სისხლიანი გარჩევა კლინიკაში - ცნობილი ხდება რეალური მიზეზი, რის გამოც ექიმაა კოლეგა დაჭრა

კრიმინალი 1659950875    467

ექიმი დაკავება

კანისა და ვენერიულ დაავადებათა კლინიკის დირექტორის დაჭრაში ბრალდებული ექიმი თეიმურაზ ბეჟანიძე აცხადებს, რომ მან გიორგი გალდავას დაშინების მიზნით ესროლა.

„კონფლიქტი, წყენა იმით დაიწყო, რომ კლინიკის ხელმძღვანელმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავისი კაბინეტიდან სხვა კაბინეტში გადაიყვანა, შემდეგ კიდევ სხვა კაბინეტში და საბოლოოდ, სამჯერ შეუცვალა ოთახი. ასაკოვანმა ადამიანმა, რომელსაც 55-წლიანი უწყვეტი მუშაობის სტაჟი აქვს, ეს ყველაფერი შეურაცხყოფად მიიღო.

მან თავისი სახსრებით შეიძინა კონდიციონერი. ამის შემდეგ ის სხვა კაბინეტში გადაიყვანეს, სადაც კონდიციონერი არ იყო. მან პრეტენზია გამოთქვა ხელმძღვანელთან, ან კონდიციონერი დამიმონტაჟე, ან იმის საშუალება მომეცი, ჩემი კონდიციონერი ჩემ ახალ სამუშაო კაბინეტში გადავიტანოო.

რატომღაც არც ახლის შეძენა მოხდა და ბრალდებულის ნაყიდი კონდიციონერიც იმ ოთახში დარჩა, სადაც იყო. როცა ბოლო კონფლიქტი მოხდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისათვის ცნობილი გახდა, რომ ის სამსახურიდანაც გაათავისუფლეს, თან ეს სხვამ შეატყობინა. ამის შემდეგ, ის დაზარალებულის კაბინეტში ადის და ეკითხება, თუ რატომ გაათავისუფლა ის, რა დროსაც ურთიერთობა დაიძაბა, ოღონდ მხოლოდ შელაპარაკება მოხდა, ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა.

როგორც ბრალდებული განმარტავს, დაზარალებულმა ცუდი სიტყვებით მიმართა, რაც ასაკოვანმა ადამიანმა შეურაცხყოფად მიიღო.

იარაღი მის სახელზეა რეგისტრირებული შენახვის უფლებით. აღნიშნულ იარაღს ის საკუთარ სამუშაო ოთახში ინახავდა, რადგან სახლში მისი თქმით, ამის საშუალება არ ჰქონდა, შვილიშვილები წამოიზარდნენ, სეიფი არ მქონდაო, რის გამოც, სამუშაო ოთახში უსაფრთხოდ ინახავდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გახარებული და ბედნიერია იმით, რომ ის გადარჩა. ის ზედმიწევნით ჰყვება ფაქტს, თუ რა მოხდა, როგორ განახორციელა გასროლა. ის გამოძიებასთან თანამშრომლობს. როგორც ის ამბობს, დაშინების მიზნით ესროლა”, – განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სუსი
სუს-ი საგანგებო განცხადებს ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმის მასალების, უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკის ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძ...

სამართალი 1664174675

ფაჩუაშვილი
როგორ გადაიტანა შვილის გარდაცვალება ნანა ფაჩუაშვილმა - ვიდეო მსახიობის უმძიმეს დღეებზე

გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“  მსახიობმა ნანა ფაჩუაშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა მისი ცხოვრების უდიდესი ტრაგედიის დეტალები. ასევე მოყვა ამბავი, რომლის შესახებ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არაფე...

საზოგადოება 1664174510

სანთლები
ძალიან სამწუხარო ინფორმაცია - ცნობილი ქართველი ოლიმპიელი გარდაიცვალა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს „საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოდან ძალოსნობაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონის, მსოფლ...

საზოგადოება 1664173741

პუტინი
გაქცევა პუტინისგან - ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 261 000-მა მამაკაცმა დატოვა

Новая газета Европа-ს ინფორმაციით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 261 000-მა მამაკაცმა დატოვა. გამოცემის წყაროს ცნობით, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში უსაფრთხოების ძალები და თა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664173514

ენტონი ბლინკენი
რას იზამს აშშ, თუ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს - ბლინკელის განმარტება

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებენ უკრაინელების დასახმარებლად, ასევე, იმისთვის, რომ ეს ომი არ გაფართოვდეს. ბლინკენმა თქვა, რომ პუტინის რიტორიკა ბირთვული იარა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664173079

ენმ
„მე და შენს შორის პროვოკატორის დედაც“ - ჩხუბი ენმ-ს ოფისში

რა მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში - მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ პარტიის ოფისში თანამებრძოლებთან ერთად, იმ ბრალდებების გასარკვევად მივიდა, რომლ...

პოლიტიკა 1664171884