მე-9 კლასის მოსწავლეს ბევრად უფროს კაცზე უპირებდნენ გათხოვებას - რა მოხდა მარნეულში

კრიმინალი 1642767135    202

ქორწინება

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელმა 14 წლის გოგო ადრეულ ქორწინებას გადაარჩინა - რადიო MarneuliFm -ის ინფორმაციით, სკოლის პედაგოგმა, როდესაც მოზარდის დანიშვნის შესახებ გაიგო, დაუყოვნებლივ მიმართა სახალხო დამცველს.

"ბავშვი არის მეცხრე კლასში. მასზე ბევრად უფროსზე აპირებდნენ დაქორწინებას. იცი როგორ გააკეთებდნენ ამ ამბავს? დაამთავრებდა მეცხრე კლასს და მერე აღარ დაბრუნდებოდა , 9 კლასის ატესტატს აიღებდა. სკოლას უკვე იმის იქით აღარ აქვს უფლება მოიძიოს სად წავიდა, რა გააკეთა. სკოლაში აღარ ირიცხება ეს მოსწავლე და ამ ვალდებულება გვეხსნება. დანიშნეს წინასწარ და წინ წაიგდეს საქმე ასე ვთქვათ. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ის შესაძლებლობა, რომ რაღაცით მაინც დავეხმაროთ იმიტომ, რომ 14 წლის ბავშვისთვის, ნიშნობის დღეს მთავრდება მისი ცხოვრება. საუბარი მაქვს მის განვითარებაზე, განათლებაზე. მთელმა სოფელმა იცის ეს ამბავი რომ იმ სახლში არის ნიშნობა, აქ ქორწილს ეძახიან. მე ძალიან ვაფასებ მარნეულში მოქმედ ყველა ორგანიზაციას, ვინც უფლებრივი კუთხით მუშაობს. მასწავლებელს შეუძლია ერთი ინფორმაცია მიაწოდოს მათ და მცირედი წვლილი შეიტანოს, დანარჩენს ორგანიზაცია აკეთებს.

"ბევრი რომ მოიქცეს ასე, დარწმუნებული ვარ, ხშირი ფაქტები აღარ იქნება და რამე შეიცვლება. ნიშნობა შედგა, მაგრამ ბავშვი მშობლების სახლიდან არ წაუყვანიათ. მათ უკვე შეეშალათ ხელი, ქორწინება აღარ მოხდება, ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს. რა ვიცი, პოლიციის და კანონის წინააღმდეგ თუ წავიდნენ... 90%-ით ვვარაუდობ, რომ ეს ქორწინება სრულწლოვნობამდე არ იქნება. რაც შეეხება გოგოს ემოციებს, ის ვერც ხვდება რა ხდება. იმდენად პატარაა, იმდენად გაუთვითცნობიერებელია ამ ყველაფერში, რომ ვერ ხვდება. რომ ველაპარაკები ეღიმება, მორცხვობს. სკოლა მართლა მარტო ის ხომ არ არის, მოხვიდე ბავშვებს ანბანი ასწავლო და ხელფასი აიღო? ჩემთვის გაცილებით მეტია და ვფიქრობ, კარგად მოვიქეცი"  - ამბობს პედაგოგი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხიდურელი
მიხეილ ხიდურელმა სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში" სახელით მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

„ტრადიციულად, როდესაც ყველა აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში" უერთდება დღესასწაულს და თბილისში წარმოდგენილები ვართ სამეწარმეო ბაზრობით, რომელშიც მონაწილეობენ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1653553577

მაკრონი
ემანუელ მაკრონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მოუწოდებს, ქვეყანამ მხარი დაუჭიროს სანქიცების ევროპულ პოლიტიკას

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მან წერილი პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიწერა. წერილში აღნიშნულია, რომ უკრაინაში ომის დროს, როგორც არასდროს, აუცილე...

პოლიტიკა 1653553279

გივი სიხარულიძე
„გაცოფებული ვარ“ - გივი სიხარულიძე ლევან ბერძენიშვილზე

მსახიობი და მწერალი გივი სიხარულიძე მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. როგორც აღნიშნა, უკიდურესად გაბრაზებულია. „ერთ რამეს გეტყვით და ზუსტად ისე დაწერეთ: მე შვილივით მიყვარს და ძ...

საზოგადოება 1653553059

ვოლსკი
„მადლობა ეკუთვნის “ - რისთვის უხდის გია ვოლსკი ელისო ბოლქვაძეს მადლობას

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი 26 მაისთან დაკავშირებით სოცქსელში წერს: „ხვალ, ჩვენი ხალხის და ქვეყნის საპატივცემულოდ, Radio France, საეთერო დროის ძირითად ნაწილს დაუთმობს ქართულ ფოლკლორულ და კლასი...

სოცმედია 1653552386

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 26-29 მაისს, „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით, თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ პავი...

საზოგადოება 1653552153