კრიმინალი • 1695623951 1256
12 წლის გოგონამ საკუთარი მამა სექსუალურ ძალადობაში ამხილა. ბავშვმა დუმილი ბოლო ძალადობიდან 4 წლის შემდეგ დაარღვია და გამომძიებელს, ფსიქოლოგის თანდასწრებით, გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე უამბო. დეტალები შემზარავია და "კურიერიP.S-ი" გამოკითხვის ოქმის შინაარსს მხოლოდ ნაწილობრივ ასაჯაროებს.
"მამა მაყურებინებდა ვიდეოებს და მთხოვდა იმავეს გამეორებას. ეს რამდენჯერმე მოხდა, მაშინ, როცა მარტო ვრჩებოდით და დედა სამსახურში იყო. მეუბნებოდა, რომ არავისთვის არაფერი მეთქვა და ეს ჩვენი საიდუმლო იყო. ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც 8 წლის ვიყავი. შემდეგ მამა დედაზე ძალადობისთვის დააკავეს," - ნათქვამია გამოკითხვის ოქმში.
ბავშვი მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც გაიგო, რომ ცოლზე ძალადობისთვის დაპატიმრებული მამა ციხეს მალე დატოვებდა.
43 წლის მამაკაცს, მეუღლის გაუპატიურებისა და ცემის ბრალდებით, 7 წელი მიუსაჯეს. 4 წელი გავიდა და მოძალადე ყოფილ ცოლთან თითქმის ყოველდღიურად რეკავდა - ითხოვდა პატიებას და სასჯელის შესამსუბუქებლად წერილობით თანხმობას. ქალი თითქმის დაითანხმა, დედამ გადაწყვეტილება შვილებს უთხრა. 12 წლის გოგონა მამის შესაძლო გათავისუფლების ამბავმა შეძრა და 4 წლიანი დუმილი დაარღვევინა.
მას შემდეგ კი, რაც ადვოკატი აიყვანა, სავარაუდო მოძალადემ დუმილი არაღიარებით შეცვალა - 12 წლის შვილი ტყუილში დაადანაშაულა, ყოფილი მეუღლე კი, ბავშვზე ზემოქმედებაში. დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 43 წლის მამაკაცი ციხეში გამოჰკითხეს. "კურიერიP.S-ი" მის ადვოკატს დაუკავშირდა, რომელმაც შეხვედრაზე უარი გვითხრა.
ამ პოზიციასთან ერთად, ინცესტში მხილებული კაცი ცოლს მეორე შვილით აშანტაჟებს, რომელიც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. ბავშვი არასრულწლოვანია და ქვეყნიდან გაყვანისთვის მამის თანხმობა სჭირდება.
რა მტკიცებულებები იძებნება შემზარავი დანაშაულის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების საქმეში - 12 წლის გოგონას დაზარალებულის სტატუსი ჯერ არ აქვს. ადვოკატი კი მიიჩნევს, რომ ინცესტში მხილებული მამაკაცისთვის ბრალის წარსადგენად, საკმარისი დოკუმენტები შეგროვდა. 12 წლის ბავშვის ინტერესების დამცველმა, გამოძიების დაჩქარება კიდევ ერთხელ მოითხოვა. პარალელურად, ამზადებს სარჩელს, სავარაუდო დამნაშავისთვის მამობის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით.
12 წლის გოგონას ისტორია, სავარაუდოდ ბავშვზე ძალადობის მძიმე სტატისტიკაში ჩაიწერება. ირკვევა, რომ მონაცემები ყოველწლიურად იზრდება. საკითხზე მომუშავე უფლებადამცველები გამოკვეთილ ტენდენციებს სწავლობენ - ირკვევა, რომ მოძალადე უმეტესად არასრულწლოვანის ახლო გარემოცვიდან არის.
არასრულწლოვანზე სექსუალური მოძალადეები, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პედოფილთა ბაზაში ხვდებიან. ამ ბედს გაიზიარებს 12 წლის გოგონას მამაც, თუ სექსუალური ძალადობის ფაქტებს სასამართლო დაადასტურებს.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ჭიდაობის ფედერაციის საანგარიშო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „ჩვენთვის, ისევე როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ცნობილი გახდა ერთი უსიამოვნო და დ...
სპორტი • 1701721800
ექიმი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რა იწვევს ყველაზე ხშირად კიდურებში დაბუჟების შეგრძნებას და რამდენად რეალურია კორონავირუსის დროს ამ ნიშნებით თრომბოზის განვითარების ვარაუდი: "ბოლო პერიოდში ხელებში დ...
საზოგადოება • 1701721500
გარემოს ეროვნული სააგენტო 4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. „4 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 5-7 დეკემბერს ქვე...
საზოგადოება • 1701721140
ოთარ ფარცხალაძე თბილისშია. ჟურნალისტებმა აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი აეროპორტის ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ფარცხალაძეს იქ დაცვის 2 მანქანა ელოდებოდა, რომლებმაც ფარცხალაძე თბილის...
პოლიტიკა • 1701719429
„ბედნიერი ამბები გვაქვს და თან გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ. ქუჩაში მცხოვრები ავადმყოფი ოჯახი, არ მიიღო არც ერთმა თავშესაფარმა და არ შეუშვა სახლში არავინ, სწორედ იმიტომ, რომ ავად არიან და ქუჩაში სძინა...
სოცმედია • 1701719400
"მიშას წინააღმდეგ, რომ დაირაზმნენ ევსაქები და გროშებად შეისყიდეს აქტივისტები, ვინც მათ გაჰყვა, ახლა კედლიდან-კედელზე რომ დაწანწალებენ და მელიას გმობენ მიშას გამო, ეგ არის გულის რევის შეგრძნებას რომ იწ...
სოცმედია • 1701719370
ეს საინტერესოა • 1701718320
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1701631860
4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი