საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისთვის საქართველოს 2 და თურქეთის 1 მოქალაქე დააკავეს

კრიმინალი 1664702099    143

დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა,  საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე - 1988 წელს დაბადებული გ.გ. და 1993 წელს დაბადებული კ.ს, ასევე, თურქეთის 1 მოქალაქე - 1977 წელს დაბადებული ი.ფ.

ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, თურქეთის მოქალაქე ჰ.გ.-ის მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე, მიგრანტის - სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე მ.ა.-ს უკანონოდ გადაყვანას შეეცადნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344' მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სენატი
ამერიკელი სენატორების ფარული შეხვედრები უკრაინის დასახმარებლად

ამერიკელი სენატორები ფარულ შეხვედრას გამართავენ, რათა განიხილონ უკრაინის დახმარების გაზრდის საკითხი. ინფორმაციას CNN სენატის თანაშემწეზე დაყრდნობით ავრცელებს. შეხვედრა ოთხშაბათს 7 დეკემბერს გაიმართება...

რუსეთ-უკრაინის ომი 1670062743

ჯამბულათ ხოფერია
კიევში ჯამბულათ ხოფერიას სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

უკრაინაში გმირულად დაღუპულ ჯამბულათ ხოფერიას კიევში დღეს თანამებრძოლები გამოემშვიდობებიან. სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში გაიმართება, ამის შემდეგ კი ქართველ მებრძოლს სამშობლ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1670061035

სააკაშვილი ალასანია
„ჯდომის სურვილიც არ აქვს, იწვა და იმ წოლის დროსაც იყო უსიცოცხლოდ ძალიან“ - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

კლინიკა "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილთან პალატაში ამ წუთებში მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია იმყოფება. მან კლინიკაში შესვლამდე "მთავარი არხის" მიერ ამერიკელი ექიმის, დევიდ სმიტის დასკვნაზე ისა...

პოლიტიკა 1670059307

საბერძნეთის პოლიცია
შემზარავი დანაშაული - რისთვის დააკავეს საბერძნეთში ქართველი ქალი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ათენში 31 წლის ქართველი ქალი დააკავა. საქართველოს მოქალაქე ძებნილი იყო. ის ათენში იტალიიდან გაიქცა. ბერძნული მედიის ცნობით, ახალგაზრდა ქალს იტალიაში ჩადენილ დანაშ...

კრიმინალი 1670056335

კრიმინალი
84 წლის ქალს ბასრი საგნით ყელზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს - რა მოხდა ოზურგეთში

ოზურგეთში, 84 წლის ქალი, ყელზე მრავლობითი დაზიანებებით საკუთარ საწოლში იპოვეს. "ტვ პირველის" ინფორმაციით ქალს ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. შემთხვევა ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მოხდა, სადაც ამ დროი...

კრიმინალი 1670055714

ღარიბაშვილი
„სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს“ - რას ამბობს პრემიერი შშმ პირებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოში კონსტიტუციურ დონეზე განისაზღ...

პოლიტიკა 1670055468