პატიმრის მკვლელობა - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ერთი წლის წინ მომხდარი სისხლიანი საქმე გახსნა
კრიმინალი • 1657025970 784

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრებს შორს ჩხუბის დროს მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - ამის შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მკვლელობა 2021 წლის 26 ივლისს N17 პენიტენციური დაწესებულებაში მოხდა.
„განხორციელებული ძალადობის შედეგად, პატიმარმა თავის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, N17 დაწესებულების სამედიცინო პუნქტში, სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად გარდაიცვალა.
აღნიშნულ ფაქტზე, გამოძიება 2021 წლის 26 ივლისს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო და ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, ხოლო 2022 წლის 1 მარტიდან საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გააგრძელა.
გამოძიების პროცესში დათვალიერებული შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ბიოლოგიური მასალის ნიმუშები, ანაწმენდები და სხვა ნივთიერი მტკიცებულებები. გამოიკითხა 100-მდე პირი, მათ შორის - სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, პატიმრები, სამედიცინო ექსპერტი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.
ასევე, საგამოძიებო ვერსიის გადამოწმების მიზნით, №17 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამავე დაწესებულებაში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები გამოთხოვილი იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან. ასევე, სასამართლო-სამედიცინო, კომპლექსური გენეტიკურ-ბიოლოგიური, მიკრონაწილაკური, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური და სამედიცინო - კრიმინალისტიკური ექსპერტიზები ჩატარდა „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“.
მკვლელობის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, ბრალდებული პატიმრის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, გამოტანილია ბრალდების დადგენილება“, - აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

პირველკურსელი სტუდენტი, ნინიკო დვალი თბილისში გასაქირავებელი ბინების სიძვირესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს: "ესეიგი, ვიწვალე, ვიშრომე იმისთვის, რომ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, ცხოვრების ახალ...
სოცმედია • 1660159852

ვერძი გადაწყვეტილების მიღებისას ნუ იჩქარებთ, კარგად დაფიქრდით მის შედეგებზე. პროფესიულ საქმიანობაში განვითარების კარგი შესაძლებლობა მოგეცემათ. ფინანსური კუთხით იღბლიანი დღე გაქვთ. მეგობრებთან ერთად უფ...
ეს საინტერესოა • 1660159125

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მ...
საზოგადოება • 1660157119

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კახოვკას ხიდს დაარტყეს - ინფორმაციას ხერსონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ჰესის მახლობლად მდებარე ხიდი მნიშვნელოვანი იყო ოკუპანტებისთვის ლოჯისტიკურად - დარტყმა იყო...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1660150800

დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში ერთმანეთს სოფელ კუმურდოს ყოფილი დეპუტატი, აშოტ საარიანი და პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, ანდრანიკ პ...
სამართალი • 1660150631

უკრაინის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარმა, ოდესელმა მიტროპოლიტმა აგათანგელოზმა ეპარქიის საქათმე მოინახულა და ქათმები დალოცა.
მსოფლიო • 1660147344