კრიმინალი • 1713038340
უმძიმესი დანაშაული თბილისში - ათობით ქალის პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟისთვის დაკავებული გიორგი ქაროსანიძე ციხეში გაუშვეს.
კაცი, რომელიც წლების განმავლობაში ხატებით სანთლებით და საეკლესიო ნივთებით ვაჭრობდა, ვაგზლის მოედანზე, საეკლესიო ნივთების მაღაზიაში დააკავეს.
სამართალდამცავებს ეჭვი ჰქონდათ, რომ 38 წლის ყოფილი სტიქაროსანი იმ ქალების და სავარაუდოდ არასრულწლოვანების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ინახავდა, ვისაც წლების განმავლობაში მოტყუებით უღებდა. გამოძიება ამტკიცებს, რომ საეკლესიო ნივთებით მოვაჭრე, ნდობაში ქალებთან როგორ ფოტოგრაფი შედიოდა, არწმუნებდა, რომ ქალის თეთრეული ცნობილი ბრენდის დაკვეთა ჰქონდა და მათი შიშველი ფოტოები ამისთვის სჭირდებოდა. როგორც კი ქალი ფოტოსესიაზე თანხმდებოდა, იწყებოდა მათი შანტაჟი.
38 წლის ბრალდებულის ჩხრეკის შედეგად ნაპოვნია 15 წლის წინანდელი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალაც. სულ ახლა გამოძიების ხელშია 200 მდე სხვადასხვა ქალის ინტიმური ფოტოები და რამდენიმე საათიანი, წლების მიხედვით დაარქივებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერები.
ყოფილი სტიქაროსნის საქმე შესაძლოა უფრო შემზარავი გახდეს -“შაბათის ეთერთან“ საქმის გამომძიებელი პირდაპირ, ამბობს რომ საგამოძიებო უწყებას ეჭვი აქვს რომ ე.წ. ფოტოგრაფის მსხვერპლი ქალების გარდა, შესაძლოა, არასრულწლოვანებიც იყვნენ - ანუ ის თინეიჯერები, ვისაც კაცი ფოტომოდელებად იღებდა შემდეგ კი - სექსუალურ კავშირს აიძულებდა.
გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ თვითმარქვია ფოტოგრაფი, ცნობილი ფოტოხელოვანის ნუკრი ჯიორშვილის სახელს იყენებდა.
ასე გახდა სავარაუდო მოძალადის სავარაუდო მსხვერპლი 22 წლის სტუდენტი საქართველოს ერთ -ერთი რეგიონიდან. ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც სწავლის ფული ჰქონდა გადასახდელი მაღალანაზღაურებადი ვაკანსია სოციალურ ქსელში იპოვა და ფოტოსესია დაიგეგმა. საგამოძიებო უწყებისთვის მიცემულ ჩვენებაში დაზარალებული ამბობს, რომ ე.წ. იმიტირებული ფოტოსესიის ადგილი სავარაუდო მოძალადეს წინასწარ ჰქონდა შერჩეული. ის ე.წ. ფოტოსესიას გლდანში ქერჩის ქუჩაზე საკუთარი დის სახლში აწყობდა - საქმის მასალების მიხედვით, სწორედ აქ დაიბარა შეხვედრაზე 1 მარტს გიორგი ქაროსანიძემ სტუდენტი გოგონა.
იმიტირებული ფოტოსესიდან სახლში დაბრუნებულმა ქალმა კი შოკისმომგვრელი შეტყობინება მიიღო ე.წ. ფოტოგრაფი მას სექსუალურ კავშირს აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფოტოების გასაჯაროებით ემუქრებოდა.
სექსუალური კავშირის გარდა 38 წლის კაცი გამოძიების ინფორმაციით, ქალს რულ მორჩილებას აიძულებდა - ემუქრებოდა, რომ თუ თბილისში ერთი თვის განმავლობაში მისი შინამოსამსახურე და სექსუალური პარტნიორი არ იქნებოდა, მთელს სოფელს, მის შიშველ ფოტოებს გაუგზავნიდა.
საბოლოდ სტუდენტმა 38 წლის ყოფილ სტიქაროსანს უჩივლა და გიორგი ქაროსანიძე მისი განცხადების საფუძველზე დააკავეს - საგამოძიებო მოქმედებების დროს კი დადასტურდა, რომ იგივე სცენარით მისი მუქარის და შანტაჟის სამიზნე კიდევ ერთი ქალი იყო. სავარაუდო მსხვერპლი „შაბათის ეთერთან" ჰყვება რომ ის ე.წ. ფოტოგრაფთან ხაზზე ინტერნეტში გამოცხადებული მაღალანაზღაურებადი ვაკანსიის გამო გავიდა.
საბოლოოდ, ის ქაროსანიძეს საბოლოოდ არ შეხვდა, მაგრამ კაცმა მასზე ზეწოლა დამონავებული ფოტოებით დაიწყო. 40 წლის ქალს ამტკიცებს, რომ კაცი შეხვედრას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი დამონტაჟებული ფოტოების ოჯახი წევრებთან გაგზავნით და მკვლელობით ემუქრებოდა.
ჩვენ საქართველოს ქალები და დედები პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის, - 4 დეკემბერს, 15:00 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, რაიონულ ცენტრებში არსებულ პოლიციის შენობებთან ა...
პოლიტიკა • 1733242641
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გიორგი გოგინაშვილი წერს, რომ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, პოსტს ტოვებს. "30 ნოემბერი, 01 დეკემბერი დასვენების დღეები მქონდა, 02 დეკემბერს გამოვცხადდი თ...
პოლიტიკა • 1733241037
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხავიერ ბეტელი ამბობს, რომ "არ არის კარგი, რაც საქართველოში ხდება". ის "ქართულ ოცნებას" ახსენებს, რომ ევროკავშირში არსებობს წესები, რომელსაც პატივი უნდა სცეს. "არ...
პოლიტიკა • 1733240540
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ მას საქართველოს მთავრობის ტყუილების აღარ სჯერა. მინისტრი აცხადებს, რომ მომავალ საბჭოზე საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ, საუბა...
პოლიტიკა • 1733239998
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა თანამდებობა დატოვა. ის პოსტზე გელა გელაძემ შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი, უცნობია, ასევე ი...
პოლიტიკა • 1733238950
"თუ შინაურულად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ ოფიციალურად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ პროვოკაციის მიზნით მეკითხები, კიდევ გეუბნები, არ დაუტოვებია არაფერი. ანუ სამივე შემთხვევაში არა......
პოლიტიკა • 1733238244
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი