კრიმინალი • 1695464340 55
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გლდანში მომხდარი ძალადობის ფაქტზე, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.
უწყების თქმით, ბრალდებულებმა, 22 სექტემბერს, გლდანში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს და მის თანმხლებ პირებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
"დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული ე.ჩ., 1996 წელს დაბადებული ტ.ხ.,1988 წელს დაბადებული გ.ქ., 1989 წელს დაბადებული ლ.ა., 1997 მ.ს. და 1994 წელს დაბადებული ბ.ა.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, გლდანში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს და მის თანმხლებ პირებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე 6 პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ძალადობის ფაქტზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დაშავებული პირების მეგობრებმა და თანაპარტიელებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა. ასევე, ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო იმ პირების მიმართაც, რომლებიც სამართალდამცველებს ხელს უშლიდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.უწყების მტკიცებით, დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი წალკიდან 13 კილომეტრში, სოფელ სალამალეიქში ი...
შემთხვევა • 1701807901
სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, კორპორაციული კლიენტების მზარდი ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით, პარტნიორობა გააფორმა ოპ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701807832
"ხაბეს აშშ-ი მიეცა შესაძლებლობა მაიკ პენსს გასაუბრებოდა საქართველოზე! პენსი ქურქუმალვაითს თუ ფლობდა აბა რას წარმოვიდგენდი. ქურქუმალი რატომ დარჩა გაღიმებული გასაგებია. ეს ჩვენი ცოდვით სავსე სტრატეგიული...
სოცმედია • 1701807300
ზოდიაქოს ნიშანი ადამიანის ხასიათზე გავლენას ახდენს მის გემოვნებაზე. ამის გათვალისწინებით, შეგიძლიათ, საჩუქრის ადრესატი მოკრძალებული საახალწლო სუვენირით უფრო გაახაროთ, ვიდრე ძვირად ღირებული საჩუქრით, რ...
ეს საინტერესოა • 1701807000
"გარდაიცვალა იტალიაში (ბარში) ახალგაზრდა ემიგრანტი, ნინო ბაიაშვილი. გლოვობს ჩემი თიანეთი 7 წლიანი ემიგრაციიდან ასე უნდა ჩამოსულიყავი მშობლიურ სიმონიაანთხევში?.... სიკვდილო,ვინ წაგართვი?? ეცხოვრა, ეცო...
სოცმედია • 1701806700
"ძალიან მაგარია, როცა ახალგაზრდა გოგოს შეუძლია ბულინგს, ასეთი ფორმით უთხრას - მკიდიხარ. თუ ყველა ასე მოვიქცევით, უცხო ადამიანები სხვების ცხოვრებიდან ცხვირსად ამოყოფენ და დიზაინერობასაც თავს დაანებებე...
სოცმედია • 1701806100
ეს საინტერესოა • 1701804900
6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1701718320
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი