დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მითვისება - საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი პასუხისგებაში მისცა

კრიმინალი 1637822236    184

საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მითვისების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა, რომელთაგანაც ერთ-ერთი დაკავებულია. საქმე ეხება 757 061 ლარს, რომელიც ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად სახით მიიღეს: 

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს ორი პირი, რომელთაგანაც ერთი დაკავებულია.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში, რის შემდეგაც, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად, ავანსის სახით მოითხოვეს და მიიღეს ჯამში 757 061 ლარი, საიდანაც  მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 304 363 ლარს და არ შეასრულეს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით" - ნათქვამია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გვასალია
„მეშინია და ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მიყურებს“ - ვისი პორტრეტი უკიდია კაბინეტში დემნა გვასალიას

დიზაინერი დემნა გვასალია სოციალურ ქსელში ბალენსიაგაზე წერს: „ეს ზაფხული ესპანეთში გავატარე. კრისტობალ ბალენსიაგას მშობლიურ ქალაქში, გეტარიაშიც ვიყავი. მისი პირველი სალონი ვნახე და ადგილი, სადაც გაიზარ...

სოცმედია 1643173437

შუშანა
აქციაზე "დროას" აქტივისტზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო

აქციაზე "დროას" აქტივისტ შუშანა მაცაბერიძეზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუ...

სამართალი 1643138387

მარგველაშვილი
სულ მცირე - უკრაინის მხარდაჭერა და პუტინისთვის აგრესორის წოდება მორალური ტესტია - მარგველაშვილი

"მორალური ტესტი უკრაინაზე: სულ მცირე - უკრაინის მხარდაჭერა და პუტინისთვის აგრესორის წოდება" , - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, სოციალურ ქსელში წერს: "მორალური ტესტი უკრა...

პოლიტიკა 1643138209

კელი დეგნანი
რუსეთისგან განსხვავებით, აშშ, ევროპა და საქართველო თავისუფლების ხედვას იზიარებენ - დეგნანი

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა და განაცხადა: "რუსეთის აგრესიული, დესტაბილიზაციის გამომწვევი ქცევა არ შემ...

პოლიტიკა 1643132148

დეგნანი
ჭავჭავაძემ ცხადყო, რომ ევროინტეგრაცია თავსებადია საქართველოს ტრადიციებთან - დეგნანი

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა და განაცხადა: "საქართველოს ევროპული ფესვები ღრმა და ძლიერია, მკაფიო გეზით...

პოლიტიკა 1643130395

აქცია
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - მოქალაქეები შშმ მოზარდზე ძალადობას აპროტესტებენ

აქცია თბილისში - ამ წუთებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციელების მხრიდან ძალადობას აპროტესტებენ.  მოქალაქეები ძალადობრივ სისტემას აპროტესტებენ და დამნაშავეები...

საზოგადოება 1643127007