ქოლ-ცენტრების საქმე - შსს-მ 4 პირი დააკავა, 8 პირს ბრალი წარედგინა

კრიმინალი 1664702402    187

ჰაკერი.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნების ინტერნეტმომხმარებლების მიმართ განხორციელებულ თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს, ხოლო 8 პირს ბრალი წარუდგინეს.

დაკავებული არიან: 1972 წელს დაბადებული ზ.ს., 1991 წელს დაბადებული ე.ნ., 1995 წელს დაბადებული ი.კ. და 1994 წელს დაბადებული ა.მ.

ბრალი წარედგინათ: 1996 წელს დაბადებულ გ.მ.-ს, 1997 წელს დაბადებულ ნ.ვ.-ს, 1992 წელს დაბადებულ გ.თ.-ს, 1990 წელს დაბადებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს - მ.ქ.-ს, 1998 წელს დაბადებულ ი. მ.-ს, 1992 წელს დაბადებულ გ.კ.-ს, 1984 წელს დაბადებულ რუსეთის ფედერაციისა და ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეს - ი.ვ.-ს და 1989 წელს დაბადებულ ბელგიის სამეფოს მოქალაქეს - გ. წ.-ს.

დანაშაული 7-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.ვ.-მ საქართველოში დაარეგისტრირა კომპანია, რომლის თანამშრომლები უცხო ქვეყნის, ძირითადად საფრანგეთის მოქალაქეებს, ინტერნეტბრაუზერში უგზავნიდნენ შეტყობინებას - "pop up"-ს, სადაც კატეგორიული ფორმით, ფრანგულ ენაზე ეწერა, რომ მათი კომპიუტერი დავირუსებული იყო და ხარვეზების გამოსწორებისათვის უნდა დაერეკათ მითითებულ ნომერზე. შეტყობინებას არ ჰქონდა გათიშვის ფუნქცია და მომხმარებლები კომპიუტერით ვეღარ სარგებლობდნენ. მომხმარებლები, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ კომპიუტერებს ჰქონდათ სერიოზული პრობლემა, რეკავდნენ შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე, რომლითაც სარგებლობდა ზემოხსენებული კომპანია. მათ პირველ ეტაპზე ესაუბრებოდნენ კომპანიის ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც ეცნობოდნენ ფრანგული სახელებით, კიდევ უფრო მეტად არწმუნებდნენ პრობლემის სერიოზულობაში და მის მოგვარებას ჰპირდებოდნენ. მომხმარებლები, რომლებიც იჯერებდნენ, იხდიდნენ გარკვეულ საზღაურს სხვადასხვა ონლაინ გადახდის სისტემების გამოყენებით, რომლებთანაც ი.ვ.-ს ჰქონდა დამყარებული კავშირი, რის შემდეგაც ზემოაღნიშნული კომპანიის ე.წ. IT-თანამშრომლები დისტანციური წვდომის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით შედიოდნენ დაზარალებულის კომპიუტერულ მოწყობილობებში და ახდენდნენ „pop up”-ის გათიშვას, ასევე გარკვეული პროგრამული უზრუნველყოფის დაყენებას, რათა დაზარალებულს შექმნოდა ილუზია, რომ მის მიერ გადახდილი თანხის შესაბამისი სერვისი მიიღო კომპანიისგან.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით დაზარალებულებს საერთო ჯამში მიადგათ 767 000 ევროზე მეტი ოდენობის მატერიალური ზიანი.

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 284-ე, 180-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ფისო
"ბედნიერი ვარ, რომ...“ - რას წერს კესარია აბრამიძე

"ბედნიერი ვარ, რომ მოვიშორე ეროსი მანჯგალაძის წარბები, ვაჭრის როლში რომ ჰქონდა. 2-ჯერ გადავიტარე ლაზერი და დავიბრუნე ჩემი რიჟა წარბი" - წერს კესარია აბრამიძე ფეისბუქზე.   აბრამიძე გულისხმობს დიდი არტი...

სოცმედია 1670591223

ნაღმი
უკრაინის ტერირორიის რამდენი პროცნტია დანაღმული და რამდენი წელი დასჭირდება გაწმენდას

უკრაინის შს მინისტრის მოადგილის, მერი აკოპიანის ინფორმაციით, უკრაინის  ტერიტორიის დაახლოებით 30% დანაღმულია და მის სრულად გაწმენდას, დაახლოებით 10 წელი დასჭირდება. "ჩვენი სპეციალისტების ანალიზისა და შ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1670591123

დავით მაღრაძე
„ეს ყოფნა-არყოფნის საკითხია“ - რაზე საუბრობს დავით მაღრაძე

,,ჩვენი მოსახლეობის ნაწილს, საერთოდ აღარ აინტერესებთ მათი მოსმენა, არც მათი სულიერი მდგომარეობა. უბრალოდ, ეს ყველაფერი გადარჩენილია იმ ტელევიზიის ყუთში სადღაც და არა რეალურ ცხოვრებაში. ტელევიზიის ყუთს...

საზოგადოება 1670590926

ნარკოტიკი
ვიდეო: მოგზაურობა ჯოჯოხეთში - რას განიცდიან ნარკოდამოკიდებულები

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა ნარკოდამოკიდებულებისა და ნარკოტიკებით გამოწვეული ფსიქოლოგიური სირთულეების შესახებ უყვება „იმედის დღის“ მაყურებელს. ის ამბობს: „არსებობს ორნაირი მოგზაურობა, რომელსაც თრიფს ეძა...

საზოგადოება 1670590676

პუტინი
8-წლიანი პატიმრობა რუსეთის არმიაზე „ყალბი ინფორმციის“ გავრცელებისთვის - პუტინის რეპრესიები გრძელდება

მოსკოვში მეშჩანსკის სასამართლომ რუს ოპოზიციონერი, კრემლის კრიტიკოსი ილია იაშინი დამნაშავედ ცნო რუსეთის შეარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციების გავრცელებაში. მოსამართლემ მას 8,5 წლით პატიმრობა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1670589489

სევეროდონეცკი
მოკლულია 5 მშვიდობიანი მოქალაქე - რაშისტების სადიმზი დონეცკში

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, ბოლო ერთ დღეში რუსებმა დონეცკის რეგიონში 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. "რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 8...

რუსეთ-უკრაინის ომი 1670589212