"ნეკნები მოტეხილი, ზეწარში გაახვიეს და ისე წაიყვანეს"- რას ყვება შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულის მეუღლე

ანასტასია შატალოვა

,,ნეკნები მოტეხილი, ზეწარში გაახვიეს და ისე წაიყვანეს" - ეს თბილისში გაზაფხულის ქუჩაზე სასტიკად მოკლული, ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის, ბიძინა ხასიას მეუღლის კომენტარია, რომელიც მან ,,ტვ პირველთან' გააკეთა. 

ხასიას მეუღლის მტკიცებით, პოლიცია მისგან სასურველი ჩვენების მიღებას ძალისმიერი მეთოდების გამოყენებიტ ცდილობდა, ხოლო მის მეუღლეს, რომელიც ამჟამად დიღმის განყოფილებაშია გადაყვანილი სასტიკად გაუსწორდნენ. 

,,მეუბნებოდნენ, სად იყო შენი ქმარიო. ვუთხარი, რომ მთელი დღე ერთად ვიყავით, ახლა კი მეზობლებთან ავიდა-თქო.  რაღაც ვიდეო მაჩვენა, მკვლელიაო, მე ვუთხარი, სად ეს და სად ბიძინა-თქო, როგორც კი ეს ვთქვი, ტუჩებზე ხელი დამარტყა. ჩემი მეუღლე დალეწილი იყო. ნეკნები მოტეხილი, ზეწარში გაახვიეს და ისე წაიყვანეს", - აცხადებს ხასიას მეუღლე. 

პოლიციელების მიერ ძალის გამოყენებაზე საუბრობს მეორე დაკავებულის, ბაჩუკი ლატარიას მეუღლეც. 

,,ჩემს მეუღლეს ფეხებს თავისა და ზურგის არეში ურტყამდნენ. მე კი მეუბნებოდა, გავჩერებულიყავი, თორემ ზედ დამაკლავდა. მას შემდეგ, რაც არ გავჩერდი, ცემა მეც დამიწყო. მგონი, იარაღის ჩადება უნდოდათ, საბოლოოდ ჩემი მეუღლის ჯინსის შარვალი წაიღეს" - აცხადებს ლატარიას მეუღლე. 

შეგახსენებთ, ანასტასია შატალოვა გასულ ღამეს, გაზაფხულის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, მას 7 ჭრილობა აქვს მიყენებული. საქმეზე ამ დროისთვის ორი პიროვნებაა დაკავებული. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნიკო კვარაცხელია
„ნუ დაგვიხოცავთ შვილებს, ნუ წაართმევთ მომავალს! არა რუსულ კანონს!“ - ნიკო კვარაცხელიას დედა

ნუ დაგვიხოცავთ შვილებს, ნუ წაართმევთ მომავალს!!! არა რუსულ კანონს!!! წერს მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე Facebook-ზე თბილისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტთან დაკავშირებით. 

საზოგადოება 1713297165

ერჰოფსტადტი
"ქართველები ხმამაღლა და გარკვევით ამბობენ: არა რუსულ ჩარევას! და ისინი მართლები არიან!" - ევროპარლამენტარი

"ქართველები ხმამაღლა და გარკვევით ამბობენ: არა რუსულ ჩარევას! და ისინი მართლები არიან!", - ამის შესახებ ბელგიელი ევროპარლამენტარი გი ვერჰოფსტადტი სოციალურ ქსელში წერს და რუსული კანონის საწინააღმდეგოდ...

პოლიტიკა 1713296933

ხარებაა
ხალხი გაუფრთხილებლად, "ხარებას" გამო სცემეს - როგორ დაიწყო დაპირისპირება

დაპირისპირება "ხარებას" ხსენებას მოჰყვა - ამის შესახებ "გიორჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ცოტნე კობერიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.   მისი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმს წევრები ადამიანებს ფიზიკ...

პოლიტიკა 1713296842

ასტროპროგნოზი
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დინების მიმართულებით ცურვა ვერ აგიყვანთ იმ სიმაღლემდე, რისი მიღწევის პოტენციალიც გაქვთ. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი შესაძლებლობები ფხიზელი თვალით შეაფასოთ და შესაბამისად იმოქმედოთ. მა...

ეს საინტერესოა 1713296400

რამიშვილი მიშიკო
„ერთი ბალონი დამაცალეს თავზე, ახლაც ვერაფერს ვერ ვხედავ“ - მიხეილ რამიშვილი

"ერთი ბალონი დამაცალეს თავზე, ახლაც ვერაფერს ვერ ვხედავ თვალებში" - ამ განცხადებას ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აკეთებს და იხსენებს, როგორ გადაამეტეს ძალას სამართალდამცავებმა და როგორ გამოიყენეს მშვიდობ...

პოლიტიკა 1713296076

გიგა სოფრომაძე
„ამ კანონის ამ ფორმით მიღების იდეაა მტრული საქმე“ - თბილისის მერიის მაღალჩინოსანი რუსული კანონის წინააღმდეგ

საჯარო მოხელე რუსული კანონის წინააღმდეგ - თბილისის მერიის მომედი თანამშრომელი წერს, რომ "ამ კანონის ამ ფორმით მიღების იდეაა მტრული საქმე" „როდესაც კითხვას სვამთ, ამ კანონში რას ხედავთ რუსულსო, პასუხად...

პოლიტიკა 1713295813