"მითხრეს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის დაკვეთით, ჩემ მოკვლას ცდილობდნენ, მე არ მეშინია სიკვდილის" - ჟურნალისტი, რომლის მკვლელობის მცდელობა საქართველოს მოქალაქეს ედება ბრალად

ირანელი ჟურნალისტი

მე არ მეშინია სიკვდილის იმიტომ რომ ვიცი, მკვლელობა, გაუპატიურება, წამება, ისლამური რესპუბლიკის დნმ-შია - აცხადებს ჟურნალისტი, ამერიკის მოქალაქე მასიჰ ალინეჯადი მისი მკვლელობის დაკვეთასთან დაკავშირებით.

ირანული წარმოშობის ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეა დაკავებული. სპეცოპერაცია ჩეხეთში ჩატარდა, რომლის დროსაც აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან.

ჟურნალისტმა ვიდეო ტვიტერის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. ის ამბობს, რომ ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებმა მას ამის შესახებ უკვე შეატყობინეს.

"ეს ესაა დავბრუნდი ნიუ იორკში მდებარე ფედერალური საგამოძიებო ბიუროს შტაბ- ბინიდან, სადაც მითხრეს, რომ დაკავებულია სამი მამაკაცი, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის დაკვეთით, ჩემ მოკვლას ცდილობდა. მე არ მეშინია სიკვდილის იმიტომ რომ ვიცი, მკვლელობა, გაუპატიურება, წამება, ისლამური რესპუბლიკის დნმ-შია. მე მოვუწოდებ ამერიკის ხელისუფლებას, რომ იმოქმედოს" ამბობს ჟურნალისტი. დაკავებულთა ვინაობა არ სახელდება, თუმცა არაოფიციალური წყაროებიდან ირკვევა, ერთ-ერთი ბრალდებული დმანისის მკვიდრი, ე.წ. კანონიერი ქურდი პოლად ომაროვია. მას ამერიკის შეერთებულ შტატებში მძიმე დანაშაულის მომზადებაში ედება ბრალი. ე.წ. კანონიერი ქურდი ომაროვი ორ თანამზრახველთან ერთად, ირანის ხელისუფლების დაკვეთით ამერიკაში მცხოვრები ირანული წარმოშობის ჟურნალისტის მასიჰ ალინეჯადის მკვლელობას გეგმავდა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბუდანოვი
“ნუ მოყვებიან ზღაპრებს, რომ ტერაქტი არსაიდან მოხდა – ეს ინფორმაცია სირიული ჯგუფისგან მიიღეს”– ბუდანოვი

სტრატეგიული კომუნიკაციების მესამე საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლის დროს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) მეთაურმა, კირილო ბუდანოვმა თქვა, რომ რუსეთს ინფორმაცია ტერაქტის მომზადების შესახებ წ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1711620740

სოხუმის აეროპორტი
საოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის გასახლებას გეგმავს

ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის გასახლებას გეგმავს. ე.წ. ენერგეტიკის მინისტრი ადგილობრივებს 26 მარტს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, რამ...

პოლიტიკა 1711620000

ქუთაისის მერია
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ენმ" გაუქმდა - წასულებმა "პროგრესი" დააარსეს და "ახალს" უერთდებიან

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია სახელწოდებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს. მას შემდეგ რაც პარტია დეპუტატების უმრავლესობამ დატოვა, მათ კანონის შესაბამისად გადაწყვიტეს რომ ფრაქციისთვის სახე...

პოლიტიკა 1711618503

პანაშვიდი
"31 წლის შემდეგ ხელახლა განმიახლდა ეს ტკივილი" - სამებაში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. 12 იდენტიფიცირებული პირიდან,  უმრავლესობა სწორედ აფხაზეთის ომის მონაწილეა, თუმც...

საზოგადოება 1711618326

ლაზარე გრიგორიადისი
ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სხდომა მოსამართლემ ისევ გადადო

ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სხდომა მოსამართლემ ისევ გადადო. იყო მოლოდინი რომ დღეს განაჩენიც გამოცხადდებოდა და სასამართლოს სიტყვით ლაზარეც მიმართავდა, თუმცა მოსამართლემ უარი თქვა ბრალდებულისთვის დის...

სამართალი 1711618129

ბაკურიანი
ბაკურიანში ზვავში მოყოლილ ადამიანს ეძებენ

ბაკურიანში, ზვავში დაკარგულ ადამიანს ეძებენ. ადგილზე იმყოფებიან მაშველები და მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაცია

შემთხვევა 1711618017