლორია

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში ბესო ლორიას მიერ 2020 წელს  გამოქვეყნებულ სტატუსს აქვეყნებს: „ბესო ლორია, 2020 წლის 28 სექტემბრის სტატუსი: "შენს ენაზე არ გელაპარაკნენ შენსავე ქვეყანაში. გულის...

სოცმედია 1695931500