„Telegram"-ში ყოფილი პარტნიორის ინტიმური ფოტოები გამოაქვეყნა - საგამოძიებო სამსახურმა 27 წლის მამაკაცი დააკავა

დაკავება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 27 წლის მამაკაცი.

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბრალდებული სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 2001 წელს დაბადებულ დაზარალებულ გოგოსთან, რომელსაც თბილისში ნაქირავებ ბინაში ხვდებოდა ხოლმე. შეხვედრისას, დაზარალებული საკუთარი ნებით მამაკაცის ტელეფონით ინტიმურ ფოტოებს იღებდა. 2024 წლის მარტში, დაზარალებულმა ქალმა ბრალდებულთან დაშორების შემდეგ, სოციალურ ქსელ „Instagram"-ზე განათავსა მეგობართან ერთად გადაღებული ფოტო, რის გამოც ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე დაურეკა მას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, იმავე დღეს დაზარალებული ქალისთვის ცნობილი გახდა რომ მისი ინტიმური ფოტოები, რომლის წაშლაც ბრალდებულს მოსთხოვა, სოციალურ ქსელ „Telegram"-ის ერთ-ერთ ჯგუფში იყო გავრცელებული.

დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მის მობილურ ტელეფონში, ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალა, მათ შორის, ნანახი იქნა 2500 მომხმარებლისგან შემდგარი სოციალურ ქსელ „Telegram"-ის ის ჯგუფი, სადაც ბრალდებულმა ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ფოტოები გაუვრცელა.

ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლარი
ნახეთ, რა ეღირება ვალუტა 23 მაისს

 22 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7259 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7274 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9546 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9639 ლარს შეად...

ბიზნესი & ეკონომიკა 1716383570

დაკავება
მეუღლე და მეუღლის დედა თოფიდან გასროლით მოკლა - პოლიციამ რუსთავში მომხდარი 2 ადამიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.ფ. ოჯახის...

კრიმინალი 1716383223

რუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირზე, ასევე, რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე გადაადგილება შეიზღუდება

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო და შემდგომ ღონისძიებების პერიოდში,დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. 21 მაისიდან უკვე შეზღუდულია მოძრაობ...

საზოგადოება 1716383064

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 23 მაისს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  დაბა...

საზოგადოება 1716381600

კალაძე
კახა კალაძე: საქართველოს შეეშვან, ჩვენ ომი უკვე გამოვლილი გვაქვს და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას არ დავუშვებთ

„მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდა დასაბუთებულ არგუმენტებს და ამის ნაცვლად, ხელში შერჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალი...

პოლიტიკა 1716381015

კალაძე
ვარკეთილის დასახლებაში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ჩანაცვლდება

კომპანია, რომელიც ვარკეთილში ავარიული შენობის დემონტაჟს განახორციელებს და მის ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას უზრუნველყოფს, უკვე გამოვლენილია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე...

საზოგადოება 1716380908