სპეცოპერაცია მესტიასა და თბილისში - ამოღებულია უკანონო იარაღი და დაკავებულია 3 პირი
კრიმინალი • 1664349233 349

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისსა და მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს და სამი პირი დააკავეს.დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.ბ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ცეცხლსასროლი რევოლვერი, 2 მჭიდი და 17 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.გ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული დ.ვ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 12 ვაზნა.ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 62% საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ეწინააღმდეგება. კითხვაზე, "რამდენად ემხრობით ან ეწინააღმდეგებით პ...
პოლიტიკა • 1695911064

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 58% ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს. 42% კი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი არ უნდა შეი...
პოლიტიკა • 1695911002

"შსს-მ ქვეყანაში ისევ შემოუშვა რუსეთის მოქალაქე, რომელზეც შემაკავებელი ორდერი გამოწერა ჩემზე ადევნებისთვის..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე წერს შინაგან საქმეთა...
პოლიტიკა • 1695910869

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 29 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (...
საზოგადოება • 1695903840

საქართველოს ბანკი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე” კიდევ ერთი ნაკადის გადამზადების პროცესს აგრძელებს. მისი მიზანი,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1695897141

ეს ნამცეცა გოგო ლიკა მოსაშვილია თელავის რაიონიდან ოპერაციისთვის ემზადება. 2700 ლარი სჭირდება სასწრაფოდ. დაბადებიდან დღემდე უამრავი ტკივილი გადაიტანა. გაკეთებული აქვს გულის სარქველის ოპერაცია, პერიოდულ...
საზოგადოება • 1695895320