ოზურგეთის მერიის ყოფილი თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

კრიმინალი 1660046541    163

სუსი

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ოზურგეთის მერიის ყოფილი თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. სუსის ინფორმაციით, ბ.გ.-მ  წვევამდელისათვის  სავალდებულო სამხედრო სამსახურის არაოფიციალურად გადავადების სანაცვლოდ ქრთამის სახით 1 500  ლარი აიღო .

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე,  ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის ყოფილი უფროსი ი.ლ. და ერთი მოქალაქე ბ.გ. დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ოზურგეთის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა, მოქალაქის დახმარებით წვევამდელისათვის  სავალდებულო სამხედრო სამსახურის არაოფიციალურად გადავადების სანაცვლოდ ქრთამის სახით აიღო 1 500  ლარი.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით. 

აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.

ოზურგეთის მერიის დაკავებული ყოფილი თანამშრომელი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სანთლები
ძალიან სამწუხარო ინფორმაცია - ცნობილი ქართველი ოლიმპიელი გარდაიცვალა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს „საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოდან ძალოსნობაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონის, მსოფლ...

საზოგადოება 1664173741

პუტინი
გაქცევა პუტინისგან - ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 261 000-მა მამაკაცმა დატოვა

Новая газета Европа-ს ინფორმაციით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 261 000-მა მამაკაცმა დატოვა. გამოცემის წყაროს ცნობით, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში უსაფრთხოების ძალები და თა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664173514

ენტონი ბლინკენი
რას იზამს აშშ, თუ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს - ბლინკელის განმარტება

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებენ უკრაინელების დასახმარებლად, ასევე, იმისთვის, რომ ეს ომი არ გაფართოვდეს. ბლინკენმა თქვა, რომ პუტინის რიტორიკა ბირთვული იარა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664173079

ენმ
„მე და შენს შორის პროვოკატორის დედაც“ - ჩხუბი ენმ-ს ოფისში

რა მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში - მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ პარტიის ოფისში თანამებრძოლებთან ერთად, იმ ბრალდებების გასარკვევად მივიდა, რომლ...

პოლიტიკა 1664171884

ზელენსკი
„კატასტროფული ვითარება ოკუპირებულ ყირიმში“ - ზელენსკი

სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ფრონტის ბევრ სექტორში, რომელთა საერთო სიგრძე 2 000 კილომეტრზე მეტია, .ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „კატასტროფული ვითა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664170336

დაღესტანიი
შეტაკებები დაღესტანში - ხალხი პუტინის ნაწილობრივ მობილიზაციას აპროტესტებს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ წინააღმდეგ დაღესტანში, ქუჩებში გამოსულ მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ BBC წერს. გ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664170147