თავდასხმა მარნეულში: 71 წლის ქალი გაკოჭეს და ცივი იარაღის გამოყენების მუქარით თანხა და ძვირფასეულობა გასტაცეს

პოლიცია

შსს-ს ინფორმაციით, მარნეულში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე პოლიციამ 4 პირი დააკავა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაკავებულები ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ, 71 წლის ქალი გაკოჭეს და მუქარითა და იარაღის გამოყენებით თანხა და ძვირფასეულობა გასტაცეს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 4 პირი: 1995 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ფ.ო., 1998 წელს დაბადებული ი.ი., 1985 წელს დაბადებული შ.ჰ. და 1975 წელს დაბადებული ფ.მ. დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მცხოვრები მოქალაქის - 1950 წელს დაბადებული მ.ბ.-ის საცხოვრებელ სახლში ყაჩაღობის მიზნით უკანონოდ შეაღწიეს.
თავდამსხმელებმა ქალი გაკოჭეს, დანის გამოყენების მუქარით უკანონოდ დაეუფლნენ სახლში არსებულ 1000 ლარზე მეტ თანხას, 3000 ლარამდე ღირებულების ოქროს სამკაულებსა და სხვა ძვირფასეულობას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.


სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოთხივე ბრალდებული დააკავეს.

პოლიციამ ყაჩაღობის გზით დაუფლებული სამკაულების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დვალიშვილი რამოსი
"სერხიო რამოსმა მომილოცა ჩვენი ნაკრების გამარჯვება" - მერაბ დვალიშვილი

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა სერხიო რამოსმა მერაბ დვალიშვილს საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვება საბერძნეთთან პირადად მიულოცა. ამის შესახებ UFC-ის ქართველი მებრძოლი სოციალურ ქსელში წერს. "ს...

სოცმედია 1711638356

გოცირიძე
„კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა “ - რომან გოცირიძე

„კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა“, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა და თქვა, რომ თუ სწრაფი ეკონომიკური ზრდა არ მოხდა და ვითარება არ შეიცვალა...

პოლიტიკა 1711638246

ლენტიი
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს

დაკავება თბილისის ცენტრში - "პირველების" ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი აიყვანეს. დაკავებულს ხელბორკილები მაშინ დაადეს, როდესაც ის ლისზე, ე.წ. სარბენ ბილიკზე გადაადგილდებოდა. ე...

კრიმინალი 1711638080

პეტრე კოლხი
„ნამდვილი „გოლი” ის იქნება, როცა ერთხმად ვეტყვით უარს რუსეთს და გავაპროტესტებთ რუსეთის აგენტების არსებობას საქართველოში…“ - მამა პეტრე კვარაცხელია

 მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს: „ერის გამოფხიზლება შესაძლებელი ყოფილა… ყველაფრის სასიკეთოდ  შეცვლაც შესაძლებელია… ინერტულობა და „ფეხებზე მკიდია” მდგომარეობა ყველას თანაბრად აზარალებს… ზოგი იტყ...

სოცმედია 1711637939

ლატვიის საგარეო
ჩარტერული რეისების გამოყენების გამო, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშიმ ჩარტერულ რეისებთან დაკავშირებული სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა. 23 მარტს ლატვიის გენერალურმა პროკურატურამ ფინანსების შესაძლო გაფლანგვასთან დაკ...

მსოფლიო 1711637719

პაპუაშვილი
“ბოროტი სულის ადამიანები… ესენი ნიკა გვარამიას პარტიის წევრები არიან” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ერთა ლიგის ფინალში გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე პრემიერ ირაკლი კობახიძის გამოსვლისას საპროტესტო შეძახილები ორგანიზ...

პოლიტიკა 1711637578