სისხლიანი გარჩევა საირმის ქუჩაზე - დაკავებულია 26 წლის ახალგაზრდა

კრიმინალი 1664959771    398

ყვითელი ლენტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული გ.ჭ., ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა 1996 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი დახმარება გაეწია.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ჭ. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სალომე ზურაბიშვილი
1 დღე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვამდე - რა პროცედურებით ჩატარდება საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული სხდომა

საკონსტიტუციო სასამართლო უპრეცედენტო სხდომისთვის ემზადება. ზუსტად დღის 12 საათზე პალატის 9 მოსამართლე დაიწყებს საჯარო მსჯელობას "ქართული ოცნების" საკითხზე, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის...

პოლიტიკა 1696267866

ასოს
საბერძნეთში მოკლული ქართველი ემიგრანტი კობა აშოთიაა - მის ცოლს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება

საბერძნეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე  კობა აშოთიაა - არსებული ინფორმაციით, 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდა ამისა, დაჭრილია მოკლულის ცოლიც,...

კრიმინალი 1696267694

კარავი
"ეს კანონპროექტი სახიფათოა, იწვევს პროტესტის მშვიდობიანი ფორმების შეზღუდვას და არღვევს კონსტიტუციას" - საია "კარვების კანონზე"

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ეხმიანება "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მიაჩნია, რომ  მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ცვლილებების მ...

პოლიტიკა 1696266481

ლარი
ლარი გაუფასურდა - ნახეთ, რა ეღირება ვალუტა 3 ოქტომბერს

2 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6811 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6783 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8259 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2....

ბიზნესი & ეკონომიკა 1696264944

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 3 ოქტომბერს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების  ჩატარების გამო 3 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირ...

საზოგადოება 1696264651

წვიმა ბათუმი
ძლიერი წვიმა ბათუმში - დატბორილია ქუჩები

 ძლიერი წვიმა ბათუმში - უხვი ნალექის შედეგად ქალაქის ქუჩები დაიტბორა. როგორც რეგიონული გამოცემა "ბათუმელები" წერს, დატბორილია, მემედ აბაშიძის ქუჩა. ამ დროისთვის დეტალები უცნობია.

საზოგადოება 1696262986