შემთხვევით გადარჩენილი ქალი, რომელიც სასიკვდილოდ ყოფილმა ქმარმა გაიმეტა - რა წერია საქმის მასალებში

ძალადობა

59 ჭრილობა დანით, მავთულით შეკრული ხელები და თხრილში გადაგდებული ცხედარი - ეს ფემიციდის კიდევ ერთი უმძიმესი და შემზარავი ისტორიაა. 21 წლის გოგოს დასახიჩრებული ცხედარი მამამ იპოვა. ქეთი ჯავახიშვილის მკვლელი დაკავებულია და შესაძლოა მას სამუდამოდ ციხეში ყოფნა მოუწიოს.

"კურიერი პიესი" დღეს მოგიყვებათ შემთხვევით გადარჩენილ ქალზე, რომელიც სასიკვდილოდ ყოფილმა ქმარმა გაიმეტა. 41 წლის შორენა ტალახაძეს, ცივი იარაღი ყოფილმა მეუღლემ რამდენჯერმე დაარტყა, ის სისხლისგან იცლებოდა, თუმცა მაინც შეძლო 112-ში დარეკვა და დახმარების თხოვნა. ქალი გადარჩა, ახლა კი დამნაშავის სრული სისასტიკით დასჯას ითხოვს.

კაცი, რომელიც ყოფილ პარტნიორს ბრალდებულის სკამიდან სიყვარულს უხსნის, მანამდე ქალს სასიკვდილოდ იმეტებდა.

ზარი 112-ში რამდენიმე თვის წინ, რუსთავიდან შევიდა. 5 ჭრილობით, მათ შორის გულ-მკერდში მიყენებული დაზიანებებით, 41 წლის ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმებს იმედი არ ჰქონდათ, თუმცა შორენა ტალახაძის გადარჩენა შეძლეს.

ლაშა შაუმიანი მსხვერპლ ქალთან 5 წელი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. ეჭვიანობის მოტივით, ქალს ფიზიკურად ხშირად უსწორდებოდა. დაშორების შემდეგ, მოძალადე კაცი ყოფილ ცოლთან სახლში მივიდა. ამ დროს ბინაში ქალის გარდა, მისი შვილები და მეგობრები იყვნენ.

საქმის მასალებით, რომელიც "კურიერი პიესმა" მოიპოვა, ირკვევა, რომ შაუმიანი ბინიდან გავიდა, სტუმრების სახლიდან გასვლას დაელოდა და როდესაც ქალი მარტო დარჩა, აივნიდან მის ბინაში შესვლა მოახერხა. დანაშაული მოძალადეს დაგეგმილი ჰქონდა, რადგან ყოფილი ცოლის სახლში შეიარაღებული შეიპარა. შორენა ტალახაძეს მოძალადე კაცმა ცივი იარაღით 5 ჭრილობა მიაყენა. სისხლის კვალი დანაშაულის ადგილს ახლაც ეტყობა.

ქალი გადარჩა, რამდენიმე დღეში კი პოლიციამ 42 წლის ლაშა შაუმიანი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა. "კურიერი პიესმა" მოიპოვა ხმოვანი შეტყობინება, რომლითაც ირკვევა, რომ მამაკაცი ყოფილ ცოლზე ანგარიშსწორებას გეგმავდა. ამ შინაარსის შეტყობინება კი, ბრალდებულმა დედას გაუგზავნა.

ლაშა შაუმიანს გენდერული ნიშნით ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის გარდა, ძალადობასა და არასრულწლოვანი გერისთვის ხელის მოტეხვასაც ედავებიან.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ცოლთან დაშორებამდე, ერთ-ერთი კონფლიქტის დროს, ხელი მოტეხა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანს, რომელიც დედის გადარჩენას ცდილობდა, როდესაც მამინაცვალი ქალს გუდავდა. 17 წლის ბიჭი საქმეში დაზარალებულად სცნეს.

მძიმე ბრალდებებით დაკავებული კაცი დუმილის უფლებას იყენებს, რაც ნიშნავს, რომ არცერთ ბრალდებას არ აღიარებს. "კურიერი პიესმა" გადაიღო სხდომა, სადაც დაზარალებულმა ქალმა ყოფილი ქმრის უმკაცრესად დასჯა მოითხოვა. ბრალდებულს გამოხატული ირონიის გამო, მოსამართლემ შენიშვნა რამდენჯერმე მისცა.

ბრალდებულს იმედი აქვს, რომ უმკაცრეს სასჯელს გადაურჩება. ლაშა შაუმიანის ადვოკატს ამ მოლოდინს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა უქმნის.

გარდა ექსპერტიზის დასკვნისა, საქმეში არაერთი მტკიცებულება დევს, რაც ბრალდებულის მხრიდან მკვლელობის განზრახვას ადასტურებს - ეს პროკურორის სიტყვებია, რომელიც სასამართლო განხილვების შემდეგ, გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.

მაქსიმალურ სასჯელს ითხოვს სიკვდილს გადარჩენილი ქალიც.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სალომე ლაზარე
პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ხელი მოაწერა. შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტში, რუსული კანონის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი 12 აპრილს, მოს...

პოლიტიკა 1713954848

დაკავება
„Telegram"-ში ყოფილი პარტნიორის ინტიმური ფოტოები გამოაქვეყნა - საგამოძიებო სამსახურმა 27 წლის მამაკაცი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 27 წლის მამაკაცი. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბრალდე...

კრიმინალი 1713951917

ტბს
„აგრო იმპექსმა", თიბისის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლებში, მოტივტივე მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში, კომპანია "აგრო იმპექსმა", თიბისის აგრო სესხის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლებში, საირიგაც...

ბიზნესი & ეკონომიკა 1713951692

თბს
თიბისი ბანკის პარტნიორი ატელიე La Mode შოურუმს ხსნის

ატელიე “ლა მოდი”, ერთი შეხედვით, კლასიკური მცირე ბიზნესია, მაგრამ ბიზნესად ყოფნა უფრო გვერდითი ეფექტია, ვიდრე მიზანი. “ლა მოდის” დამფუძნებლის, სოფო ჭუმბურიძისთვის მსგავსი ატელიე ბავშვობის ახდენილი ოცნ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1713951488

აქცია ახალგაზრდები
"სიმცირის მიუხედავად, გზას ხელოვნურად კეტავენ, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება" - შსს აქციების მონაწილეებს აფრთხილებს

შსს ამტკიცებს, რომ რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია-მსვლელობების მონაწილეთა რიცხვი შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება აღარ დგას, რის გამოც, გომელაურის უწყება ორგანიზატორებსა...

პოლიტიკა 1713950251

პაპუაშვილი
პაპუაშვილი პოლიციის მაღალჩინოსნების სანქცირებაზე აუსტრევიჩუსის განცხადების გამო ლიტვის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებაზე, რომელმაც გუშინ პოლიციის მაღალჩინოსნების დასანქცირება მოითხოვა, ლიტვის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს. აუსტრე...

პოლიტიკა 1713949842