ხაშურში მამაკაცი მოკლეს
კრიმინალი • 1653393509 369

მკვლელობა ხაშურის რაიონის სოფელ ხცისში. მოკლულია შუახნის მამაკაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ჭრილობები მიაყენა 1988 წელს დაბადებულმა პირმა. შსს-მ ის მომხდარიდან 2 დღეში დააკავა:
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1965 წელს დაბადებულ ჯ.პ.-ს, რომელიც, მიყენებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული გ.ბ. მომხდარიდან 2 დღეში დააკავეს.პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს." ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში, დაახლოებით 4900 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისია ავრცელებს - "4 ივლისის მდგომარეობით...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1657033418

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ბათუმის ნავსადგურში შესული გემები დასანქცირებული არაა. მათივე ინფორმაციით, ერთი გენი დატვირთულია სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი ტრ...
პოლიტიკა • 1657032798

უკრაინულმა სასამართლომ უკრაინის კომუნისტური პარტია აკრძალა- გადაწყვეტილება ლვოვის ადმინისტრაციულმა სააპელაციო სასამართლომ მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, რეგიონული, საქალაქო და რაიონული ორგანიზა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1657032351

ქალაქ სლავიანსკის დაბომბვის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ქალაქის ადმინისტრაცია წერს. წინასწარი მონაცემებით, ქალაქის დღევანდელი მასიური დაბომბ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1657032235

ზუგდიდის სოფელ შამგონაში პროფესიული სასწავლებლის ძველი შენობის ჭერი ჩამოინგრა და ერთი ადამიანი დაშავდა. შენობაში, რომელიც წლებია მიტოვებული და უფუნქციოა გალიდან დევნილი ოჯახი ცხოვრობდა. ისინი წლებია ს...
შემთხვევა • 1657031161

ოკუპირებულ მელიტოპოლში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ, მტრის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 200-ზე მეტი ოკუპანტი განადგურდა და 300-ზე მეტი დაშავდა - ამის შესახებ ქალაქის მერმა, ივან ფედოროვმა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1657030016