ფარული ვიდეო: „კაროჩე“, გიზო, უყურე, ძმა... - ფინანსური დავის მოგვარება ქურდების დახმარებით და შსს-ს განცხადება

კანონიერი  ქურდი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი  5 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, 1967 წელს დაბადებული მ. დ. და 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ. მ. „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული, ხოლო ასევე წარსულში ნასამართლევი 3 პირი: 1983 წელს დაბადებული გ.დ., 1989 წელს დაბადებული კ.ჩ. და 1968 წელს დაბადებული გ.ფ. პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დააკავა.

უწყების ინფორმაციით, დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მ.დ.-მ და მ.მ.-მ არსებული ფინანსური დავის მოსაგვარებლად მიმართეს "ქურდული სამყაროს" წევრებს - გ.დ.-ს, კ.ჩ.-ს და გ. ფ.-ს.

კომპლექსური გამოძიებით კი დადგინდა, რომ ბრალდებულები - „ქურდული სამყაროს“ წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში და მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.

ბრალდებულმა „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოდავე მხარეებს - მ. დ.-ს და მ. მ.-ს შორის არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით, რამდენჯერმე მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა.

„ქურდული სამყაროს“ წევრებმა ერთ-ერთ მოდავე მხარეს, „ქურდული გარჩევის“ შედეგად, სადავო თანხის გაორმაგებით გადახდა დააკისრეს, რომელიც 2023 წლის 6 მარტამდე სრულად უნდა დაეფარა, თანხის არ გადახდის შემთხვევაში კი ჯანმრთელობის ხელყოფით დაემუქრნენ.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ", - ნათქვამია განცხადებაში. შსს-ს ცნობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 გიგა ჯოხაძე
პარლამენტთან ჭავჭავაძის ცენტრის უფროსი მკვლევარი გიგა ჯოხაძე დააკავეს

არლამენტთან დაკავებები გრძელდება - ჭავჭავაძის ცენტრის უფროსი მკვლევარი გიგა ჯოხაძე დააკავეს.   უცნობია, ამ დროისთვის, რამდენი მოქალაქეა დაკავებული. პარლამენტთან დაკავებები დაიწყო. პარლამენტთან მიმდინა...

პოლიტიკა 1713295154

მეუფე საბა
“მე, როგორც საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი…” – მეუფე საბა რუსულ კანონზე

ეპისკოპოსი საბა ინწკირველი რუსულ კანონთან დაკავშირებით, წერს: მე, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქე და როგორც საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი, მივიჩნევ, რომ ჩვენი თავისუფლების მოყვარე ერისა დ...

საზოგადოება 1713294876

აუსტრევიჩუსი
„ვარდების რევოლუციის სულს შეუძლია გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი“ - აუსტრევიჩუსი

"ვარდების რევოლუციის სულს შეუძლია გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი" -  ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი თბილისში მიმდინარე აქციას. საქართველოში დემონსტრანტები ავლენენ მტკიცე...

პოლიტიკა 1713294750

ლარი
რამდენად იყიდით დოლარსა და ევროს 17 აპრილს

16 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6710 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6699 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8387 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8450 ლარს შეადგე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1713294600

პოლიტიკოსები
პრეზიდენტმა შარლ მიშელს და ემანუელ მაკრონს მიმართა

პრეზიდენტმა შარლ მიშელს და ემანუელ მაკრონს მიმართა - სალომე ზურაბიშვილმა ლიდერებს საქართველოში მიმდინარე პროცესები გააცნო.   ამ წუთებში მივმართე შარლ მიშელს და ემანუელ მაკრონს აქაური სიტუაციის შესახებ...

პოლიტიკა 1713294513

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 17 აპრილს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 17 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის ქუჩის მოსახლ...

საზოგადოება 1713294000