კრიმინალი • 1718008216
21 წლის ქეთი ჯავახიშვილს მკვლელმა 20 წლის ოთარ ცინდელიანმა დანით 59 ჭრილობა მიაყენა. მან საკუთარი დედის ნათლული ღამის ორ საათზე, ჯერ სახლიდან გაიტყუა, შემდეგ კი დანით დაჩეხა და მიიმალა.
ცხედარი იმდენად დასახიჩრებული იყო რომ მეორე დღეს, დანაშაულის ადგილას მისულ ადგილობრივებს, გარდაცვლილის სქესის გარკვევაც კი გაუჭირდათ – საბოლოოდ ცხედარი მოკლულის მამამ ამოიცნო. ოჯახი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის უმკაცრეს სასჯელს ითხოვს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სასტიკი დანაშაულის საქმის არსებითი განხილვა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ირკვევა, რომ ბრალდებულმა აღიარება დუმილით შეცვალა. ცინდელიანის ადვოკატები მედიის შეკითხვებს გაურბიან.
ერთადერთი ვინც ბრალდებულის მხრიდან ინტერვიუზე თანხმდება, ოთარ ცინდელიანის ბებიაა. მარინა გუჯეჯიანი ამბობს, რომ მის შვილიშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს. დანაშაულის ღამეზე კი, არაფერი იცის. ბებია ადასტურებს, რომ მკვლელობის იარაღი მისმა შვილიშვილმა მიმალვამდე სახლში დატოვა.
ის, რომ ბრალდებული მკვლელობის დროს შეურაცხადი იყო, ექსპერტიზამ არ დაადასტურა. დასკვნის მიხედვით, ოთარ ცინდელიანი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო, თუმცა ქმედების გაცნობიერების უნარი ჰქონდა.
ოთარ ცინდელიანის შეურაცხადობის არ სჯერა არც მოკლულის ოჯახს. დაზარალებულებს კიდევ ერთი ვერსია აქვთ – ვარაუდობენ, რომ დამნაშავე ქალს ფულსაც სძალავდა.
ქეთის ოჯახს ახლა ერთადერთი მოთხოვნა აქვს – უმკაცრესად დაისაჯოს მკვლელი, რომელმაც 21 წლის გოგოს სიცოცხლე განსაკუთრებული სისასტიკით დაასრულა. განაჩენი , სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი.
რუსთავი 2
უპრეცედენტო მობილიზაცია არჩევნებისთვის - საქართველოს მოქალაქეების ხმების დასაცავად ერთიანდება ყველა განურჩევლად პროფესიისა. ქვეყნის ევროპულ მომავალს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე დაიცავენ მსახიობები,...
პოლიტიკა • 1728925082
ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ საქართველოს საკითხზე მსჯელობა დასრულდა - შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრ...
პოლიტიკა • 1728924917
სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია:„ქოცებო!!!ნუ ერევით GORBI-ს ,,კომპეტენციაში,” ნუ ატარებთ ინდივიდუალურ გამოკითხვებს!!!რა გინდათ, რა არ გასვენებთ?!ხომ ხედავთ, GORBI-ვით ,,კომპეტენტურები”, რომ ვერ ხართ,...
სოცმედია • 1728924365
პიტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში, სავარაუდოდ კახი კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მან გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრს, ანა ლირმანს "კუბილიუსი კაბაში" უწოდა. "დღეს ვიღაცამ ავტოგოლ...
პოლიტიკა • 1728922372
თურქული მედიის ინფორმაციით, ანტალიაში 16 წლის ქართველ გოგოზე მეზობელმა სექსუალურად იძალადა. როგორც მედია წერს, მოზარდი შშმ პირია, ძალადობაში ბრალდებული კი დაკავებულია. მედია წერს, რომ მეზობელი კაცი ქა...
კრიმინალი • 1728921475
ევროკავშირის ლიდერები გეგმავენ გააფრთხილონ საქართველო, რომ მისი მთავრობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ, - წერს გამოცემა Reuters- ი 17-18 ოქტომბერს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სამიტის დას...
პოლიტიკა • 1728920350
ეს საინტერესოა • 1723665143
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723232218
10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723146000
9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1722973739
7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი