კრიმინალური 7 მილიონისა და ახალი ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმე - პროკურატურის განცხადება

პროკურატურა

დაყადაღებულია 7 მილიონი ლარი. პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

შოთაძიის უწყებაში ამბობენ, რომ საქართველო ტრანსნაციონალური დანაშაულის ეპიცენტრში მოექცა.

 

როგორც გამოძიებით დადგინდა, ფინანსური დანაშაულებისთვის უცხო ქვეყნის ძებნილმა მოქალაქემ, დაუსაბუთებელი და არალეგალური ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად,  ქართული ბანკი გამოიყენა.

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალი დასუწრებლად წარუდგინეს.

 

„საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის მორიგი ფაქტი გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

გენერალურ პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური დანაშაულებისთვის უცხო ქვეყნის ძებნილმა მოქალაქემ, მის ხელთ არსებული დაუსაბუთებელი და არალეგალური ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, საქართველოში არსებულ ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ პირად ანგარიშებზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 7 000 000 ლარზე მეტი თანხები განათავსა.

თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებით, ბრალდებული ბანკს აწვდიდა უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ყალბ ხელშეკრულებებს, რომლის თანახმადაც თითქოსდა მან საზღვარგარეთ მოახდინა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გასხვისება, ხოლო ნასყიდობის საფასური თითქოსდა ნაღდი ანგარიშსწორებით ქალაქ ბათუმში მიიღო.

აღნიშნული გზით, ბრალდებულმა დაუსაბუთებელი და არალეგალური შემოსავლის ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, საბანკო დაწესებულებაში არსებულ მის პირად ანგარიშებზე 7 000 000 ლარზე მეტი თანხები განათავსა.

გამოძიების ეტაპზე ყადაღა დაედო ბრალდებულის გამგებლობაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ, არალეგალური წარმომავლობის თანხას, რითაც ამ უკანასკნელს არ მიეცა მისი განკარგვის შესაძლებლობა. დაყადაღებული, დანაშაულებრივი თანხის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირების დადგენის, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, - განაცხადა ბექა კვიციანმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბაჩუკი ქარდავა
"მოგიწოდებთ, გაიტანეთ კიდევ ერთხელ რუსული კანონი პარლამენტიდან... ნუ აჰყვებით ძალაუფლების სურვილით შეპყრობილი ერთი ადამიანის ვნებას..." - ბაჩუკი ქარდავას გამოსვლა რუსულ კანონთან დაკავშირებით

"დავიწყებ იმით, რომ ჯერ კიდევ პირველყოფილმა ადამიანებმა შექმნეს თანაცხოვრების დარეგულირებისთვის წესები, რომელიც კანონშემოქმედების პირველი ნაბიჯები იყო. ანუ, დასაბამიდან ყველა კანონს თავისი მიზანი ჰქონ...

პოლიტიკა 1713277721

საზოგადოება
„ვიდრე იქნება ივანიშვილი, საქართველოს EU-ში მოხვედრა არ ეღირსება“ - ლაშა ბუღაძე

ვიდრე იქნება ივანიშვილი, საქართველოს EU-ში მოხვედრა არ ეღირსება, - ამის შესახებ  მწერალი  ლაშა ბუღაძე საუბრობს, რომელიც ამ წუთებშ პარლამენტთან რუსულ კანონს აპფროტესტებს. მწერალი პირდაპირ ამბობს, რომ ქ...

საზოგადოება 1713270021

აქციის მონაწილე
„ნაგავი, სამშობლოს გამყიდველები რუსეთისკენ მიიწევენ“ - აქციის მონაწილე

ნაგავი, სამშობლოს გამყიდველები რუსეთისკენ მიიწევენ, - ამის შესახებ პარლამენტთან აქციის მონაწილე საუბრობს. მოქალაქე ამბობს, რომ არ სურს რუსეთში ცხოვრება, წინააღმეგ შემთხვევაში უკვე იქ იქნებოდა. ამასთან...

საზოგადოება 1713269926

იოანე მახარაძე
„დასავლური ფულით გადარჩა ათასობით ადამიანის სიცოცხლე. რუსეთმა მოაწყო გენოციდი, სიცოცხლე მოუსპო ათასობით უდანაშაულო ქართველს“ - იოანე მახარაძე

 გეოგრაფიის სპეციალისტი იოანე მახარაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს: დასავლური ფულით საქართველოში დაფინანსდა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, გადარჩა ათასობით ადამიანის სიცოცხლე. დასავლური...

სოცმედია 1713267788

ფოტიგა
„ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა თავს შეიკავებს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, ქვეყანას ევროატლანტიკური გზიდან გადაახვევინოს“ - ანა ფოტიგა

ქართველებმა კარგად იციან, რომ მათი ქვეყნისთვის რეალური საფრთხე დასავლეთიდან კი არ მოდის, არამედ სხვა კონკრეტული მიმართულებიდან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა „ფეისბუქზე“ წერს. მისი თქმით...

პოლიტიკა 1713267702

ახალგაზრდეი
"ჩვენზეა დამოკიდებული, გავიმარჯვებთ ჩვენ თუ რუსეთი" - ახალგაზრდები დანებებას არ აპირებენ

რუსული კანონის წინააღმდეგ ახალგაზრდების პროტესტი არ წყდება. სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები დღესაც პარლამენტთან არიან შეკრებილები. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ მსგავსი არადემოკრატიული სტილის მმარ...

პოლიტიკა 1713267371