„ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა... ცხედარს ცეცხლი წაუკიდა“ - შსს-ს განცხადება მუხიანის სადისტურ მკვლელობაზე

კრიმინალი 1679552856    242

ყვითელი ლენტი

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, მუხიანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დაკავებულმა, 1984 წელს დაბადებული ე.ა.-მ 64 წლის კაცს ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი წაუკიდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 მარტს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა ნაცნობს - 1959 წელს დაბადებულ რ.მ.-ს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გარდაცვლილი კაცი ლიფტში გუშინ, 22 მარტს იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაცს სხეულზე დაზიანებები ჰქონდა, გარდა ამისა, ლიფტში იყო ცეცხლის კვალი. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სააკაშვილი
რუსებმა ააფეთქეს კახოვკის დამბა ხერსონში. ეს უკიდურესად პანიკის ნიშანია - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი რუსების მიერ, კახოვკას ჰესის აფეთქებას პანიკად აფასებს და წერს, რომ ამის შემდეგ, მოვლენები ომში ძალიან დაჩქარდება.  "რუსებმა ააფეთქეს კახოვკის დამბა ხერსონში. ეს უკიდურესად პანიკის ნ...

პოლიტიკა 1686041429

ჰესი
ოკუპანტების რომელმა ქვედანაყოფმა ააფეთქა კახოვკის ჰესი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ კახოვკას ჰესის კაშხალი რუსეთის შეიარაღებული ძალების 205-ე მოტორიზებულმა ბრიგადამ ააფეთ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1686041198

სალომე ზურაბიშვილი
ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში, ნოვა კახოვკის კაშხლის აფეთქებას გამოეხმაურა და მომხდარი დაგმო. ზურაბიშვილმა თავდასხმას ომის დანაშაული უწოდა. "კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადე...

პოლიტიკა 1686041018

კალაძ
კახა კალაძე: ამ ქვეყანაში რადიკალიზმს და ბოროტებას მომავალი არ აქვს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი რეალობასაა აცდენილი, როდესაც აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების გასაღებს აღნიშნული პარ...

პოლიტიკა 1686040445

IDFI
რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში - IDFI-ის კვლევა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს კვლევას "რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში": "კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ" უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორი...

პოლიტიკა 1686040313

მესხის სტადიონი
კახა კალაძე: მეამაყება, რომ ყველანაირად მომზადებული ხვდება ჩვენი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, დღეს, თბილისის მერი მიხეილ მესხის სახელობის განახლებულ სტადიონზე იმყო...

საზოგადოება 1686040098