რა ვიდეოკადრები ანახეს ნიკა გვარამიას სუს-ში - შეკვეთილი მკვლელობის საქმე

კრიმინალი 1642595662    261

გვარამია

„გამაცნეს დასკვნა, ვნახე ვიდეომიყურადების კადრები. დასტურდება, რომ ეს ადამიანები იყვნენ შემოსული, რაც გავრცელდა მედიით და გავიდნენ თავისუფლად ქვეყნიდან“ – „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა ნიკა გვარამიამ სუს-დან გამოსვლის შემდეგ, სადაც მისი გამოკითხვა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

საუბარია შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზების საქმეზე.

როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა, უსაფრთხოების სამსახურში განუმარტეს, რომ დასახელებულმა პირებმა საქართველო დატოვეს, რადგან არ დადასტურდა, რომ ისინი ქვეყანაში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ლიკვიდაციისთვის იყვნენ შემოსულები - ახსნა ის არის, რომ იკვლევდნენ და არ გამოვლინდა, რომ ისინი არიან შემოსული ჩემი ლიკვიდაციისთვის და ამიტომ გავიდნენ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, არსებობს ვერსია, რომ ეს ადამიანები ყურადღების გადატანის მიზნით გადაადგილდებოდნენ ქვეყანაში და არსებობს კიდევ სხვა ჯგუფი, თუმცა ამაზე სუს-ის გამომძიებლებს ნიკა გვარამიას თქმით, არაფერი უთქვამთ.

ნიკა გვარამიას განცხადებით, "საქმეს აქვს 3 სუსტი წერტილი" მათ შორისაა ის ბრიფინგი, რომელიც უწყებამ რამდენიმე თვის წინ ჩაატარა და პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანაში ნიკა გვარამიასა და სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაციისთვის ადამიანები შემოვიდენენ:

"ამაზე მივიღე ახსნა-განმარტება, რომ ეს იყო ოპერატიულად საჭირო, მე ვუთხარი, რომ ჩემთვის მაინც გეთქვათ, რეალურად ჩემთვის ეს არ იყო მარტივად აღქმადი. მითხრეს, რომ თქვენი აღშფოთება უნდა ყოფილიყო რეალური.

მეორე - ადამიანი ერთ ერთი, გაგიევი, რომელიც შემოსული იყო ქვეყანაში გულის პრობლემების მოსაგვარებლად, არ ფიქსირდება არც ერთი მისი ვიზიტი ექიმთან, საქართველოში ყოფნის განმავლობაში

მესამე- ჩემთვის მთავარია ის, რომ გაგიევთან მანამდე, მარტში, ჩემი მეზობლისგან ეთნიკურად ოსისგან, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და ჩემ კორპუსში ჩამოდის ხოლმე დედასთან და მე მას არ ვიცნობ, ფიქსირდება ზარი გაგიევთან. ეს ზარი არის 3 წამიანი, მაგრამ მე ეს არაფერს არ მეუბნება. შეცდომის ვერსიას ავითარებს კონტრტერორისტული სამსახური, თუმცა ის, რომ სამწამინი იყო ეს ზარი, აუცილებლად ამას არ ნიშნავს, რომ ვინმეს შეეშალა. ეს ზარი შეიძლებოდა ყოფილიყო მარტივი სიგნალი კონკრეტული მოქმედების, წინასწარ შეთანხმებული." განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი განცხადებით, გამოკითხულია ყველა, მათ შორის ინფორმაციის წყაროც და მისი მეზობელიც, თუმცა რა თქვეს მათ, ეს უცნობია. ნიკა გვარამიას განცხადებითვე, ნახა ფირი, რომლითაც დასტურდება, რომ წყარო დახვდა საქართველოში შემოსულ პირებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კირილ პეტკოვი
ჩვენი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გილოცავთ 26 მაისს - ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კირილ პეტკოვი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ოფიციალურ მილოცვაში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბულგარელი კოლეგისგან მიიღო, აღნიშნული...

პოლიტიკა 1653556228

ზურაბიშვილი
„ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და სირცხვილია, დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ" - პრეზიდენტი

„ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დ...

პოლიტიკა 1653555715

სმაილოვი ღარიბაშვილი
მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით - ყაზახეთის პრემიერი ღარიბაშვილს

ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ალიხან სმაილოვი ხაზს უსვამს, რომ საქართველო თავდაჯერებულ...

პოლიტიკა 1653555705

შვეიცარიის საელჩო
ჩვენ წელს დავიწყეთ თქვენთან თანამშრომლობის ახალი პროგრამა, რომელიც ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერის დასტურია - შვეიცარია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოში შვეიცარიის საელჩო ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც მისალოც წერილშია ნათქვამი, 30 წელია, შვეიცარია და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და ტურ...

პოლიტიკა 1653555297

ფიცი
წვევამდელებმა სამხედრო ფიცი საზეიმოდ  დადეს

თბილისსა და საქართველოს 5 რეგიონში, წვევამდელებმა სამხედრო ფიცი საზეიმოდ  დადეს. ფიცის დადების ცერემონია გაიმართა: თბილისში - თავისუფლების მოედანზე;ქვემო ქართლში - დმანისის ნაქალაქართან;კახეთში - ჩოლო...

პოლიტიკა 1653554948

ფაშინიანი ღარიბაშვილი
მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ურღვევი გზა მნიშვნელოვანია სომეხი და ქართველი ხალხების ერთგულების თვალსაზრისით - ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამასთან, ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ ხალხს კეთილდღეობა და მშვიდ...

პოლიტიკა 1653554894