საზღვრის უკანონო კვეთა - რომელი ქვეყნების მოქალაქეები დააკავა შსს-მ

კრიმინალი 1679561044    186

დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფის" დასაცავ მონაკვეთზე სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს.

"თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქეს: 1977 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ე.-ს ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობაში ედებათ.

რაც შეეხება ტუნისის რესპუბლიკის 2 მოქალაქეს - 2002 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს და 1978 წელს დაბადებულ ა.მ.-ს, ისინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს",- ნათქვამია განცხადებაში. 
გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. ტუნისის რესპუბლიკის მოქალაქეებმა კი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაულები 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
Boeing 737 MAX
აშშ-მა თურქულ ავიაკომპანია Southwind Airlines-ს რუსეთში ამერიკული Boeing 737 MAX თვითმფრინავით ფრენა აუკრძალა

შეერთებულმა შტატებმა თურქულ ავიაკომპანია Southwind Airlines-ს რუსეთში ამერიკული Boeing 737 MAX თვითმფრინავით ფრენა აუკრძალა. „იზვესტიას“ ცნობით, რუსი გადამზიდავების წყაროებზე დაყრდნობით, შეერთებული შტ...

მსოფლიო 1686048837

ხაბეიშვილი
დიახ, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები - ხაბეიშვილი

"როგორ ისტერიკაში ჩავარდა სრულიად  რუსული პარტია და სახელისუფლებო  მედია ...  დიახ, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები! დიახ, ჩვენ პროდასავლურ ოპოზიციას, ვუფრთ...

პოლიტიკა 1686048384

უკრაინა კონტრშეტევა
ჰესის აფეთქება კონტრშეტევას ვერ შეაჩერებს - უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ რუსების მიერ კახოვკას ჰესის აფეთქება ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომ გათავისუფლებას ვერ შეაჩერებს - " მტრის მზაკვრული ქმედებები, რომელიც ქმნის სოციალურ და ე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1686046822

ფესტი
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მე-15 საიუბილეო სეზონისთვის ემზადება

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის2023 წლის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნას...

საზოგადოება 1686046606

ევექსი
ევექსი ჰოსპიტლები EBRD-ის 2023 წლის მდგრადობის ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) და ევექსი ჰოსპიტლებმა EBRD-ის 2023 წლის მდგრადობის ოქროს ჯილდო ყველაზე მაღალ კატეგორიაში მიიღო. კერძოდ, ევექსი ჰოსპიტლები გამარჯვებული გახდა გარემოს დაცვისა და სოცია...

ბიზნესი & ეკონომიკა 1686045974