კრიმინალი • 1695629828 217
თბილისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.
დაკავებულებს შორის არიან ტატო ხუნდაძე, რომელიც საჯარო მოხელეა. ის ფიგურირებდა 2020 წლის არჩევნების დროს გლდანში მომხდარ დაპირისპირებაში, ასევე "კანონიერი ქურდის" ძმა ელგუჯა შუკაკიძე. ხუნდაძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმება.
"რატომ არის ჯგუფი ის ოცივე ხომ არ ჩხუბობდა, თქვენ ხომ არ იცით იქ რამდენი კაცი ჩხუბობდა. დღეს თვითონ იტყვის სასამართლოზე, მე მთხოვა, რომ ეს დეტალი დამეტოვებინა მისთვის, ყველაფერს მოყვება სასამართლოზე, რა იყო, როგორ იყო და არ უარყოფს თუ მის მიერ თუ რაიმე ქმედებაა ჩადენილი და ამას აქვს სამართლებრივი შეფასება. თორემ ბრალეულობას, სადაც ნათქვამია, რომ ჯგუფურად მივიდნენ, ცემეს, ამას აბსოლუტურად არ ეთანხმება. მთავარი, იყო ლაპარაკი პოლიტიკურ ელფერზე, დამიჯერეთ, დღეს მოისმენთ, არ არის არანაირ პოლიტიკური ელფერი, ეს იყო პირადი, ეს იყო დედის მიმართ მიყენებული შეურაცხყოფა. ბრალი რომელიც წარდგენილი აქვს, ამ ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ უარყოფს მის იქ ყოფნას და ყველა იმ დეტალს, რომელიც მოახსენა პოლიციას და მოახსენებს საზოგადოებას და სასამართლოს დღეს", - ამბობს ტატო ხუნდაძის ადვოკატი.
უფლებადამცველი ამბობს, რომ ის გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.
"პირდაპირ უყურებდა, ეს კამერა ამ პროცესებს ყველაფერს უყურებდა. იქ მაღაზიებში ათასი კამერები, თვითმხილველები, გადაღებული ვიდეოები და რას ვხედავთ, 6 ადამიანია დაჭერილი ხომ?! რატომ არის ექვსი ადამიანი, იმიტომ, რომ როგორც კი ავლენ 10-ზე, 15-ზე, 20-ზე, 30-ზე ჩვენ აუცილებლად გავალთ კახა კალაძეზე, კალაძესთან სურათები იქნება, კალაძესთან დაახლოებული პირები იქნებიან იქ, მერიაში, ააიპ-ში, სსიპ-ში დასაქმებული, გამგეობაში დასაქმებული პირები", - ამბობს ირაკლი ეძგვერაძე.
კიდევ ერთი დაშავებული, კახა ალადაშვილი ძალადობაზე პასუხისმგებლობას მერს, კახი კალაძეს აკისრებს.
"ეს იყო სპეცოპერაცია, მე პირადად ვაცხადებ და ხელს ვადებ, კახა კალაძის ხელმოწერით იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. რა მუხლითაც დაიწყეს გამოძიება, 40 კაცი წიხლებით გვირტყამდნენ, შეგვდგნენ, 112-ის კამერაა, ყველა პირდაპირ უყურებს ამ ყველაფერს, ამოიღონ ეს ყველაფერი თუ მართლა აინტერესებთ და თუ მართლა ობიექტურად უნდათ გამოძიება. ამოიღონ და ნახონ ყველა", - ამბობს ალადაშვილი.
საქმეზე ასევე დაკავებულები არიან ბაჩუკი ქირია, მირიან სვანიძე, გიორგი ქინშმარია.
მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი სოცქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: „ესაა ისტორიული ფოტა ქალბატონნანის კონცერტიდან რომელიც ჩემი ორგანიზებით ჩატარდა ასე დაოწყო ჩვენი დიდი მეგ...
სოცმედია • 1701699996
არსებული ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საქართველოში მოსკოვიდან ჩამოფრინდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მისი გამოსვლის დრო ავიაკომპანია "აზიმუტის" დაფრენის დროს [16:00] ე...
პოლიტიკა • 1701699536
ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანი წითლიძე ბათუმში პარტიის რამდენიმე წევრის წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ენმ "სახელ-გვარებზე ჩამოკიდებული" პარტია არ არის. "მე არ მგონია, რომ აჭარაში ეს წასულები, მ...
პოლიტიკა • 1701698359
თურქეთში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიღრმე კი 9 კმ, ხოლო მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში, ქალაქ გემლიკში, ბურსას პროვინციაში იყო. ცნობილია, რომ ბიძგები იგრძნობოდა მ...
მსოფლიო • 1701697949
უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი და მისი შემოგარენი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 4 ადამიანი. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაუწიეს. "რუსეთის საოკუპაციო ძალების...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1701697525
ხანძარია თელავის მუნიციპალიტეტში - ცეცხლი სოფელ ნაფარეულის ტყეს უკიდია. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, თუმცა ადგილობრივებმა კვამლი ცოტა ხნის წინ შენიშნეს და შესაბამის...
საზოგადოება • 1701697366
ეს საინტერესოა • 1701631860
4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი